რას წერდა ჰიტლერი სტალინს?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

235
VIEWS

2022 წლის 9 მაისს Facebook მომხმარებელმა Fantina Georgian-მა გაავრცალა ჰიტლერისა და სტალინის ფოტო, რომელიც მათ შორის 1942 წლის იანვარში გაგზავნილ წერილებს ასახავს. წერილთა მიხედვით ჰიტლერი სტალინის გამბედაობასა და ნიჭს აფასებ, თუმცა ამავე დროს მოუწოდებს მას, რომ საქართველოში გადაბარგდეს, რადგან მოსკოვისკენ ჰიტლერი ცეცხლით და მახვილით მიემართება და მას მოსკოვამდე 40 კმ აშორებს. პასუხად სტალინი წერს, რომ წეს-ჩვეულებების გამო უფლება არ აქვს საკუთარი ხალხი განსაცდელში მიატოვოს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსი პოსტი ინტერნეტ სივრცეში ჯერ კიდევ 2013-2016 წლებში ვრცელდებოდა გვერდებზე intermedia.ge, qronika.ge, Zivava.ge, gmas.ge და სხვა. 

Screenshot 1 6 რას წერდა ჰიტლერი სტალინს?
Fantina Georgian-ის პოსტი

სტალინისა და ჰიტლერის მიმოწერა ყალბია. ღია წყაროებში მსგავსი ტიპის წერილები არ იძებნება, ხოლო წერილის თარიღი და იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენები წერილის შინაარსს არ შეესაბამება და მასთან წინააღმდეგობაში მოდის. 

  • 1942 წლის იანვრის მოვლენები 

აღსანიშნავია, რომ 1942 წლის იანვარში ნაცისტები მართლაც იყვნენ მოსკოვთან ახლოს და სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა მოსკოვის ბრძოლა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს

მოსკოვის ბრძოლა, რომელიც ოპერაცია ტაიფუნის სახელით არის ცნობილი ჯერ კიდევ 1941 წელს დაიწყო. 1941 წლის ივლისში გერმანულმა ბომბადმშენებმა მოსკოვს დაარტყეს და კრემლის შენობას მცირედი ზიანი მიაყენეს. ამის შემდგომ მოსკოვმა მზადება დაიწყო. ამ პერიოდში კრემლის ტერიტორიაზე მასობრივი მშენებლობა დაიწყო, რადგან ეს ადგილი ქალაქის სხვა ნაწილებს შერწყმოდა და გამოყოფილი არ ყოფილიყო. ამ ნაბიჯით მოსკოვი გერმანელებს დააბნევდა და კრემლის დაცვას შეეცდებოდა.

Screenshot 2 5 რას წერდა ჰიტლერი სტალინს?
მოსკოვის ბრძოლა. ფოტოგრაფი: ვლადიმირ გრანოვსკი

მოსკოვის ბრძოლა ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე საბჭოთა კავშირი თავდაცვით მდგომარეობასი იყო, ხოლო უკვე 1922 წლის იანვარში ის აქტიურ შეტევაზე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ უკვე 5 იანვრისთვის გერმანელები ძალიან ახლოს იყვნენ მოსკოვთან, თუმცა ჯერ კიდევ გაყალბებული წერილის დაწერის თარიღამდე (11 იანვრამდე) 7 იანვარს რუსებმა მნიშვნელოვნად გაიმყარეს პოზიციები და ფრონტი მოსკოვიდან დაახლოებით 100-250 კილომეტრში გადაწიეს და გერმანელებს ხელახალი მუქარის ყველა საფუძველი გამოაცალეს

Screenshot 3 5 რას წერდა ჰიტლერი სტალინს?
მოსკოვის ომი, საბჭოთა პოლიციელი გორკის მოედანზე. ფოტოგრაფი: ოზერსკი

გაყალბებული წერილი 11-12 იანვრით თარიღდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ჰიტლერს არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა სტალინს მოსკოვის აღებით დამუქრებოდა, რადგან სსრკ-ის კონტრშეტევით მან მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა და მოსკოვს არა თუ მიახლოებული, არამედ პირიქით დაშორებული იყო. 

  • ჰიტლერისა და სტალინის მიმოწერა

მართალია, ჰიტლერსა და სტალინს შორის არსებული ეს კონკრეტული მიმოწერა ყალბია, თუმცა მათ შორის გაგზავნილი სხვადასხვა წერილი ნამდვილად არსებობს. აღსანიშნავია, რომ ეს წერილები ძირითადად მეორე მსოფლიო ომის დაწყების პერიოდს უკავშირდება, რომლის დროსაც ჰიტლერი და სტალინი თანამშრომლობდნენ და მათ ევროპა გავლენის სფეროებად ჰქონდათ გაყოფილი.

ერთ-ერთი ცნობილი წერილი 1940 წლის 31 დეკემბერს არის დაწერილი, სადაც ჰიტლერი სტალინს ახალ წელს ულოცავს და ბრიტანეთის შესახებ არსებულ პრობლემებზე ესაუბრება. გერმანიის ლიდერი სტალინს ატყობინებს, რომ ის დიდ ბრიტანეთზე მნიშვნელოვან შეტევას აპირებს, რადგან ომის დასრულების სხვა გზას ვერ ხედავს.

ასევე არქივში შემორჩენილია სტალინის წერილიც ჰიტლერისადმი, სადაც მას სტალინი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე ხელმოწერისთვის მადლობას უხდის.

Screenshot 4 4 რას წერდა ჰიტლერი სტალინს?
სტალინის წერილი ჰიტლერს

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist