შეიარაღებული ამერიკელების პროტესტი თუ “სპუტნიკის” შეცდომაში შემყვანი სათაური?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

ფსდ
168
VIEWS

23 აპრილს sputnik-georgia.ru-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სათაურით “როგორ ითხოვენ შეიარაღებული ამერიკელები  კარანტინის მოხსნას“ (Как вооруженные американцы требуют снять карантин в США).

ვიდეოში ნაჩვენებია აშშ-ის ერთ-ერთ შტატში გამართული საპროტეტსო აქცია, რომლის მონაწილეებიც ხელისუფლებისაგან იზოლაციის წესების გაუქმებასა და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას ითხოვენ. ვიდეოს 0:48 წუთზე კომენტარს აქციის 2  შეიარაღებული მოქალაქე აკეთებს. ვიდეომასალის აღწერილობით ნაწილში დაკონკრეტებულია, რომ აქციის ზოგიერთი მონაწილე შეიარაღებული იყო. მიუხედავად ამისა, ვიდეოს სათაური მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ შეიარაღებულ აქციას მასშტაბური ხასიათი ჰქონდა.

მსგავსი სათაურით გამოქვეყნდა იგივე ვიდეო სპუტნიკის Youtube არხზეც.

"

რამდენიმე დღის წინ ამერიკის რამდენიმე შტატში კარანტინის გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციებზე შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, რომლებიც სახეებს ნიღბით იფარავენ. მართალია, ჟურნალისტების კითხვებზე ისინი აცხადებენ, რომ დამოუკიდებლები არიან, თუმცა The Independent-ის ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ შეიარაღებული დემონსტრანტების უაკნ მდგომ პირებს მიაკვლია. გამოცემა წერს, რომ აქციებზე მისვლის მოწოდებები Facebook ჯგუფებში ისმის და ამ ჯგუფებს 3 ძმა: ბენ, კრისტოფერ და აარონ დორები მართავენ. ძმები დორები მოქალაქეების მიერ იარაღის ტარების უფლების მომხრე აქტივისტები არიან.

სპუტნიკს სტატიის ვიზუალადაც მხოლოდ ორი შეიარაღებული პირის ფოტო და ვიდეო მასალა იყო გამოყენებული და არა ხალხმრავალი აქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist