რეალურად რა განცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ უკრაინის დახმარებასა და ალიანსის პრიორიტეტების შესახებ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

143
VIEWS

28 ივნისს ფეისბუქ გვერდმა გლოპალური პოლიტიკა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის მირჩა ჯოანას უკრაინასთან დაკავშირებული განცხადებების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, ჯოანამ 27 ივნისს European Pravda-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ნატო-ს ამოცანას უკრაინის დახმარება არ წარმოადგენს და ალიანსი ვალდებული არაა, უკრაინას დაეხმაროს. ტექსტის მიხედვით, ჯოანამ არასაკმარისი დახმარებების შესახებ კიევის ბრალდებებიც უარყო და განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთთან ომის ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს. 

nato s generaluri mdivnis moadgilis natsilobriv mtsdari gantskhadeba რეალურად რა განცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ უკრაინის დახმარებასა და ალიანსის პრიორიტეტების შესახებ?

“გლობალური პოლიტიკის” მიერ გავრცელებული პოსტი ნაწილობრივ მცდარია. რეალურად, მირჩა ჯოანამ თქვა, რომ ალიანსის პრიორიტეტი რუსეთთან ესკალაციის თავიდან არიდებაა, თუმცა განაცხადა ისიც, რომ უკრაინის სხვადასხვა სახით დახმარება ნატო-ს ვალდებულებაა და ეს პროცესი გაგრძელდება. ხოლო უკრაინელი ლიდერების კრიტიკის შესახებ ჯოანამ აღნიშნა, რომ მათ ადგილას ალბათ თავადაც ასე მოიქცეოდა. 

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე რუმინელი დიპლომატი მირჩა ჯოანა უკრაინულ გამოცემა European Pravda-ს 27 ივნისს მადრიდში ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ესაუბრა.

გლობალური პოლიტიკის მიერ გამოქვეყნებული პოსტი ინტერვიუს სხვადასხვა შეკითხვაზე მირჩა ჯოანას პასუხს მანიპულაციურად გადმოსცემს. 

ინტერვიუს მეორე კითხვის დროს ჟურნალისტმა დიპლომატს ჰკითხა, სამიტის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ელოდებოდა თუ არა კრიტიკულ განცხადებებს, რადგან ნატო-ს მხარდაჭერის შესახებ კრიტიკული შინაარსის მოწოდებებს ხშირად აკეთებდნენ. შეკითხვაზე მირჩა ჯოანამ უპასუხა, რომ მას სრულიად ესმოდა უკრაინელი ლიდერების და მეტიც, მათ ადგილას ალბათ თავადაც ასე მოიქცეოდა. 

ჯოანამ განაცხადა ისიც, რომ ნატო-ს გადაწყვეტილებით ალიანსი უკრაინას იარაღით არ ამარაგებდა, თუმცა სხვა მნიშვნელოვან, მაგრამ არალეტალურ დახმარებას უწევდა, ხოლო წევრი სახელმწიფოები უკრაინას იარაღს აწვდიან. დიპლომატმა კიევში მყოფ მეგობრებს მოუწოდა, რომ ეს მხარდაჭრა დემოკრატიული დასავლეთის საერთო დახმარებად აღექვათ. 

მირჩა ჯოანა, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე: ჩვენ პატივს ვცემთ იმას, თუ როგორ გამოხატავს პრეზიდენტი ზელენსკი თავის პოზიციას. ანალოგიური დამოკიდებულება მოქმედებს უკრაინის მთავრობის სხვა წევრების, საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას, თავდაცვის მინისტრ რეზნიკოვის, ვიცე-პრემიერის ოლჰა სტეფანიშინასა და ჩვენი სხვა უკრაინელი მეგობრების მიმართ. სიმართლე რომ გითხრათ, ამ სიტუაციაში რომ ვიყო, მეც ალბათ ასე მოვიქცეოდი. მაგრამ მე ვცდილობ, ავხსნა, რომ ჩვენ მიზანმიმართულად გადავწყვიტეთ, ნატო-ს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ არალეტალური მხარდაჭერა მიეწოდებინა. ხოლო ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინას ლეტალური სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან. მე ვთხოვ, ჩვენს მეგორებს კიევში, რომ ჩვენს დახმარებას შეხედონ, როგროც დემოკრატიული დასავლეთის საერთო მხარდაჭერას. (…) უკრაინასა და უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენ მათ დახმარებას გავაგრძელებთ. ჩვენ უკრაინას ნატო-ს შესაბამის შეიარაღებაზე გადასვლაშიც დავეხმარებით. საბჭოთა შეიარაღების დრო დასრულდა. 

ინტერვიუს შემდეგ ნაწილში მირჩა ჯოანა რამშტაინის ფორმატის შესახებ საუბრობს. სწორედ აქ ამბობს, რომ ნატო-ს უპირველესი მიზანი ნატო-ს ქვეყნებში მცხოვრები 1 მილიარდი ადამიანის დაცვაა, სწორედ ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველასთვის არასასურველი ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის თავიდან აიცილონ.  

მირჩა ჯოანა, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე: “ნატო არის “რისკის მქონე” ორგანიზაცია. მთელი პატივისცემით, ჩვენი ნომერ პირველი საქმე ნატო-ს ქვეყნების ტერიტორიაზე მცხოვრები 1 მილიონი ადამიანის დაცვაა, ტერიტორიებზე, სადაც მეხუთე პუნქტცი მოქმედებს. ესაა ის, რის გამოც ესკალაციის რისკის არიდებას ვცდილობთ, რუსეთსა და ნატო-ს შორის ომი არავის ინტერესში არ შედის. (…) რამშტაინის პროცესი თანამშრომლობის გამორჩეულად პრაქტიკული გზაა და ალბათ უკეთესია, რომ ის აშშ-ის ქოლგის ქვეშ ნატო-ს დიდი ბიუროკრატიის გარეშე იმართება, უბრალოდ იმიტომ რომ ასე უფრო სწრაფია, რაც ომის დროს მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ეს უკრაინისთვის მისაღები უნდა იყოს. მართლაც, ზოგჯერ ნატო-ს მიმართ კრიტიკას ვხედავ და მესმის რატომაც, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკა უსამართლოა. საერთო ჯამში რასაც ჩვენგან იღებთ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ ვინ რას აკეთებს. 

გლობალური პოლიტიკის პოსტის მიხედვით, ჯოანამ განაცხადა, რომ ნატო ვალდებული არ არის, უკრაინას დაეხმაროს, თუმცა რეალურად, ინტერვიუს ბოლოს დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დახმარება ალიანსის ვალდებულებაა. 

მირჩა ჯოანა, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე: “ჩვენი ვალდებულებაა უკრაინის სამხედრო, ფინანსური, დიმპლოატიური და ჰუმანიტარული დახმარება გავაგრძელოთ. ჩვენ თქვენი გამბედაობით უზომოდ აღფრთოვანებული ვართ. თქვენთან ერთად მთელი გზის განმავლობაში დავრჩებით.”

ფეისბუქ-გვერდი “გლობალური პოლიტიკა” 2021 წლის 7 სექტემბერს შეიქმნა და მასზე ძირითადად “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერის ირაკლი ჯანყარაშვილთან დაკავშირებული გამოცემა infoanalytical.ge-ს მასალები ზიარდება. გლობალური პოლიტიკისა და Infoanalytical.ge-ს მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist