საქინფორმის ფოტომანიპულაცია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1_0
22
VIEWS

25 აპრილს საინფორმაციო პორტალზე “საქინფორმი” გამოაქვეყნდა ინფორმაცია, სათაურით“ლტოლვილმა გერმანელი ქალი მისი ბოიფრენდის თვალწინ გააუპატიურა”. მასალაში ნათქვამია, რომ გერმანიაში, სიგაუს ნაკრძალში განელმა მიგრანტმა ბონის მკვიდრი ქალი კარვიდან ძალით გამოათრია და გააუპატიურა. ახალ ამბავს თან ერთვოდა ფოტოილუსტრაცია.

ფოტოს გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მასზე არა სიგაუს ნაკრძალში გაუპატიურებული ქალი, არამედ ტაილანდში, პატაიას ნაკრძალში მოკლული მამაკაცის ცხედარია ასახული.

ფოტომანიპულაცია

ფოტოს გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მასზე გამოსახულია არა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალი გერმანიაში, არამედ ამოუცნობი მოკლული მამაკაცის ცხედარი, რომელიც ტაილანდის საკურორტო ქალაქ პატაიაში საკუთარ მინდორში სომპორნ ბუნკომ იპოვა და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა. საქინფორმის მიერ გამოყენებული ფოტო რეალური ფოტოს მხოლოდ ფრაგმენტია (იხ. ფოტო)

"

საქინფორმის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული ახალი ამბის ქართულ ვერსიაში ამბის პირველწყარო არაა მითითებული. საქინფორმის რუსულ ვერსიაში კი იმავე სტატიაში აღნიშნულია რომ ახალი ამბავი Daily Mail – მა გაავრცელა.

საქინფორმმა ახალი ამბის ქართულ ვერსიაში მასალის პირველწყარო არ მიუთითა, ხოლო რუსულ ვერსიაში Daily Mail არის მოხსენიებული, რომელსაც აღნიშნულ ამბავზე სულ სხვა ფოტო აქვს გამოყენებული.

"

ფოტო: საქინფორმის მასალის ქართულენოვანი და რუსულენოვანი ვერსიები.

Daily Mail -ის 9 აპრილს გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, მიგრანტმა განადან სიგაუს ნაკრძალში 23 წლის ქალი თავისი ბოიფრენდის თვალწინ გააუპატიურა. Daily Mail-ამბავს სიგაუს ნაკრძალის ამსახველი ზოგადი ფოტო დაურთო.

"

ფოტო: Daily Mail – ის 9 აპრილის მასალის ფოტო

საქინფორმის რუსულენოვანი მასალის და ფოტომანიპულაციის იდენტური წყაროები რუსულ მედიაში

10 აპრილს, რუსულმა მედიასაშუალებამ Комсомольская Правда-მ გამოაქვეყნა საქინფორმის რუსულენოვანი სტატიის ანალოგიური ტექსტი სხვა ფოტოთი.

"

ფოტო: Комсомольская Правда-ს 10 აპრილის მასალა

11 აპრილს, რუსულმა ვებსაიტმა Pure-t.ru-მ, Комсомольская Правда-ს 10 აპრილის მასალა პირველწყაროდ გამოიყენა და ამბის ბოლოს საქინფორმის მიერ გამოყენებული ფოტო დაურთო. საქინფორმმა აღნიშნული ამბავი ფოტომანიპულაციით 25 აპრილს გამოაქვეყნა.

"

ფოტო: რუსული ვებსაიტის Pure-t.ru-ს 11 აპრილის მასალაში გამოყენებული ფოტო

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist