რობინ დანიგანის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1k
VIEWS

8 თებერვალს ანონიმურმა ფეისბუქ-მომხმარებელმა ანტი-ლიბერალი გაავრცელა საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ფოტო, რომელზეც დატანილია ციტატა: “საქართველო უკვე ევროკავშირის წევრია, უბრალოდ ქართველები ვერ ხვდებით ამას, მთავარია, ჩატარდეს გეი პრაიდი, პენსია 800 ევრო გახდება. რ. დანიგანი”.

danigani რობინ დანიგანის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება

რობინ დანიგანის სახელით გავრცელებული ციტატა ყალბია. საქართველოში აშშ-ის ელჩს მსგავსი შინაარსის განცხადება არ გაუკეთებია

რობინ დანიგანის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება. რეალურად, განცხადება, რომელიც მის ფოტოზეა დატანილი, საქართველოში აშშ-ის ელჩს არ გაუკეთებია. 

დანიგანის მსგავსი შინაარსის განცხადება ღია წყაროებით არ იძებნება – მათ შორის, არ გამოქვეყნებულა საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდსა და ვებ-გვერდზე. ციტატა რომ გაყალბებულია, “მითების დეტექტორს” საელჩოშიც დაუდასტურეს.

ბოლო განცხადება, რომელიც ევროკავშირზე რობინ დანიგანის სახელით იძებნება, 2024 წლის 7 თებერვალს არის გაკეთებული. დანიგანი ამბობს, რომ ევროკავშირმა მკაფიოდ განსაზღვრა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, “ეს არის დიდი სამუშაო”, რისთვისაც რესურსი და ეროვნული კონსესუსია საჭირო. მისივე სიტყვებით, აშშ მზად არის, მხარი დაუჭიროს ქვეყნის ყველა ნაბიჯს. 

ახალი ელჩის, რობინ დანიგანის შესახებ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში: 

წყაროს შესახებ 

კრემლისტური “ალტ-ინფოს” მხარდამჭერი ანონიმური ფეისბუქ-მომხმარებელი ანტი ლიბერალი ანტიდასავლური, ანტიოპოზიციური და ჰომოფობიური შინაარსის ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებს. მისი პოსტები ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.  

danigani1 რობინ დანიგანის სახელით გაყალბებული ციტატა ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist