რუსული ტროლების ქარხანა გაფართოვდა

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

r4t
422
VIEWS

EUvsDisinfo- ს ცნობით, სანკტ-პეტერბურგში მდებარე ცნობილი „რუსული ტროლების ქარხანა“ სავუშკინას ქუჩა# 55-ში მდებარე 4000 მ2ფართობის შენობიდან  12 000 მ2 იან ბიზნეს ცენტრ „ლახტა-2“-ში  გადავიდა. აღნიშნულის შესახებ პეტერბურგის ყოველდღიური ბიზნეს გამოცემა Деловой Петербург იტყობინება.

სამუშაო სივრცის გაფართოება „ტროლების ქარხნის“ საქმიანობის წარმატებაზე მიუთითებს. 2017 წლის აპრილში რუსულმა გამოცემა  «РБК» -მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც „რუსული ტროლების ქარხნის“აქტივობებმა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი 16 მედიასაშუალებაც მოიცვა. მედიები ჰოლდინგ Федерального агентства новостей (ФАН)-ის შემადგენლობაში შედიან და ერთმანეთის მასალებს სისტემატიურად ავრცელებენ. ამასთან, არცერთი მათგანი არ ზრუნავს რეკლამაზე.

„რუსული ტროლების ქარხნის“ მესაკუთრე ბიზნესმენი და მილიარდერი ევგენი პრიგოჟინია, რომელსაც „პუტინის შეფადაც“ მოიხსენიებენ, რადგან პრიგოჟინი კრემლისა და სხვადასხვა რუსული სამთავრობო უწყებებისთვის სარესტორნო მომსახურებას უზრუნველყოფს. 2016 წელს აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა ევგენი პრიგოჟინი რუსეთის მიერ უკრაინის სამხედრო ოკუპაციისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის გამო სანქცირებული პიროვნებების სიაში შეიყვანა.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist