საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

827
VIEWS

27 ივნისს სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელდა ინფორმაცია (1;2;3;4;5;6), რომლის მიხედვითაც საქართველოსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის 26 ივნისს გამართული მატჩის დასრულების შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა: “რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ დღეს ჩვენ ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელსაც შეუძლია გახდეს ჩემპიონი”. 

ronaldo საქართველო-პორტუგალიის საფეხბურთო მატჩის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს გაყალბებული ციტატა ვრცელდება

სოციალურ ქსელში ფეხბურთელის გაყალბებული ციტატა ვრცელდება. რონალდუს ეს ციტატა ღია წყაროებით არ იძებნება. მატჩის შემდეგ ფეხბურთელს ოფიციალური კომენტარი  არ გაუკეთებია. 

26 ივნისს საქართველოსა და პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის ევროპის ჩემიონატის ეგიდით გაიმართა ჯგუფური ეტაპის შეხვედრა, რომელიც საქართველოს გამარჯვებით, ანგრიშით 2:0, დასრულდა. ამ შედეგით, ტურნირის დებიუტანტმა მერვედფინალში ასპარეზობის უფლებაც მოიპოვა.  

პორტუგალიელთა შემადგენლობაში 65 წუთი ითამაშა ლეგენდარულმა კრიშტიანუ რონალდუმ. რონალდუმ მატჩის მსვლელობის განმავლობაში მრავალჯერ გამოხატა ბრაზი და უკმაყოფილება პორტუგალიის ნაკრების წარუმატებელი მატჩის გამო (1;2). შესაძლოა, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ მას მატჩის შემდგომ კომენტარი არ გაუკეთებია. “მითების დეტექტორმა” ინგლისურ და პორტუგალიურ ენებზე სცადა ფეისბუქზე გავრცელებული ციტატის მოძიება, თუმცა ის ღია წყაროებში არ იძებნება, მათ შორის, არც ქართული და პორტუგალიური სპორტული მედიის ვებ-საიტებზე (1;2;3;4). 

27 ივნისს გავრცელდა არაერთი პორტუგალიელის ინტერვიუ მატჩის შედეგთან დაკავშირებით, თუმცა რონალდუ მათ შორის არ ფიგურირებდა. აღსანიშნია, რომ მასზე ისაუბრა მანჩესტერ სიტისა და პორტუგალიის ნაკრების შემტევმა, ბერნარდო სილვამ და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ კრიშტიანუს წაგება არ უყვარს და შედეგით ძალიან ნაწყენია. 

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ლიდერმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რონალდუ მას თამაშის დაწყებამდე შეხვდა და წარმატებები უსურვა, მატჩის შემდგომ კი თხოვნა შეუსრულა და მაისური გადასცა. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “ნიკოლოზ კობერიძე” დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

ფეისბუქ-მომხმარებელ Levan Tavdishvili მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ გადაუმოწმებია.

“მითების დეტექტორს” ასევე მრავალჯერ აქვს გადამოწმებული ფეისბუქ-მომხმარებელ ხატია ჯანაშიას მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist