რას ასახავს რეალურად “ბოლო ჟამის ქრისტიანების” ვიდეო?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

7
VIEWS

9 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა “ბოლო ჟამის ქრისტიანები” გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის აღწერის მიხედვითაც, ვიდეოში იძულებითი ვაქცინაციის კადრებია ასახული, აღწერაში ვკითხულობთ, რომ “კოვიდ ფაშისტები მოდიან სასიკვდილო მხეცის ინექციებით” და თუ მოსახლეობა არ გამოიღვიძებს, სახლშიც მიაკითხავენ.

 

;
ვიდეო არასწორი აღწერით ვრცელდება და პოსტის ავტორი ვიდეოს კადრებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით იძულებით აცრას ხელოვნურად უკავშირებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ვიდეო სხვადასხვა ქვეყანაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის, “ვაქცინაციის პასპორტებისა” და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციების კადრებს მოიცავს და არცერთ მათგანში ადამიანს საკუთარი ნების საწინააღმდეგო ვაქცინას არ უკეთებენ.

ვიდეოკოლაჟი იტალიურ მედიასაშუალება JonicaTV-ს ეკუთვნის. JonicaTV სხვადასხვა ანტივაქსერული შინაარსის ინფორმაციას ხშირად ავრცელებს, თუმცა აღნიშნული ვიდეოს აღწერაში ნახსენები არაა, რომ კადრებში ასახულ ადამიანებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებს იძულებით უკეთებენ. აღწერის მიხედვით, ვიდეო თავისუფლებაზე თავდასხმას და გერმანიაში მიმდინარე საშინელებებს ასახავს.

;
რეალურად, ვიდეო არა მარტო გერმანიაში, არამედ საფრანგეთსა და პოლონეთში სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე გადაღებულ კადრებს მოიცავს, მათ შორისა კადრები, სადაც პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დაკავებაა ასახული, თუმცა არცერთ მათგანში პოლიცია მოქალაქეების იმუნიზაციას მათი ნების საწინააღმდეგო არ ცდილობს.

კადრები გერმანიიდან

ვიდეოს პირველ ნაწილში გამოყენებული კადრები, სადაც პოლიცია ადამიანების ძალის გამოყენებით აპატიმრებს, ბერლინში 1-ლ აგვისტოს გამართულ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. 31 ივლისს ბერლინის სასამართლომ შაბათ-კვირას მასშტაბური შეკრებების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა 1-ლ აგვისტოს პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების წინააღმდეგ მიმართული პროტესტის ყველაზე დიდმა გერმანულმა გაერთიანებამ “Querdenker-მა” საპროტესტო აქცია მაინც გამართა. პოლიციის ინფორმაციით, აქციაზე 5 000-მდე მონაწილე გამოვიდა და ისინი პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამასთანავე ვინაიდან შეკრებები აკრძალული იყო, პოლიციამ აქცია დაშალა და 600-მდე მონაწილე დააკავა. JonicaTV-ის კადრებში სწორედ რამდენიმე მათგანის დაკავების პროცესია ასახული.

;
მოძრაობა Querdenker სხვადასხვა შეხედებულების ადამიანს აერთიანებს, მათ შორის ვაქცინაციისა და  პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს, კორონავირუსის არსებობის უარმყოფელებსა და ულტრამემარჯვენე აქტივისტებს. აღსანიშნავია, რომ ვიდეოს პირველ კადრში ასახული დაკავებული ქალის გარდაცვალების შესახებ ყალბი ინფორმაცია ვრცელდებოდა, თუმცა ბერლინის პოლიციამ ეს ცნობები უარყო.

კადრები საფრანგეთიდან

ვიდეოს კიდევ ერთი კადრი პარიზში ე.წ. “ვაქცინაციის პასპორტისა” და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის გაპროტესტების მიზნით 7 აგვისტოს გამართულ აქციას ასახავს.

;

საფრანგეთში “ვაქცინაციის პასპორტის” გამოყენების საწინააღმდეგო  აქციას ასახავს JonicaTV-ის კოლაჟში მოხვედრილი კიდევ ერთ ვიდეო, რომელიც ნიცაში 31 ივლისსაა გადაღებული.

;

კადრები პოლონეთიდან

“ბოლო ჟამის ქრისტიანების” გავრცელებულ ვიდეოში გამოყენებული კიდევ ერთი კადრი პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში 7 აგვისტოს გამართულ აქციას ასახავს, აქციის მონაწილეები “დადგმულ პანდემიას,” “კოვიდ დიქტატურასა” და ვაქციანციას აპროტესტებდნენ.

;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, პოლონეთი, საფრანგეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist