როგორ გააყალბა “Известия“-მ FOX NEWS-ზე დაყრდნობით ზელენსკის სიტყვები “აზოვის” ბატალიონზე

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

2.5k
VIEWS

1 აპრილს FOX News-ის ჟურნალისტმა ბრეტ ბაიერმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუ 1 აპრილს 18:00-ზე FOX  News ის ეთერში გადაცემაში “Special report with Bret Baier” გავიდა. 

3 აპრილს, რუსულმა Известия-მ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია, სათაურით “ზელენსკი აზოვის მებრძოლებს უკრაინის არმიის ნაწილად აღიარებს”. 

გამოცემა FOX News-ზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ზელენსკიმ აზოვის ბატალიონს ნაცისტები უწოდა. Სტატიის თანახმად, როდესაც FOX News-ის ამერიკელმა ჟურნალისტმა ვოლოდიმირ ზელენკის ნაციონალისტური ჯგუფების, კონკრეტულად კი აზოვის ბატალიონის შესახებ დაუსვა კითხვა, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ნაციონალისტური ჯგუფი “აზოვი” უკრაინული არმიის შემადგენლობაშია. 

Известия-ს მიხედვით, აზოვის შესახებ Fox News-თან ინტერვიუში ზელენსკი ამბობს:

”აზოვი ერთ-ერთია ბევრი ნაც-ბატალიონიდან. ისეთები არიან, როგორებიც არიან. ისინი ჩვენს ქვეყანას იცავდნენ. Შემდეგ, ისინი შევიდნენ უკრაინის არმიის შემადგენლობაში. აზოვი ახლა არა დამოუკიდებელი დაჯგუფება, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილია”. 

Სტატიაში Известия-ს ახალი ამბების გამოშვების სიუჟეტია ჩასმული. წამყვანის თქმით, ზელენსკის ინტერვიუს აღნიშნული მონაკვეთი FOX News-მა არ გამოაქვეყნა, თუმცა ეს მასალა ინტერნეტში მაინც გავრცელდა.

Screenshot 28 1 როგორ გააყალბა “Известия“-მ FOX NEWS-ზე დაყრდნობით ზელენსკის სიტყვები “აზოვის” ბატალიონზე

იმავე შინაარსის ინფორმაცია რუსულმა ტელეარხმა ren.tv-მ, ასევე “Российская газета”-მ  (rg.ru) და პეტერბურგის ტროლების ქარხანასთან დაკავშირებულმა Федерального агентства новостей-მ (riafan.ru) გამოაქვეყნეს, ხოლო ფეისბუკ-გვერდმა  Русский МИР Известия-ს სიუჟეტი გამოაქვეყნა.

ruski miri როგორ გააყალბა “Известия“-მ FOX NEWS-ზე დაყრდნობით ზელენსკის სიტყვები “აზოვის” ბატალიონზე Screenshot 30 1 როგორ გააყალბა “Известия“-მ FOX NEWS-ზე დაყრდნობით ზელენსკის სიტყვები “აზოვის” ბატალიონზე Screenshot 31 როგორ გააყალბა “Известия“-მ FOX NEWS-ზე დაყრდნობით ზელენსკის სიტყვები “აზოვის” ბატალიონზე

რუსული მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ზელენსკიმ  FOX News-თან ინტერვიუში აზოვის ბატალიონი ნაც-ბატალიონად მოიხსენია, დეზინფორმაციაა. Რეალურად,  ზელენსკიმ აზოვის ბატალიონი მოხალისე მებრძოლებად მოიხსენია, რომელიც შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა. Გარდა ამისა, ინფორმაცია თითქოს ინტერვიუს ნაწილი, რომელიც ,,აზოვის’’თემას ეხება, FOX News-მა არ გამოაქვეყნა, მცდარია. რეალურად, ზელენსკის ვიდეოს სრული ვერსია ჯერ FOX News-ის ეთერში, მოგვიანებით კი ვებ-გვერდზეც განთავსდა.

Известия-მ ზელენსკის ინტერვიუ არასწორად თარგმნა, რადგან, მას აზოვის ბატალიონი ნაც-ბატალიონად არ მოუხსენებია, არამედ მოხალისე ბატალიონის კონტექსტში ახსენა, რომელიც შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა. 

ავთენტური ვერსია გაყალბებული
“აზოვი ერთ-ერთია ბევრი ბატალიონიდან. ისეთები არიან, როგორებიც არიან. ისინი ჩვენს ქვეყანას იცავდნენ… Შემდეგ კი ყველა ამ მოხალისე ბატალიონებიდან, უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა… აზოვი ახლა არა დამოუკიდებელი დაჯგუფება, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილია”  “აზოვი ერთ-ერთია ბევრი ნაც-ბატალიონიდან. ისეთები არიან, როგორებიც არიან. ისინი ჩვენს ქვეყანას იცავდნენ. Შემდეგ ისინი შევიდნენ უკრანის არმიის შემადგენლობაში…აზოვი ახლა არა დამოუკიდებელი დაჯგუფება, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილია”

ასევე, მანიპულაციურია სტატიის სათაურიც: “ზელენსკი აზოვის მებრძოლებს უკრაინის არმიის ნაწილად აღიარებს”. აზოვის ბატალიონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 2014 წლის 12 ნოემბრიდან ირიცხება, შესაბამისად, აზოვი უკრაინის ეროვნულ გვარდიაში ჯერ კიდევ პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობისას გაწევრიანდა.

Აღსანიშნავია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ წინასწარ იყო ჩაწერილი. ინტერვიუს ეთერში გასვლამდე რამდენიმე საათით ადრე წამყვანმა ზელენსკისთან ინტერვიუ დააანონსა, რომელშიც ზელენსკის ინტერვიუს ფრაგმენტებიც გამოჩნდა. Შესაბამისად, FOX News-ს შეეძლო აზოვის მონაკვეთი ინტერვიუდან ამოეღო, თუმცა ის ეთერში სრულად გავიდა. Მოგვიანებით, ინტერვიუ FOX News-ის ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. 1 აპრილს, ინტერვიუს პირველი ნაწილი, 3 აპრილს კი მეორე ნაწილი.

Screenshot 32 როგორ გააყალბა “Известия“-მ FOX NEWS-ზე დაყრდნობით ზელენსკის სიტყვები “აზოვის” ბატალიონზე Screenshot 33 როგორ გააყალბა “Известия“-მ FOX NEWS-ზე დაყრდნობით ზელენსკის სიტყვები “აზოვის” ბატალიონზე

უკრაინის პრეზიდენტთან – ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუ Fox News-ის ეთერში ორ ნაწილად გავიდა. Პირველი ნაწილის შემდეგ რამდენიმე წუთიანი სარეკლამო ჭრა იყო. Აზოვის ბატალიონთან დაკავშირებით კითხვას ზელენსკიმ რეკლამის შემდეგ, ინტერვიუს მეორე ნაწილში უპასუხა. Fox News-ის ვებ-გვერდზე ინტერვიუს ეს ნაწილი ცალკეა მოჭრილი. 09:56 წუთიან ვიდეოს აღწერაში წერია: ”უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს ბრეტ ბაიერის კითხვებს, მკვლელობის მცდელობებისა და ნეონაცისტურ აზოვის ბატალიონთან დაკავშირებით”.

Გარდა ამისა, ვიდეოს სრული ვერსია 2 აპრილს თავად FOX News-ის ჟურნალისტის ბრეტ ბაიერის იუთუბ არხზეც არის გამოქვეყნებული.

Screenshot 34 როგორ გააყალბა “Известия“-მ FOX NEWS-ზე დაყრდნობით ზელენსკის სიტყვები “აზოვის” ბატალიონზე

აზოვის ბატალიონი 2014 წელს ჩამოყალიბდა. იმავე წელს, როდესაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ამბოხებულებმა აღმოსავლეთ დონბასის დაკავება დაიწყეს . იმ დროს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მოხალისეთა ბატალიონებს მოუწოდა, რომ შეერთებოდნენ წინააღმდეგობის კამპანიას და დახმარებოდნენ უკრაინის არმიას. Აზოვის ბატალიონიც ამ მოხალისეებს შეუერთდა და 2014 წელს მარიუპოლის გათვისუფლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. Ამ პერიოდიდან, აზოვის ბატალიონის შესახებ კრემლი დეზინფორმაციას ავრცელებს და დღემდე ნაცისტურ ბატალიონად მოიხსენიებს. 

Აზოვის ბატალიონის დამფუძნებელი ანდრიი ბილეცკია, თუმცა, მას შემდეგ, რაც  აზოვის ბატალიონი უკრიანის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა, ანდრიი ბილეცკი და სხვა „პოლიტიკურად მოტივირებული მებრძოლები” ბატალიონს გამოეყვნენ და აზოვის მოძრაობა დააარსეს. Აზოვის ბატალიონის ამჟამინდელი შემადგენლობა კი ემიჯნება ანდრიი ბილეცკის პოლიტიკურ მოძრაობას. 

CNN-ის სტატიაში, რომელშიც აზოვის ბატალიონის წარმომადგენლის კომენტარიც არის, აღნიშნულია, რომ მოძრაობამ არაერთხელ უარყო ბრალდებები ფაშიზმზე, ნაციზმისა და რასიზმის შესახებ. აზოვის ბატალიონში ირიცხებიან როგორც უკრაინელები, ასევე ბერძნები, ებრაელები, ყირიმელი თათრები, რუსები.


Მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist