საიდან მოდის ვატიკანის სახელი და აქვს თუ არა კავშირი ეტრუსკულ მიწისქვეშეთის ღვთაებასთან?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.5k
VIEWS

31 მაისს ფესბუქზე გავრცელდა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ვატიკანის სახელი ეტრუსკული მიწისქვეშეთის ქალღმერთის, ვატიკასგან მომდინარეობს. პოსტის მიხედვით სახელი ვატიკანი არც ბერძნულია და არც ლათინური და კავშირი არ აქვს ბიბლიასთან.

თითქმის იდენტური პოსტი 2022 წლის 13 აგვისტოსაც გამოქვეყნდა. მსგავსი შინაარსის პოსტები ვატიკანის სახელსა და ეტრუსკული მიწისქვეშეთის ქალღმერთის სახელს შორის კავშირის შესახებ 2020 წელსაც ვრცელდებოდა. ერთ-ერთი პოსტი წყაროდ ancientpages.com-ს უთითებდა.

2019 წელს ფეისბუქ გვერდზე Institute of Alternative History and Archaeology ინგლისურ ენაზე მსგავსი შინაარსის პოსტი გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ვატიკანის სახელი ეტრუსკული მიწისქვეშეთის ქალღმერთ ვატიკასგან წარმოსდგება. ფეისბუქ გვერდს საკუთარ ვებ-მისამართად iaha.ru აქვს მითითებული, რომელიც ამჟამად მიუწვდომელია.

fhfhh საიდან მოდის ვატიკანის სახელი და აქვს თუ არა კავშირი ეტრუსკულ მიწისქვეშეთის ღვთაებასთან?

რეალურად, ვატიკანის სახელი Ager Vaticanus-დან მომდინარეობს, რასაც ამ ტერიტორიას რომაელები უწოდებდნენ. რომაული სახელის წარმოშობაზე რამდენიმე განსხვავებული ვერსია არსებობს. ზოგიერთი ისტორიკოსი მას ამ ტერიტორიაზე წარსულში მდებარე ეტრუსკულ დასახლება ვატიკუმს უკავშირებს, ზოგიერთი გადმოცემით კი სახელი რომაულ ღვთაებას, ვატიკანუსს/ვაგიტანუსს უკავშირდება, რომელიც არა მიწისქვეშეთის, არამედ ახალშობილთა პირველი ტირილის მფარველად ითვლებოდა. რაც შეეხება მიწისქვეშეთის ეტრუსკულ ღვთაება ვატიკას, მისი არსებობის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია სამეცნიერო წყაროებში არ მოიპოვება.

ვებ-გვერდზე ancientpages.com ელენ ლოიდის სახელით გამოქვეყნებულ სტატიაში მართლაც საუბარია შესაძლო კავშირზე ვატიკანსა და ეტრუსკულ ღვთაებას შორის, თუმცა სტატიის ავტორი არ ამტკიცებს, რომ ვატიკანის სახელწოდება სწორედ ამ ქალღმერთის სახელისგან მომდინარეობს. ავტორის თქმით, მკვლევრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ვატიკანის სახელის წარმომავლობა ეტრუსკებს უკავშირდება, თუმცა ნაწილი სხვა ახსნას გვთავაზობს, მათ შორის ლათინურ წარმოშობას. სტატიის ავტორს ამ თეორიების წყაროები მითითებული არ აქვს.

Screenshot 1 საიდან მოდის ვატიკანის სახელი და აქვს თუ არა კავშირი ეტრუსკულ მიწისქვეშეთის ღვთაებასთან?

სახელი ვატიკანი იმ ტერიტორიის რომაული სახელწოდებიდან მომდინარეობს, რომელზეც ამჟამად ვატიკანის ქალაქ-სახელმწიფო მდებარეობს – Ager Vaticanus ერქვა ბორცვს და მის მიმდებარე ტერიტორიას მდინარე ტიბრის დასავლეთ სანაპიროზე. ტერიტორიის რომაული სახელის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. დანიელი ისტორიკოსის, ბერტოლდ ნიბურის მიხედვით, სახელი ამ ტერიტორიაზე მდებარე ძველ ეტრუსკულ დასახლებას, სახელად ვატიკუმს უკავშირდება. რომაელი ავტორი მარკუს ტერენციუს ვარონი ამტკიცებდა, რომ სახელი ამ მიწების მფარველი ღვთაებისგან მომდინარეობდა, რომელიც წინასწარმეტყველური ძალების მომნიჭებელიც იყო და მისი სახელი, ვატიკანუსი წარმოდგებოდა ფუძიდან vagire. ეს ზმნა ლათინურში ტირილის აღმნიშვნელია და ზოგიერთი წყაროს მიხედვით ღვთაება ვაგიტანუსი ერთ-ერთი იყო შობადობასთან დაკავშირებული მრავალრიცხოვანი ღვთაებებიდან და ახალშობილის პირველ ტირილს მფარველობდა.

რაც შეეხება ქალღმერთ ვატიკას, რეალურად, არ არსებობს დადასტურებული ცნობა იმის შესახებ, არსებობდა თუ არა ეტრუსკული მიწისქვეშეთის ღვთაება ვატიკა. ღია წყაროებში არ იძებნება დადასტურებული ინფორმაცია ქალღმერთის არსებობის და მისი ეტრუსკულ წყაროებში მოხსენიების შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს საკმაოდ გავრცელებულ მითს წარმოადგენს წარმართული რიტუალებითა და ფოლკლორით დაინტერესებულ პირებში. მაგალითად, ფრიბურის უნივერსიტეტის ლექტორი და მკვლევარი კატრი რატია აღწერს ე.წ. ცისარტყელას ოჯახის ტომს, ადამიანების ჯგუფს, რომლებიც დროებით უკაცრიელ ადგილებში იკრიბებიან და ოკულტიზს მისდევენ. რატიას მიხედვით ამ ჯგუფებში არაერთი შეთქმულების თეორიაა გავრცელებული ვატიკანის შესახებ და მათ შორის არის სახელის წარმომავლობის მიწისქვეშეთის ეტრუსკულ ქალღმერთ ვატიკასთან დაკავშირება.

ეტრუსკების მითოლოგია უმეტესწილად შემორჩენილია სხვადასხვა ჭურჭელზე, ყუთებზე, სარკეებსა და სარკოფაგებზე გამოსახული და აღწერილი სცენებიდან. ეტრუსკული ღმერთების პანთეონში ბერძნული და რომაული ღმერთების ეტრუსკული ექვივალენტები შედიოდნენ. მაგალითად, ზევსის/იუპიტერის ეტრუსკული ექვივალენტია ტინი, ჰერა/ჯუნოს ექვივალენტი კი უნი. ეტრუსკულ ღმერთებს შორის ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია ვატიკას შესახებ. რაც შეეხება მიწისქვეშეთის ღმერთის, ჰადესის/პლუტოს შესატყვისს ეტრუსკულ რელიგიაში, ისტორიკოს ნენსი ტომსონ დე გრამონდის მიხედვით, მას აიტა ეწოდებოდა.

ფოტომანიპულაციები

ancientpages.com-ის სტიატიაში არ გვხვდება ის ფოტოები, რომლებსაც ფეისბუქ მომხმარებლები აქვეყნებენ და ქალღმერთ ვატიკას გამოსახულებას მიაწერენ. რეალურად, ამ ფოტოებზე სხვადასხვა ეტრუსკული და იბერიული ფიგურებია გამოსახული, თუმცა ქალღმერთ ვატიკას არცერთი წარმოადგენს.

Screenshot 2 2 საიდან მოდის ვატიკანის სახელი და აქვს თუ არა კავშირი ეტრუსკულ მიწისქვეშეთის ღვთაებასთან?
ძვ. წ. მე-5 საუკუნის ეტრუსკულ-ლათინური დეკორაცია ქალღმერთ ჯუნოს გამოსახულებით. წყარო: ბერლინის ეროვნული მუზეუმები
Screenshot 3 3 საიდან მოდის ვატიკანის სახელი და აქვს თუ არა კავშირი ეტრუსკულ მიწისქვეშეთის ღვთაებასთან?
დამა დე ელჩე, ძვ. წ. მე-5-მე-4 საუკუნეების იბერიული ქანდაკება, რომლის ვინაობაც ცნობილი არაა. წყარო: ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, ესპანეთის კულტურის სამინისტრო
Screenshot 4 3 საიდან მოდის ვატიკანის სახელი და აქვს თუ არა კავშირი ეტრუსკულ მიწისქვეშეთის ღვთაებასთან?
წყვილის სარკოფაგი, ძვ. წ. 530-520 წლები. წყარო: იტალიის ეროვნული ეტრუსკული მუზეუმი

 

Screenshot 5 2 საიდან მოდის ვატიკანის სახელი და აქვს თუ არა კავშირი ეტრუსკულ მიწისქვეშეთის ღვთაებასთან?
ახალგაზრდა ეტრუსკი ქალი, ძვ. წ. მე-4-მე-3 საუკუნეები. წყარო: მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი
Screenshot 6 1 საიდან მოდის ვატიკანის სახელი და აქვს თუ არა კავშირი ეტრუსკულ მიწისქვეშეთის ღვთაებასთან?
ძვ. წ. 150-140 წლებით დათარიღებული სარკოფაგი რომელიც ეტრუსკ დიდგვაროვან ქალს, Seianti Hanunia Tlesnasa-ს ეკუთვნის. წყარო: ბრიტანული მუზეუმი

არქივის ბმულები: 12


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ვატიკანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist