სპუტნიკის დეზინფორმაცია, თითქოს ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი კგბ-ს აგენტი იყო

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

რწეტგ
159
VIEWS

26 სექტემბერს სპუტნიკ საქართველომ გამოაქვეყნა სტატია და თანდართული ვიდეო სათაურით “კგბ-ს საიდუმლო აგენტობიდან ფემინისტობამდე: დალია გრიბაუსკაიტეს კარიერა”. ვიდეოში აღნიშნულია, რომ გრიბაუსკაიტემ კარიერული განვითარების დიდი გზა განვლო და კგბ-ს აგენტობისა და ლიეტუვის პრეზიდენტობის შემდეგ მას გაეროში “თანაბარი უფლებების თაობის” ელჩის თანამდებობა შესთავაზეს. ვიდეოს მიხედვით, დალია გრიბაუსკაიტე კგბ-ში “მაგნოლიას” ფსევდონიმით მუშაობდა.

"

სპუტნიკის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დალია გრიბაუსკაიტეს კგბ-ს აგენტობის შესახებ ტყუილია. დეზინფორმაცია პირველად 2015 წელს გავრცელდა, როდესაც ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ყალბი დოკუმენტები გამოაქვეყნეს.

  • დოკუმენტები, სადაც გრიბაუსკაიტე აგენტი “მაგნოლიას” სახელით ფიგურირებდა და ასევე ლენინგრადის შინაგან საქმეთა სამმართველოს წერილი, რომელშიც გრიბაუსკაიტეა ნახსენები, ყალბია

EUvsDisinfo-ს ინფორმაციით, კგბ-ს აგენტობაზე ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის შესახებ ცნობები, კრემლის განმეორებადი დეზინფორმაციაა, რომელიც 2015 წელს დაიწყო. რეალურად, აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი საბუთი არ არსებობს და დოკუმენტები, რომლებიც ლიეტუვის მკვიდრთა გენოციდისა და წინააღმდეგობის კვლევის ცენტრის ვებ-გვერდის გატეხვის შემდეგ გავრცელდა, ყალბია.

დოკუმენტები დაწერილი იყო გრამატიკული შეცდომებით და შეიცავდა ისეთ ფორმულირებებს, რაც საბჭოთა კავშირში 1982 წელს (წერილის დაწერის თარიღი) არ იყო გამოყენებული. გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ამ მასალებიდან ერთ-ერთი დოკუმენტის – რუსულენოვანი წერილის ფოტო რუსი ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსის და ეკონომისტის, მიხაილ დელიაგინის, ბლოგზე მოხვდა. წერილი დაწერილია ლენინგრადის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მიერ, ადრესატი კი ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია.

"
წყარო: theins.ru

წერილის მიხედვით, ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი დალია გრიბაუსკაიტესამ ფინელ და ორ საბჭოთა მოქალაქესთან ერთად ბარში იმყოფებოდა, სადაც პოლიციის მიერ “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის შეუფერებელ ქცევაში” იყო შემჩნეული. წერილის ბოლოს აღნიშნულია, რომ “კგბ-ს კურატორების განკარგულებით საქმის წარმოება შეწყდა.”

უზუსტობები

აღნიშნული წერილის ავთენტურობა რიგი მიზეზების გამო საეჭვოა. დოკუმენტში ნახსენებია პოლიციის სპეციალური სამსახურის დეპარტამენტი, თუმცა ამ სახელით დეპარტამენტი 1982 წელს არ არსებობდა, იყო მხოლოდ სპეციალური მილიცია. 1982 წელს სპეციალური დირექტორატი ჩაანაცვლა სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-8 მთავარმა სამმართველომ. წერილი ხელმოწერილი იყო მე-3 სამმართველოს უფროსის მიერ, რომელიც მართლაც განიხილავდა უცხოელთა სამართალდარღვევებს, თუმცა აღნიშნული სამმართველო არ მიეკუთვნებოდა არც ერთ სპეციალურ სტრუქტურას.

ამას გარდა, წერილში დრო აღნიშნულია დღევანდელი ფორმატით – 22:40, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირის პერიოდში საათისა და წუთების განცალკევებისთვის იყენებდნენ არა ორწერტილს, არამედ წერტილს – 22.40, ხოლო ოფიციალურ დოკუმენტში დიდი ალბათობით დაიწერებოდა “22 საათი და 40 წუთი”.

  • ვინ გაავრცელა დეზინფორმაცია ლიეტუვის ყოფილ პრეზიდენტზე?

დალია გრიბაუსკაიტეს კგბ-ს აგენტობის შესახებ ყალბ ცნობებს 2015-2018 წლებში ასევე ავრცელებდნენ Ria Novosti, lenta.ru, segodnia.ru, Русское Агентство Новостей და rubaltic.ru.

""

""

"

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ლიეტუვა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist