რუსი ემიგრანტის კონსპირაცია, თითქოს აშშ-ში სასმელ წყალს ვირთხის შხამს უმატებენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

61925178_411469262771415_32781449555869696_n
83
VIEWS

EU vs. Disinfo-ს ინფორმაციით, 2019 წლის მაისში რუსულ ონლაინ გამოცემებში  ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები რუსი ემიგრანტის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის ამერიკაში გამოვლილი  “ტანჯვის” შესახებ ყვება.

ტოლიატიში დაბადებული ელიზავეტა რუმიანცევა ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 წელი ცხოვრობდა და რუსეთში დაბრუნებისთანავე ამერიკული გამოცდილების შესახებ ონლაინ გამოცემა “Репортёр”-ს ესაუბრა.

შტატებში არსებული მაღალი ფასებით, უსახლკაროთა რაოდენობითა და მძიმე კრიმინოგენური მდგომარეობით გაოცებული ელიზავეტა “Репортёр”-ს საიდუმლოდ უმხელს, რომ ამერიკაში სასმელ წყალში ვირთხის შხამს – ნატრიუმის ფთორიდს ამატებენ. ამის მიზეზად რუსი ქალბატონი ამერიკულ ქალაქებში ვირთხების დიდ რაოდენობას ასახელებს.

"
წყარო: pinterest

EU vs. Disinfo-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანას, წყალმომარაგების სისტემაში მართლაც აქვს პრობლემები  და ცალკეულ დასახლებებში დაბინძურებული სასმელი წყალი აღმოუჩენიათ, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასმელ წყალში გამოყენებული ფთორი ვირთხებს ანადგურებს, აბსურდული და დაუსაბუთებელი კონსპირაციაა.

ფთორიდი, რომელზეც რუსი ემიგრანტი საუბრობს,  წყლის ფთორირებისას გამოყენებული ნაერთისაგან ძალიან განსხვავდება. ამ დროს სასმელ წყალში კბილების ლპობის პრევენციისათვის ზომიერი რაოდენობით ფთორს უმატებენ.  ხოლო მითი ფთორისა და ვირთხის საწამლავის შესახებ დანტისტებმა და მეცნიერებმა არაერთხელ გამოააშკარავეს.

წყლის ფთორირების მეთოდს  რუსეთსა და საბჭოთა კავშირშიც მიმართავდნენ, წელს კი რუსეთის ჯანდაცვის სამინსიტროს ექსპერტი ტიუმენში კბილების კარიესის თავიდან ასაცილებლად რძის ფთორირების ინიციატივით გამოვიდა, ვინაიდან რეგიონის სასმელ წყალში ფთორის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

"
ფოტო: naltstom.net

ელიზავეტა რუმიანცევასათვის ვირთხის შხამზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანობაა. ის ამბობს, რომ  რუსების უმეტესობა კარგი და გულწრფელი ადამიანია, ხოლო ამერიკა სიყალბის ქვეყანაა, სადაც გიღიმიან, მაგრამ ადამიანად, შეიძლება, საერთოდ არ აღგიქვამდნენ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist