საიუბილეო ცხარე ბურგერი პუტინისათვის რუსული მედიის Fake აღმოჩნდა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

1727
69
VIEWS

The Guardian– ის ცნობით, 7-8 ოქტომბერს,  რუსეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი მედიასაშუალებებში ყალბი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს  ნიუ იორკში მდებარე მექსიკურმა რესტორანმა Lucy’s Cantina Royale – ვლადიმირ პუტინის 65-ე დაბადების დღის აღსანიშნავად სპეციალური ცხარე ბურგერი დაამზადა.

"

სატელევიზიო ქსელ Russia Today-ს მფლობელობაში მყოფი პორტალ Ruptly-ს მიერ დამზადებულ ვიდეო რგოლში, ნიუ იორკში მდებარე მექსიკურ რესტორან Lucy’s Cantina Royale-ს მიმტანი გოგონა 5 სართულიანი  ბურგერის შესახებ ყვება, რომელიც ზუსტად 1, 952 გრამს იწონის. აღნიშნული რიცხვი სიმბოლურია, რადგან  ვლადიმირ პუტინის დაბადების წელს აღნიშნავს.

„ჩვენ გვჯერა რომ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი გამორჩეული პოლიტიკოსი და ისტორიული ფიგურაა“

აცხადებს ბარმენი გოგონა, რომელიც რუსულმა ტელევიზიებმა სხვადასხვა სახელებით ტამარა, ტატიანა, დარია –  მოიხსენიეს.  ამჟამად, ვიდეო პორტალ Ruptly-ზე  ხელმისაწვდომი აღარაა. კიდევ ერთმა სამთავრობო მედია Tass-მა კი ამბის დასტურად, რესტორნის მენეჯერ ტედ ბრაიანტის სიტყვები მოიყვანა,  რომლის თქმითაც, პუტინი ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, ვისი დაბადების დღეც რესტორანმა სპეციალური ბურგერით იზეიმა.

ამბავი რუსმა ჟურნალისტმა ალექსეი კოვალევმა გადაამოწმა, რომელიც Lucy’s Cantina Royale-ს დაუკავშირდა. რესტორნის ბარმენის თქმით, ისტორიას მათთან არანაირი კავშირი არ აქვს. იგივე დაადასტურა Lucy’s Cantina Royale-ს წარმომადგენელმა შონ რაიანმა The Guardian – ისთვის მიწერილ წერილში:

„ ჩვენს რესტორანს არასდროს აღუნიშნავს ვლადიმირ პუტინის დაბადების დღე რაიმე ფორმით და არასდროს შეუთავაზებია მომხმარებლისთვის პუტინის ბურგერი“.

რაიანის განმარტებით, მათ არასდროს ყოლიათ მენეჯერი სახელით და გვარით ტედ რაიანი, ხოლო ბარმენი გოგონა, რომელიც Ruptly-ს ვიდეოში ვლადიმირ პუტინის შესახებ საუბრობს მათი თანამშრომელი არაა.  შონ რაიანის თქმით, მომხდარის შესახებ ის უკვე ესაუბრა რესტორნის ადვოკატებს.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist