არის თუ არა კავშირში სოლარული გეოინჟინერია და ე.წ. ქიმტრეილები?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

35
VIEWS

2024 წლის 15 მარტს ფეისბუქ ანგარიშმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა გამოცემა “გარდიანის” (The Guardian) სტატიის სქრინშოთი, რომელშიც საუბარია “მზის ჩაბნელების” გეოინჟინერიის კვლევით პროგრამაზე. ავტორი პოსტის აღწერაში საუბრობს გეოინჟინერიისთვის განკუთვნილ ე.წ. ქიმტრეილებზე, რომლითაც, მისი თქმით, წამლავენ მოსახლეობას და გამოწვეულ დაავადებებს ვირუსებს აბრალებენ. 

სოლარული გეოინჟინერია

გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოს სოლარული გეოინჟინერიით და მისთვის განკუთვნილი ქემტრეილებით ხალხს წამლავენ, კონსპირაციული თეორიაა. ე.წ. ქიმტრეილები ვერ გამოიყენება გეონჟინერიისთვის, რადგან “ქიმტრეილი” არ არსებობს და ცაზე კვალი სინამდვილეში წყლის ორთქლის კრისტალიზირების შედეგია. რაც შეეხება, სოლარულ ინჟინერიას, ანგარიშებისა და სამეცნიერო დებატების მიღმა, აშშ-ის სოლარული გეოინჟინერიის პროგრამა დაწყებული არ აქვს, ვინაიდან მისი განხორციელებისთვის რისკები და ბენეფიტები საკმარისად არ არის შესწავლილი.

რას წერდა გარდიანი 2021 წელს?

2021 წლის მარტში გარდიანში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით “”მზის ჩაბნელება”: 100 მილიონ დოლარიანი გეოინჟინერიის კვლევითი პროგრამის შეთავაზება”. მასალის მიხედვით, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (NAS) რეკომენდაციას უწევს მზის გეოინჟინერიის კვლევითი პროგრამის შექმნას კლიმატის კრიზისის მოსაგვარებლად. პროგრამა ფოკუსირებული იქნება ინტერვენციების მიზანშეწონილობის, რისკებისა და ეთიკური მმართველობის ანალიზზე. რეპორტი  განიხილავს სოლარული გეოინჟინერიის სამ ტიპს, რათა მეტი სითბო გამოვიდეს დედამიწის ატმოსფეროდან: სტრატოსფეროში პაწაწინა ამრეკლავი ნაწილაკების შეყვანა მზის შუქის დაბლოკვის მიზნით; ნაწილაკების საშუალებით ოკეანის ღრულების არეკვლითი ფუნქციის გაძლიერება; მაღალი ღრუბლების გათხელება. მაგალითად, ბუნებაში ამ მოვლენის ანალოგია დიდი ვულკანური ამოფრქვევები, რომლებიც კლიმატის ცვლილებას არეგულირებენ ატმოსფეროში ნაწილაკების გადასვრით. კვლევითი პროგრამის მხარდამჭერები ამბობენ, რომ გლობალური დათბობის შესაჩერებლად ყველა მეთოდი უნდა განიხილოს მეცნიერმა, თუმცა კრიტიკოსები კოცენტრირდებიან პოტენციურ არასასურველ შედეგებზე, როგორიცაა სასოფლო-სამეურნეო მოსავლის გაფუჭება, გეპოლიტიკური რისკები და ა.შ. ანგარიში შექმნილია სამეცნიერო დებატების საფუძველზე და ნახსენებია, რომ ამ საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და პასუხისმგებლობის უნარის მქონე მმართველობა. აღსანიშნავია, რომ სტატიაში ჩამოთვლილ არასასურველ შედეგებში არ არის ნახსენები ქიმიკატები, მოწამვლა და დაავადებები. 

სოლარული გეოინჟინერია 4 წლის შემდეგ

2023 წლის ივნისში ამერიკის მთავრობამ გამოაქვეყნა სოლარული გეოინჟინერიის ანგარიში, რომელშიც საუბარია დედამიწის ატმოსფეროს გაგრილებისა და მზის რადიაციის მოდიფიკაციის მეთოდებზე და რისკებზე. ბაიდენის ადმინისტრაცია არ გეგმავს კვლევითი პროგრამის დაწყებას, თუმცა ანგარიში აღწერს სავარაუდო მეთოდების მონახაზს. კერძოდ, 1. სტრატოსფერული აეროზოლი – აფრქვევს გოგირდის დიოქსიდის ან სხვა ნივთიერების ნაწილაკებს ზედა ატმოსფეროში, დედამიწისგან მზის სხივების არეკვლის მიზნით. 2. ღრუბლების არეკვლის ფუნქციის გაუმჯობესება ზღვის მარილის ან სხვა ნივთიერების გამოყენებით. 

სოლარული გეოინჟინერია განიხილება, როგორც დროებითი და სარისკო ღონისძიება, რომელსაც, მართალია, ცხადი ბენეფიტები აქვს, თუმცა განხორციელებისთვის არ არის საკმარისად შესწავლილი.  კლიმატის ცვლილების ძირითადი მარეგულირებელი ისევ სათბურის გაზების ემისიების შემცირებაა. უნდა აღინიშნოს, რომ  როგორც აშშ, ასევე ევროკავშირი, ხაზს უსვამს, ამ თემაზე კვლევის ჩატარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას. ანგარიშებისა და სამეცნიერო დებატების მიღმა, ბაიდენის ადმინისტრაცია არ ახორციელებს სოლარულ გეოინჟინერიას.  2024 წლის 25 მარტის მოცემულობით, ღია წყაროებში აშშ-ის დაწყებულ პროგრამაზე ინფორმაცია არ იძებნება.  

რა არის ე.წ. ქიმტრეილი და რა შუაშია ის სოლარულ გეოინჟინერიასთან?

ქიმტრეილი კონსპირაციული თეორიაა, რომელიც თვითმფრინავების მიერ ცაში დატოვებულ კვალს ეხება. შეთქმულების მიხედვით, მთავრობა, პოლიტიკური ელიტები ან ორივე ერთად, ცაში საიდუმლო ტოქსიკურ ნივთიერებს უშვებს, რათა მოწამლონ ხალხი, გააკონტროლონ ამინდი ან დაეპატრონონ საზოგადოების გონებას. სინამდვილეში, ცაში დატოვებული კვალი ცნობილია, როგორც Contrail და წარმოიქმნება თვითმფრინავის ტურბინებიდან გამოტყორცნილი წყლის ორთქლის კრისტალიზირების შედეგად. აშშ-ის ჰაერისა და გარემოს დაცვის სააგენტოს ინფორმაციის მიხედვით, ე.წ. contrails საზოგადოების ჯანმრთელობას საფრთხეში არ აგდებს. 

ვრცლად ამ თემაზე იხილეთ:

წყაროს შესახებ

ფეისბუქ მომხმარებელს “ბოლო ჟამის ქრისტიანები” წარსულშიც არაერთხელ გავურცელებია ყალბი ინფორმაცია (1,2,3) , რომელსაც მითების დეტექტორი სისტემურად ამოწმებს.

tsqharo1 არის თუ არა კავშირში სოლარული გეოინჟინერია და ე.წ. ქიმტრეილები?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist