სად არის ზღვაში მოცურავე ვეშაპების ვიდეო გადაღებული, რომელსაც ბათუმს მიაწერენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

113
VIEWS

13 ივლისს ფეისბუქ გვერდმა Worldnews.Ge-მ გააზიარა ზღვაში მოცურავე ვეშაპების ვიდეო, რომელსაც რუსულ ენაზე აწერია “ბათუმი-გონიო”. პოსტს შემდეგი აღწერა ახლავს თან: “ბათუმი გონიო საოცარი მოვლენაა, #გავაზიაროთ და მოვიწონოთ გვერდი”. 

Screenshot 2023 07 19 103815 სად არის ზღვაში მოცურავე ვეშაპების ვიდეო გადაღებული, რომელსაც ბათუმს მიაწერენ?

მტკიცება იმის შესახებ, რომ აღნიშნული კადრები ბათუმი-გონიოს სანაპიროზეა გადაღებული, სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში ვიდეო გადაღებულია ახოცკის ზღვაში, სადაც ვეშაპის რამდენიმე სახეობა გვხვდება.

“The Russian Whales (რუსული ვეშაპები)” კომერციული საექსპედიციო ბანაკია, რომელიც ახოცკის ზღვაში ოპერირებს და  მსურველებს ადგილობრივ წყლებში ვეშაპებისა და ზღვის სხვა ბინადრების ნახვის საშუალებას აძლევს. გავრცელებული ვიდეო მათ იუთუბ არხზე პირველად ჯერ კიდევ 2022 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა. კადრებზე გაკეთებულია ტექსტური აღწერაც, საიდანაც ვიგებთ, რომ ვიდეო გადაღებულია ახოცკის ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და ის მკვლელი ვეშაპის გრენლანდიურ ვეშაპზე ნადირობის პროცესს ასახავს. 

Screenshot 2023 07 19 103824 სად არის ზღვაში მოცურავე ვეშაპების ვიდეო გადაღებული, რომელსაც ბათუმს მიაწერენ?

Screenshot 2023 07 19 103830 სად არის ზღვაში მოცურავე ვეშაპების ვიდეო გადაღებული, რომელსაც ბათუმს მიაწერენ?
ახოცკის ზღვა რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, იაპონიის ჩრდილოეთით მდებარეობს

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ის აღებულია ტიკ-ტოკიდან, კერძოდ ანგარიშიდან  “btm511”. აღნიშნული ანგარიშის შემოწმებისას დადგინდა, რომ მან დროის მცირე მონაკვეთში არაერთი ვიდეო გააზიარა, სადაც ვეშაპები და ზღვის სხვა დიდი ბინადრები ჩანან. ვიდეოებს აწერია, რომ ისინი გადაღებულია ბათუმში, ქობულეთში, ფოთში და სოხუმში. 

Screenshot 2023 07 19 103834 სად არის ზღვაში მოცურავე ვეშაპების ვიდეო გადაღებული, რომელსაც ბათუმს მიაწერენ?

ვიდეოში, რომელსაც რუსულ ენაზე ბათუმი-მახინჯაური აწერია, ჩანს, როგორ მისდევს ვეშაპი ნავში მყოფ მეთევზეებს და აზიანებს სატრანსპორტო საშუალებას. სინამდვილეში ეს ვიდეოც ახოცკის ზღვაშია გადაღებული და ის 2021 წელს სხვადასხვა რუსული საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელდა (1, 2). 

Screenshot 2023 07 19 103840 სად არის ზღვაში მოცურავე ვეშაპების ვიდეო გადაღებული, რომელსაც ბათუმს მიაწერენ?

ვიდეო, რომელსაც “ქობულეთი” აწერია, ორი ვეშაპი ჩანს და ტელეფონით რუსულად მოსაუბრე ქალი იღებს, 2021 წლის 16 აგვისტოს იუთუბზე რუსულენოვანმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა. აღწერაში წერია, რომ კადრები გადაღებულია კამჩატკაში, წყნარ ოკეანეში. 

Screenshot 2023 07 19 103848 სად არის ზღვაში მოცურავე ვეშაპების ვიდეო გადაღებული, რომელსაც ბათუმს მიაწერენ?

აღსანიშნავია, რომ შავ ზღვაში მხოლოდ 4 სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს, მათ შორის არის 3 სახეობის დელფინი და თეთრმუცელა სელაპი (1, 2). ვეშაპები შავ ზღვაში არ ბინადრობენ.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist