საქინფორმი

ქართული საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმი” 2010 წელს დაარსდა. იგი 4 სხვადასხვა დომეინს მოიცავს, მათ შორის: SAQINFORM.GE, RU.SAQINFORM.GE, GRUZINFORM.GE, RU.GRUZINFORM.GE;

საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმის” 100%-იანი წილის მფლობელი 2013 წლიდან გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია.

ხიდირბეგიშვილისა და თავად გამოცემის ელექტრონული ფოსტის მისამართები Mail.ru-ზეა რეგისტრირებული ([email protected]; [email protected]😉 

„საქინფორმის“ დომეინი პრორუსული ორიენტაციის ორგანიზაციის „ისტორიული მემკვიდრეობის“ ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული, რომელიც „საქართველო და მსოფლიოსაც“ ფლობს.

შინაარსობრივი თვალსაზრისით, “საქინფორმი” და “საქართველო და მსოფლიო” ხშირად ავრცელებენ ერთმანეთის სტატიებს. მათ მასალებში ხშირად გვხვდება ანტიდასავლურ პროპაგანდისტული გზავნილები, ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები და მათი ნარატივები ძირითადად კრემლისტური მესიჯების იდენტურია.  “საქინფორმი” ხშირად აქვეყნებს კრემლის პროპაგანდისტული მედიების Newsfront, Sputnik, ria.ru და regnum.ru-ს მასალებს. 

არნო ხიდირგებიშვილი კრემლის მედია სპუტნიკ საქართველოს ავტორიცაა და მას, ასევე, ხშირად ციტირებს გაზეთი “ასავალ-დასავალი”, რომელიც ღიად გაცხადებულ ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის, აგრეთვე, ანტიდასავლური სენტიმენტების შემცველ კონტენტს.

ხიდირბეგიშვილის სახელით Facebook-ზე ორი ანგარიში არსებობს (პირველი, მეორე).

 

ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist