საიდან იღებს სათავეს მითი კაცად შენიღბულ რომის პაპ იოანასა და პაპის შემოწმების ტრადიციაზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

79
VIEWS

2021 წლის 11 აპრილს ფეისბუქ გვერდზე “ყველაფერი მედიცინაზე” გამოქვეყნდა პოსტი, რომლის მიხედვითაც, რომის ყველა ახალ პაპს სასქესო ორგანოს უმოწმებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ის ნამდვილად მამაკაცია. პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელ საეკლესიო ტანსაცმელით შემოსილი ერთი მამაკაცი მეორეს სასქესო ორგანოს უმოწმებს. აღწერის მიხედვით, ეს ტრადიცია რომის კათოლიკურ ეკლესიაში სათავეს მეცხრე საუკუნიდან იღებს, როცა “პაპებს შორის ქალი “გაეპარათ.” ტექსტის მიხედვით, 855 წელს რომის პაპი კაცად შენიღბული ქალი “პაპესა იოანა” გახდა. ის, რომ ახალი პაპი კაცი არ იყო, 857 წლის 20 ნოემბერს გამოვლინდა, როცა მას ლიტურგიის დროს მშობიარობა დაეწყო და ბავშვი გააჩინა. აღწერის მიხედვით, ქალი და ახალშობილი “იმ წამსვე ჩაქოლეს.”

იდენტური ფოტო და ტექსტი უფრო ადრე ინტერნეტპორტალზე intermedia.ge გამოქვეყნდა.

papis shemotsmeba საიდან იღებს სათავეს მითი კაცად შენიღბულ რომის პაპ იოანასა და პაპის შემოწმების ტრადიციაზე?

მტკიცება იმის შესახებ, რომ რომის პაპს კურთხევამდე სასქესო ორგანოებს უმოწმებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ის მამაკაცია, მცდარია და სათავეს ქალი პაპის შესახებ არსებული მრავალსაუკუნოვანი მითიდან იღებს. 

რომის პაპის არჩევისა და დამტკიცების თანამედროვე ოფიციალური პროცედურებისა და წესების ჩამონათვალში არაფერია ნათქვამი პაპის სპეციალური სკამის ან სასქესო ორგანოს შემოწმების შესახებ. თუმცა მტკიცება იმის შესახებ, რომ პაპად კურთხევამდე პონტიფიკოსის მამაკაცობაში დარწმუნება აუცილებელი იყო, სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს, როცა პაპი/პაპესა იოანას შესახებ ლეგენდა პირველად გამოჩნდა. 

ქალი პაპის შესახებ მითი შუა საუკუნეებში საკმაოდ გავრცელებული იყო, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ლეგენდა ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში ფრანგმა პროტესტანტმა მღვდელმა და ისტორიკოსმა დავიდ ბლონდელმა უარყო. მის 1647 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში ის ამტკიცებდა, რომ “პაპესა იოანა” არ არსებობდა. 

ქალი პაპის შესახებ მითის ყველაზე გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ის კათოლიკურ ეკლესიას 855-857 წლებში მართავდა. რეალურად, 855-859 წლებში ამ თანამდებობას, ბენედიქტ III იკავებდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალი პაპის არსებობის შესახებ გავრცელებული ლეგენდები განსხვავდება და მას სხვადასხვა პერიოდში ცხოვრებას მიაწერენ, თუმცა მკვლევრები ძირითადად თანხმდებიან, რომ ლეგენდის წარმოშობა და გავრცელება პაპის ინტიტუტის მოწინააღმდეგეებთან უნდა იყოს დაკავშირებული და სათავეს მე-13 საუკუნიდან იღებდეს, როცა ამჟამად საფრანგეთის ქალაქ მეცის საისტორიო ქრონიკაში ქალი პაპის შესახებ ჩვენამდე მოღწეული პირველი წერილობითი მოკლე ჩანაწერი გამოჩნდა. ტექსტში ეწერა, რომ ინფორმაცია დაუზუსტებელი იყო, ამასთანავე დასახელებული არ იყო პაპის დაბადების ადგილი და მოღვაწეობის თარიღი. 

ნოტრ-დამის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა თომას ნობლმა “პაპი იოანას” შესახებ ჩატარებულ თავის კვლევაში აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი საისტორიო წყარო, რომელიც ლეგენდის ნამდვილობას დაადასტურებს, თუმცა ის, რომ საუკუნეების განმავლობაში მითი ფართოდ ვრცელდებოდა იმის დამსახურებაა, რომ სხვადასხვა დროს ქალი პაპის შესახებ საუბარს სხვადასხვა დანიშნულება ჰქონდა. მკვლევრის მიხედვით, შუა საუკუნეებში, ანუ მაშინ როცა იოანას შესახებ ინფორმაცია წერილობითი სახით პირველად გამოჩნდა, მას ძირითადად ადრეული პროტესტანტები კათოლიკური ეკლესიის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ. განმანათლებლობის ეპოქაში კი იოანას ბედი შუა საუკუნეების ეპოქის ჩამორჩენილობას განასახიერებდა. თანამედროვეობაში ეს ისტორია მაყურებლებს და მკითხველებს ჯერ კიდევ იზიდავს. 

ახლანდელი რომის პაპის ფრანცისკეს შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია მითების დეტექტორმა წარსულში არაერთხელ გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ვატიკანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist