სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძეზე თემურ ქეცბაიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

366
VIEWS

23 ივნისს ფეისბუქ-მომხმარებლებმა და გვერდებმა გაავრცელეს (1;2;3;4) საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ციტატა, რომელშიც ის ნაკრების ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეზე საუბრობს: “გულდასაწყვეტია, რომ ბუდუ არცერთ თამაშზე არ გამოსულა, ბუდუ პატრიოტი ბიჭია და ყველამ იცის ეს რატომ ხდება. რუსეთი რომ აგრესორი ქვეყანაა ამიტომ დაბლოკეს ბუდუ”.  

qetsbaia სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძეზე თემურ ქეცბაიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება

ბუდუ ზივზივაძეზე თემურ ქეცბაიას სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება. რეალურად, მსგავსი განცხადება საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს არ გაუკეთებია.  

ბუდუ ზივზივაძეზე თემურ ქეცბაიას სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების შეხვედრის შემდეგ ქეცბაიას კომენტარი, რომელშიც ის ბუდუ ზივზივაძეზე საუბრობს, ღია წყაროებით არ იძებნება – არ გამოქვეყნებულა მედიის, მათ შორის, სპორტული მედიის ვებ-საიტებსა და თემურ ქეცბაიას ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე (1;2;3).  

ქეცბაია საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ორჯერ გამოეხმაურა – 19 და 21 ივნისს. თურქეთის ნაკრებთან თამაშის შემდეგ ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა დაწერა, რომ ამაყია საქართველოს ნაკრების გამართული და ხარისხიანი თამაშით და ფეხბურთელებმა პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს. 21 ივნისს ქეცბაიამ კვლავ თურქეთთან მატჩი და გულშემატკივრების მიერ მისი გვარის სკანდირება გაიხსენა და ისინი ჰამბურგში საგულშემატკივრო სივრცეში მიიწვია.  

Screenshot 2024 06 24 at 10.22.44 AM სოციალურ ქსელში ბუდუ ზივზივაძეზე თემურ ქეცბაიას გაყალბებული ციტატა ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist