რუსულენოვანი FB ანგარიშები რუსეთის შესახებ ტეტჩერის ყალბ ციტატას ავრცელებენ 

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

1.6k
VIEWS

2022 წლის 5-15 ივლისს რუსულენოვანმა ფეისბუკ მომხმარებელებმა (1, 2, 3, 4, 5)  სოციალურ ქსელში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის ფოტო გამოაქვეყნეს, რომელსაც თან შემდეგი ციტატა აქვს დართული: “თუ რუსეთს შეაფურთხებ, მოიწმენდს, თუ რუსეთი გაადააფურთხებს, მსოფლიო დაიხრჩობა.”

Screenshot 7 4 რუსულენოვანი FB ანგარიშები რუსეთის შესახებ ტეტჩერის ყალბ ციტატას ავრცელებენ  Screenshot 8 4 რუსულენოვანი FB ანგარიშები რუსეთის შესახებ ტეტჩერის ყალბ ციტატას ავრცელებენ 
ციტატა, რომელსაც მარგარეტ ტეტჩერს მიაწერენ, რუსულენოვან სოციალურ ქსელებში 2014 წლიდან გვხვდება, თუმცა  იდენტური ან მსგავსი ციტატა ტეტჩერის ფონდის ვებსაიტზე და  სხვა ინგლისურ და რუსულ ენაზე არსებულ ავტორიტეტულ წყაროებში არ იძებნება. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ გავრცელებული ციტატის იდენტური ან შინაარსობრივად მსგავსი სიტყვები ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მართლაც წარმოთქვა ან დაწერა.

ციტატის ინგლისური თარგმანის სხვადასხვა საძიებო ხელსაწყოთი ძიებისას, მარგარეტ ტეტჩერის მსგავსი სიტყვები სანდო წყაროებში არ იძებნება. სოციალურ ქსელებში ძიებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ფრაზის ყველაზე ადრეული ვერსიები 2014 წლით თარიღდება. მაგალითად, 2014 წლის აგვისტოში ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ციტატა ტეტჩერის რამდენიმე კარიკატურასთან ერთად გამოაქვეყნა. 2014 წლის ბოლოს კი იდენტური ციტატა ვებგვერდებზე  Pikabu და LiveJournal არის გამოქვეყნებული.

Screenshot 9 2 რუსულენოვანი FB ანგარიშები რუსეთის შესახებ ტეტჩერის ყალბ ციტატას ავრცელებენ 

აღსანიშნავია, რომ ინგლისურენოვან წყაროებში ტეტჩერისთვის მიერ მიწერილი სიტყვები “რუსეთისთვის მიფურთხების შესახებ, საერთოდ არ იძებნება. მარგარეტ ტეტჩერის ფონდის ვებ-გვერდზე (www.margaretthatcher.org) ხელმისაწვდომია ღია კოლექცია, რომელიც  ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ათასობით ინტერვიუს, გამოსვლას, განცხადებებსა და საჯარო კომენტარს აერთიანებს, თუმცა მათ შორის მსგავსი ფრაზა არ იძებნება.

აღსანიშნავია, რომ ეს ციტატა არც რუსულენოვან აკადემიურ წყაროებში გვხვდება, თუმცა 2022 წლის 23 თებერვალს, Россия-1-ის გადაცემაში “Вести” ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესახებ გავიდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტმა ბრიტანელი პოლიტიკოსების სხვადასხვა ქმედებისა და განცხადების კრიტიკისას, რუსეთის როლისთვის ხაზგასასმელად ტეტჩერის სავარაუდო ციტატა მოიშველია: ”დანამდვილებით არ არის ცნობილი, ჩამოაყალიბა თუ არა მარგარეტ ტეტჩერმა თავისი აზრი ამგვარად, მაგრამ მას შემდეგი განცხადება მიეწერება: თუ რუსეთს შეაფურთხებ, მოიწმენდს, თუ რუსეთი გაადააფურთხებს, ნახევარი მსოფლიო დაიხრჩობა!”

აღნიშნული ციტატა ასევე ნახსენები იყო “Московский комсомолец-ის 2022 წლის 24 თებერვლის სტატიაში, რომელშიც ვეტერანთა რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ბორის გრომოვის ღია წერილი გამოქვეყნდა. წერილის ავტორმა აშშ-ის, ევროკავშირის, ნატოს, ინგლისისა და სხვა ქვეყნების ლიდერებისადმი მიმართულ ტექსტში მხარდაჭერა გამოხატა რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებების მიმართ და უცხოელი ლიდერები გააკრიტიკა. ამასთან ერთად, ღია წერილის ავტორი მოუწოდა უცხოელ პოლიტიკოსებს, რომ  ტეტჩერის ნათქვამი „…თუ რუსეთს შეაფურთხებთ, მოიწმენდს. თუ რუსეთი გადააფურთხებს, ნახევარი სამყარო დაიხრჩობა” კარგად გაეაზრებინათ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლიდან სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე ტეტჩერის ფრაზის განსხვავებული ვერსია იძებნება: „თუ მსოფლიო რუსეთს სანქციებს დაუწესებს, ის ჩამოიწმენს, თუ რუსეთი მსოფლიოს სანქციებს დაუწესებს, მსოფლიო ჩაიძირება“. რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ რუსულენოვანი სოციალური ქსელის მომხმარბლები ციტატას კონტექსტის შესაბამისად ცვლიან.

Screenshot 10 2 რუსულენოვანი FB ანგარიშები რუსეთის შესახებ ტეტჩერის ყალბ ციტატას ავრცელებენ 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist