რა კონსპირაციები მოჰყვა სიქსტის კაპელაში სამების საპატრიარქო გუნდის გამოსვლას?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

446
VIEWS

29 ივნისს ფეისბუქ მომხმარებელმა თიკო თურმანიძემ რომის პაპის ფრანცისკე II-ს შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. აღწერაში ავტორი სამების მგალობელთა გუნდის მიერ პაპისთვის გალობას აკრიტიკებს და წერს, რომ მართლმადიდებლებმა გალობით “ქრისტიანი ბავშვების სისხლის მსმელები” დაატკბეს. პოსტს თან რამდენიმე ფოტო ერთვის. ზოგიერთ ფოტოზე ჩანს, რომ პაპი სხვადასხვა ადამიანს კოცნის, შემდეგ ფოტოებზე პაპი ხელით სამ თითს აჩვენებს. რამდენიმე ფოტოზე კი პაპი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთადაა გამოსახული და მათ მსგავსად თვალის გარშემო ჩალურჯებები აქვს. ერთ-ერთ ფოტოს აწერია, რომ ეს საიდუმლო რიტუალების შედეგია და ყველა ერთ დიდ კლუბშია გაერთიანებული. 

პოსტის მტკიცებები “ქრისტიანი ბავშვების სისხლის სმისა” და საიდუმლო რიტუალებში მონაწილეობის გამო ჩალურჯებული თვალების შესახებ კონსპირაციულია. რეალურად, პაპს თვალი კოლუმბიაში ვიზიტის დროს ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაუზიანდა და დაზიანების მომენტი საჯარო ვიდეოებშიცაა ასახული. ხოლო პოსტში გამოყენებული პაპის კოცნის ერთ-ერთი ფოტო მთლიანად გამოგონილია და “ბენეტონის” კამპანიის პოსტერს წარმოადგენს, სხვა ფოტოში კი პაპი ხელით ნიშანს “მე შენ მიყვარხარ” აჩვენებს. 

  • “ბენეტონის” კამპანია, შეხვედრა ჰოლოკოსტს გადარჩენილებთან და ფეხთბანვის რიტუალში ქალების მონაწილეობა – სად და როდისაა გადაღებული პაპის კოცნის ფოტოები?

პოსტში გამოყენებული პირველი კოლაჟის ერთ-ერთი ფოტო რეალური არაა და ტანსაცმლის ბრენდის “ბენეტონის” 2011 წლის კამპანიის Unhate-ის ნაწილს წარმოადგენს. კამპანია სიძულვილს უპირისპირდებოდა და მის ფარგლებში ერთმანეთთან იდეოლოგიურად, რელიგიურად თუ პოლიტიკურად დაპირისპირებული სხვააფასხვა იდენტობის ადამიანების კოცნის გამოსახულებებს აქვეყნდებდა. კამპანიის ერთ-ერთი პოსტერი მაშინდელი რომის პაპის ბენედიქტე XVI-სა და კაიროს ალ-აზჰარის მეჩეთის იმამის აჰმად მუჰამად ალ-ტაიბის კოცნას ასახავს. 

კამპანიის ფარგლებში ბარაკ ობამასა და უგო ჩავესის, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების კოცნის პოსტერებიც შეიქმნა. 

რაც შეეხება ფოტოს პაპის კოცნის დანარჩენ ფოტოებს, ერთ-ერთი მათგანი, სადაც ჩანს, რომ პაპი კიპათი შემოსილ ებრაელ ასაკოვან მამაკაცს ხელზე კოცნის, დეზინფორმაციის საგანი წარსულშიც გახდა. 

მაშინდელი ყალბი აღწერების მიხედვით, პაპი ხელზე დევიდ როკფელერსა და ჯონ როტშილდს ემთხვია. თუმცა რეალურად, ფოტო 2014 წლის მაისში პაპის ისრაელში ვიზიტის დროსაა გადაღებული. პაპი მაშინ იად ვაშემის ჰოლოკოსტის მუზეუმს ეწვია და ჰოლოკოსტს გადარჩენილ ებრაელებს შეხვდა. კონკრეტულად ამ ფოტოში, აღწერის მიხედვით, ის ხელს ერთ-ერთ გადარჩენილს – ელიზერ გრინფელდს ართმევს. 

პოსტში გამოყენებული კიდევ ერთი ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ პაპი ქალს ფეხზე კოცნის, 2016 წელსაა გადაღებული. 

სწორედ ამ წელს ფრანცისკე II-ს გადაწყვეტილებით, ვნების კვირის დიდ ხუთშაბათს სახარებისეულ ფეხთბანვის რიტუალში ქალების მონაწილეობაც ნებადართული გახდა. აღნიშნული ფოტო სწორედ ამ რიტუალის აღსრულებას ასახვს. რიტუალი პირველად იესო ქრისტემ აღასრულა, როცა ხუთშაბათს თავმდაბლობის ნიშნად საკუთარ 12 მოციქულს ფეხები დაბანა. რიტუალი როგორც კათოლიკურ, ისე მართლმადიდებლურ ეკლესიებში საუკუნეებია სრულდება. 

  • ნიშანი “მე შენ მიყვარხარ” – რას აჩვენებს პაპი სამი თითით?

პოსტში გამოყენებულ ორ ფოტოზე პაპი ხელის მოძრაობით სამ თითს აჩვენებს. 

ამ ნიშანთან დაკავშირებით სხვადასხვა დამოკიდებულება არსებობს. დამკვიდრებული მოსაზრებით, ორი აწეული თითი რქებს გამოხატავს, ნიშანი როკ მუსიკის სიმბოლოდაც იქცა. თუმცა ხელის ეს მოძრაობა ამერიკულ ჟესტების ენაში ნიშნავს “მე შენ მიყვარხარ.” 

ფოტო: Lingvano

სიმბოლო ამ მნიშვნელობით ფილიპინებშიც გამოიყენება.  აღნიშნული ფოტოები პაპის ფილიპინებში ვიზიტის დროსაა გადაღებული.

ფრანცისკე მეორე მანილას არქიეპისკოპოს ლუის ანტონიო ტეგლესთან ერთად აუდიტორიაში შეკრებილ ადამიანებს ხელის ამ მოძრაობით შეხვდა.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა – როდის დაუზიანდა პაპს თვალი?

რაც შეეხება კონსპირაციულ მტკიცებას ჩალურჯებული თვალების შესახებ, პოსტში გამოყენებულია რამდენიმე ფოტო, სადაც ჩანს, რომ პაპს და სხვა ცნობილ ადამიანებს ცალი თვალი ჩალურჯებული აქვთ. კონსპირაცია იმის შესახებ, რომ ცალი თვალის ჩალურჯება საიდუმლო რიტუალში მონაწილეობაზე მიანიშნებს, წლებია ვრცელდება. რეალურად, თაკო თურმანიძის პოსტში გამოქვეყნებული თვალჩალურჯებული პაპის ყველა ფოტო მისი კოლუმბიაში 2017 წლის ვიზიტის შემდეგაა გადაღებული. ამ ვიზიტის ტროს მანქანით გადაადგილების დროს ფრანცისკე II-მ წონასწორობა დაკარგა და მანქანის სარკეს დაეჯახა, რის შედეგადაც თვალი და წარბი დაიზიანა. ინციდენტის ამსახველ ვიდეოებში დაზიანების მიღების მომენტი ჩანს. 

აღსანიშნავია, რომ რომის პაპის შესახებ ამ კონსპირაციული მტკიცებების გავრცელებას წინ 26 ივნისს ვატიკანში სიქსტის კაპელაში სამების  ტაძრის საპატრიარქო გუნდის გამოსვლა უძღოდა. კონცერტს რომის პაპიც ესწრებოდა. ღონისძიების გამო საპატრიარქო სხვადასხვა ჯგუფმა გააკრიტიკა, მათ შორის მართლამდიდებელ მშობელთა კავშირმაც, მმკ-ს წარმომადგენლის დავით ისაკაძის განცხადებით, რომში საპატრიარქოს გუნდის გაგზავნა უგუნურება იყო. მმკ წარსულში ანტიკათოლიკური გზავნილებით გამოირჩეოდა. ორგანიზაციის წარმომადგენლები წლებია ანტიკათოლიკურ გზავნილებს ავრცელებენ. მმკ 2016 წელს პაპი ფრანცისკეს საქართველოში ვიზიტსაც აპროტესტებდა.  

საინტერესოა ისიც, რომ სიქსტის კაპელაში სამების გუნდის გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა კარდინალი ჯოვანი ბატისტას ციტატა, თითქოს ის ქართველების გალობით იმდენად მოიხიბლა, რომ საქართველოს არმიღების შემთხვევაში ევროკავშირს ანათემას გადასცემდა. ციტატა გამოგონილი იყო და სატირული შინაარსს ატარებდა, თუმცა სხვადასხვა მომხმარებელი მას რეალურად ავრცელებდა, ვრცლად იხილეთ:

რომის პაპ ფანცისკე II-სთან დაკავშირებული არაერთი დეზინფორმაცია და კონსპირაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა:

შეთქმულების თეორიები ქრისტიანი ბავშვების სისხლის სმის შესახებ წლებია ვრცელდება და ფაქტობრივ მტკიცებულებებს არ ემყარება, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ვატიკანი, კოლუმბია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist