სოციალურ ქსელში ფეხბურთელ საბა ლობჟანიძეზე სატირული შინაარსის პოსტი ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

109
VIEWS

23 ივნისს ფეისბუქ-გვერდმა “ქრისტიანი დედები” გამოაქვეყნა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის ფოტო, რომელზეც დატანილია წარწერა: “ლობჟანიძე აცრილია ფაიზერით”. ფეისბუქ-გვერდი პოსტის აღწერაში წერს: “ახლახანს გავარკვიე, ლობჟანიძე ფაიზერით არის აცრილი… მაგიტომაც გამოდგა ეგეთი უნიათო. 2019-2020 წლებში რომ ვპოსტავდი არ აიცრათ თქო არ მიჯერებდით და იყავით ახლა მანდ”.  

Screenshot 2024 06 24 at 11.26.46 AM სოციალურ ქსელში ფეხბურთელ საბა ლობჟანიძეზე სატირული შინაარსის პოსტი ვრცელდება

საბა ლობჟანიძესა და მის მიერ ფაიზერით აცრაზე გავრცელებული პოსტი სატირული შინაარსის არის. “ქრისტიანი დედები” სატირული ფეისბუქ-გვერდია, რომელიც წლებია მსგავს პოსტებს აქვეყნებს. 

22 ივნისს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა და გუნდებმა თითო ქულა მოიპოვეს. საქართველოს ქულა გიორგი მიქაუტაძის პენალტმა მოუტანა. დამატებითი დროის მიწურულს საბა ლობჟანიძის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა და საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგის კარში მეორე გოლის გატანა ვერ შეძლო. “ქრისტიანი დედები” საბა ლობჟანიძის შესახებ პოსტს მატჩის მეორე დღეს აქვეყნებს და ეროვნული ნაკრების 23-ე ნომრის არაზუსტ დარტყმას მის ფაიზერით ვაქცინაციას უკავშირებს. 

გვერდი “ქრისტიანი დედები” 2019 წელს “ქრისტიანი დედები მიმების წინააღმდეგ” სახელითაა შექმნილი. გვერდი ქართული პოლიტიკის, ასევე სპორტის შესახებ (1, 2, 3) სატირული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს.

Screenshot 2024 06 24 at 11.28.46 AM სოციალურ ქსელში ფეხბურთელ საბა ლობჟანიძეზე სატირული შინაარსის პოსტი ვრცელდება Screenshot 2024 06 24 at 11.28.35 AM სოციალურ ქსელში ფეხბურთელ საბა ლობჟანიძეზე სატირული შინაარსის პოსტი ვრცელდება

შესაბამისად, საბა ლობჟანიძისა და მისი ფაიზერით ვაქცინაციის შესახებ გავრცელებული პოსტი, ისევე, როგორც “ქრისტიანი დედების” სხვა პოსტები, სატირული შინაარსის არის. 

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყების შემდეგ სოციალურ ქსელში ყალბი მტკიცებები და შეცდომაში შემყვანი ცნობები ხშირად ვრცელდება. მათი ნაწილი “მითების დეტექტორმა” გადაამოწმა. ვრცლად წაიკითხეთ მასალები: 

არქივის ბმული


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: სატირა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist