სად არის გადაღებული და უკავშირდება თუ არა შენობაზე გამოსახული სასქესო ორგანოს ნახატი უკრაინას?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

331
VIEWS

19 ივნისს ფეისბუქზე გავრცელდა ფოტო, რომელზეც ადამიანების ჯგუფი შენობის ფასადზე დახატული პენისის წინ მუხლებზე დგას. ნახატი უკრაინის დროშის ფერებშია შესრულებული და მასზე რუსულენოვანი წარწერა “ПТН” ჩანს, ხოლო მის წინ მყოფი ადამიანების ნაწილს უკრაინის დროშა უჭირავს. თანდართული აღწერის მიხედვით, ფოტო კანადაშია გადაღებული, მასზე დატანილი წარწერა კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე მიანიშნებს. 

Screenshot 21 1 სად არის გადაღებული და უკავშირდება თუ არა შენობაზე გამოსახული სასქესო ორგანოს ნახატი უკრაინას?

გავრცელებული ფოტო გაყალბებულია. შენობის ფასადზე გამოსახული პენისი არა კანადაში, არამედ შვედეთში 2018 წელს იყო დახატული და მას უკრაინასთან კავშირი არ აქვს. გავრცელებული ფოტოს წინა პლანზე გამოსახული ადამიანები კი სხვა ფოტოდან არის აღებული, ისინი უკრაინის ქალაქ ჩერკასში 2017 წელს გამართულ საჯარო ლოცვას ესწრებოდნენ. 

ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო პროგრამულადაა დამუშავებული. ხუთსართულიან შენობაზე დახატული პენისი კანადაში არ მდებარეობს. ის შვედ არტისტს კაროლინა ფალკჰოლტს ეკუთვნის და 2018 წელს სტოკჰოლმში მდებარე ერთ-ერთ შენობაზე იყო გამოსახული. ნახატის ორიგინალ ვერსიაზე სასქესო ორგანოზე რუსულენოვანი წარწერა არ გვხვდებოდა. 

თავად ავტორის მიხედვით, ნახატს “Fuck the World” ეწოდებოდა და მას რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ნამუშევარი გამოხატავდა როგორც ადრეულ ასაკში მისი ძალდატანებითი სექსუალიზაციის ტრავმულ გამოცდილებას, ასევე იმას, თუ რამდენად რთულია ხელოვანისთვის შემოქმედებითი თავისუფლების სახელით მტკიცედ დგომა. აღსანიშნავია, რომ ნახატი ერთი კვირის შემდეგ გადაღებეს. 

Google Map-ის 2023 წლის მარტის თვის მონაცემებით, კედელზე სულ სხვა ნახატია გამოსახული

Screenshot 22 2 სად არის გადაღებული და უკავშირდება თუ არა შენობაზე გამოსახული სასქესო ორგანოს ნახატი უკრაინას?

მსგავსი ნამუშევარი კაროლინა ფალკჰოლტმა ერთი წლით ადრე ნიუ-იორკშიც შექმნა. ამ შემთხვევაშიც, ნახატი ადგილობრივების პროტესტის შემდეგ მალევე წაშალეს

რაც შეეხება ფეისბუქზე გავრცელებული ფოტოს დანარჩენ ნაწილს, დაჩოქილი ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ფოტოს ქვედა მხარეს ვხედავთ, 2017 წელს უკრაინაში გადაღებული ფოტოდანაა ამოჭრილი და სარკისებურად შებრუნებული. 

Screenshot 23 2 სად არის გადაღებული და უკავშირდება თუ არა შენობაზე გამოსახული სასქესო ორგანოს ნახატი უკრაინას?
ფოტო: gcshelp.org

ორიგინალი ფოტო 2017 წლის მარტში უკრაინის ქალაქ ჩერკასის ცენტრალურ მოედანზე გამართულ ლოცვას ასახავს, რომელშიც სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ

ლოცვის ორგანიზატორის მტკიცებით, რუსულ მედიაში ლოცვის შესახებ მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ადგილობრივ მოსახელობას აიძულებდნენ ელოცათ მოედანზე, სადაც სტეპან ბანდერას ძეგლის აღმართვა იგეგმებოდა. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist