რა თქვა ზელენსკიმ ამერიკელების ომში მონაწილეობაზე და როგორ ავრცელებს კრემლის მედია?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.5k
VIEWS

1 მარტს რუსულ პროპაგანდისტულ მედიასა (Правда, news-front.info,m.news, deita.ru) და ფეისბუკის რუსულენოვან ანგარიშებზე ( 1, 2, 3) უკრაინის პრეზიდენტის – ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს ფრაგმენტი გამოქვეყნდა. რუსული მედიების თანახმად, ვოლიდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ უკრაინას საკმარისად არ ეხმარება და მათ მოუწოდებს თავიანთი შვილები საბრძოლველად უკრაინაში გაუშვან. 

ვიდეოში ზელენსკი ამბობს: აშშ-ს მოუწევს თავისი შვილები ომში გაგზავნოს ისევე, როგორც ჩვენ ვაგზავნით ჩვენს შვილებს. მათ მოუწევთ ბრძოლა და ისინი დაიღუპებიან. 

ინტერვიუს ფრაგმენტი კრემლის პროპაგანდისტმა ჟურნალისტმა – ოლგა სკაბაევამ საკუთარ ტელეგრამ-არხზეც გამაოქვეყნა

Screenshot 1 1 რა თქვა ზელენსკიმ ამერიკელების ომში მონაწილეობაზე და როგორ ავრცელებს კრემლის მედია?

ინფორმაცია, თითქოს ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელებს მოუწოდებს თავიანთი შვილები უკრაინაში გაუშვან საბრძოლველად, სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო ამონარიდი ზელენსკის მიერ ომის წლისთავზე გამართული პრესკონფერენციიდან არასრულად ვრცელდება. რეალურად, ზელენსკი ამბობს, რომ თუ ამ ომში რუსეთი გაიმარჯვებს, მაშინ ის ბალტიისა და ნატოს ქვეყნებში შეიჭრება და მაშინ ამერიკელებს მოუწევთ თავიანთი შვილების ომში გაშვება, ისევე როგორც ამას უკრაინელები აკეთებენ.

24 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლის თავზე პრესკონფერენცია გამართა და მსოფლიოს სხვადასხვა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რუსულ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინტერვიუს ფრაგმენტი ამერიკული მედიის  ABC – ის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის ნაწილია. ვიდეო The Telegraph -ის იუთუბ-ლაივიდანაა ამოჭრილი. სრულ ვერსიაში ეს კითხვა 1:37 წუთზე იწყება, სადაც ჟურნალისტი უკრაინის პრეზიდენტს ეკითხება, თუ რა გზავნილი აქვს მას იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ ზედმეტად ბევრ დახმარებას უწევს უკრაინას.  ამაზე უკრაინის პრეზიდენტი პასუხობს, რომ ის მადლობელია ყველა ამერიკელის, კონგრესის, პრეზიდენტის ჟურნალისტების, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას, ხოლო რაც შეეხება იმ ამერიკელებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ აშშ ზედმეტად ეხმარება უკრაინას ზელენსკი ასე მიმართავს: 

“მე მათ შემიძლია ვუთხრა მხოლოდ ერთი რამ, თუ ისინი არ შეიცვლიან თავიანთ აზრს, თუ არ გაგვიგებენ, თუ არ დაუჭერენ მხარს უკრაინას, ისინი დაკარგავენ ნატოს, დაკარგავენ ამერიკის ცას, დაკარგავენ ლიდერის პოზიციას…  ვის უნდა მესამე მსოფლიო ომი? ვინმე გაწევს ამ რისკს? აშშ არასოდეს მიატოვებს ნატოს წევრ ქვეყნებს და თუ ისე მოხდება, რომ უკრაინა სხვადასხვა მოსაზრებების გამო დახმარებას დაკარგავს და დამარცხდება, რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და  ნატოს წევრ სახელმწიფოებში შეიჭრება, შემდეგ კი აშშ-ს მოუწევს მათი შვილების ომში გაგზავნა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვაგზავნით. და მათ მოუწევთ ბრძოლა, რადგან ეს არის ნატო, რაზეც ვსაუბრობთ და ისინი დაიღუპებიან, ღმერთმა არ ქნას, რადგან ეს საშინელებაა.” 

კრემლის მედიის ვერსია სრული ვერსია
აშშ-ს მოუწევს თავისი შვილები ომში გაგზავნოს ისევე, როგორც ჩვენ ვაგზავნით ჩვენს შვილებს. მათ მოუწევთ ბრძოლა და ისინი დაიღუპებიან. ვის უნდა მესამე მსოფლიო ომი? ვინმე გაწევს ამ რისკს? აშშ არასოდეს მიატოვებს ნატოს წევრი ქვეყნებს და თუ ისე მოხდება, რომ უკრაინა სხვადასხვა მოსაზრებების გამო დახმარებას დაკარგავს და დამარცხდება,, რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და  ნატოს წევრ სახელმწიფოებში შეიჭრება, შემდეგ კი აშშ-ს მოუწევს მათი შვილების ომში გაგზავნა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვაგზავნით. და მათ მოუწევთ ბრძოლა, რადგან ეს არის ნატო, რაზეც ვსაუბრობთ და ისინი დაიღუპებიან, ღმერთმა არ ქნას, რადგან ეს საშინელებაა.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist