თქვა თუ არა რომის პაპმა, რომ ის რუსების ცოდვების შემსუბუქების პროცესს შეაჩერებს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

8.7k
VIEWS

11 მარტს Facebook ჯგუფში Новости Эстонии, მომხმარებელმა Lucy Ivashina-მ რომის პაპის ფრანცისკე I-ის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე დატანილია წარწერა, რომლის თანახმადაც, პაპმა ფრანცისკმა განაცხადა, რომ კათოლიკური ეკლესია რუსი ხალხის ცოდვების შემსუბუქების პროცესს აჩერებს. (“Папа Франциск сообщил, что католическая церковь приостанавливает отпуск грехов россиянам”)

Screenshot 3 8 თქვა თუ არა რომის პაპმა, რომ ის რუსების ცოდვების შემსუბუქების პროცესს შეაჩერებს?

პაპი ფრანცისკეს გავრცელებული განცხადება გამოგონილია და არც ერთ ოფიციალურ წყაროში არ იძებნება. ფოტო აღნიშნული წარწერით პირველად იუმორისტულ პორტალზე გამოქვეყნდა.

გუგლის საძიებო სისტემაში ფოტოს რევერსული ძებნის შედეგად აღმოჩნდა, რომ რომის პაპის იდენტური ფოტო, იდენტური წარწერით 11 მარტს, რუსულ კომიკურ პორტალზე idaprikol.ru-ზე გამოქვეყნდა. 

Screenshot 4 7 თქვა თუ არა რომის პაპმა, რომ ის რუსების ცოდვების შემსუბუქების პროცესს შეაჩერებს?

Idaprikol.ru მიმებისთვის განკუთვნილი პორტალია, სადაც მხოლოდ ფოტოების გაზიარებაა შესაძლებელი. ვებ-გვერდი სიახლეებიის გაიზაირებისთვის არაა განკუთვნილი, შესაბამისად, გამოქვეყნებული ფოტოები იუმორისტულია და რეალობას შესაძლოა არ ასახავდეს.

ამასთან, რომის პაპის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადება არც საერთაშორისო მედიაში და არც ვატიკანის ოფიციალურ ვებ- გვერდზე, რომელზეც პაპის სხვა განცხადებებია გამოქვეყნებული, არ იძებნება.

რა თქვა რომის პაპმა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით?

უკრაინაში საომარი მოქმედებები 24 თებერვალს დაიწყო, ვატიკანის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კი რომის პაპის პოზიცია ომთან დაკავშირებით 25 თებერვალს უკვე გამოქვეყნდა. პაპმა პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პირებს, მოუწოდა,  “სერიოზულად დაფიქრდნენ საკუთარ სინდისზე ღმერთის წინაშე, რომელიც არის მშვიდობის ღმერთი და არა ომის“. საკუთარი შეშფოთების გამოსახატავად პაპი 25 თებერვალს რუსეთის საელჩოშიც მივიდა. 

2 მარტს, პაპმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და პოლონელ ხალხს საზღვრის გაღებისთვის მადლობა გადაუხადა. 

„თქვენ პირველები ხართ, ვინც უკრაინას მხარი დაუჭირა, გახსნას საზღვრები, გული და სახლის კარი უკრაინელებისთვის, რომლებიც ომს გაურბიან. თქვენ გულუხვად სთავაზობთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, რათა მათ შეძლონ ღირსეულად ცხოვრება, მიუხედავად დრამატული მომენტისა. ღრმად მადლობელი ვარ და გულით გლოცავთ“, – განაცხადა რომის პაპმა.

ფრანცისკე I-მა კიდევ ერთი განცხადება 13 მარტს გააკეთა, სადაც თქვა, რომ „მიუღებელი შეიარაღებული აგრესია“ და „ხოცვა“ უნდა შეწყდეს. მან ქალაქ მარიუპოლს “წამებული ქალაქი” უწოდა  და კვლავ მოუწოდა მხარეებს “ჭეშმარიტად უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნების” შექმნისკენ, რათა მოსახლეობას ევაკუაციის შესაძლებლობა მიეცეს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პაპი თავის განცხადებებში რუსეთს არ ახსენებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

 

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist