რა დეზინფორმაციას ავრცელებს ალტ-ინფო კანადის პარლამენტში ნაცისტი ვეტერანის ვიზიტზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

184
VIEWS

26 სექტემბერს კრემლისტური მედია “ალტ-ინფოს” ფეისბუქ-გვერდმა ალტერინფო გაავრცელა გადაცემა “რეალპოლიტიკას” ლაივ-ვიდეო, რომელშიც წამყვანი, ზურაბ მახარაძე ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პარლამენტში ჩაიყვანა 98 წლის ვეტერანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში Waffen-SS-ის დივიზიაში, ნაცისტებთან ერთად ომობდა. ვეტერანს კანადის პარლამენტში ტაში დაუკრეს.     

ზურაბ მახარაძე:ეგ თემა საერთოდ, არის თუ არა უკრაინაში ნაციზმი, ძალიან საინტერესო განვითარებას ჰპოვებს… მოდი ეხლა ვნახოთ ზელენსკიმ ვინ ჩაიყვანა კანადის პარლამენტში და მთელი კანადის პარლამენტი ვის ეგებება ოვაციებით. [კადრები]… ეგ ტიპი ”ვაფენ-სს” დივიზიაში ომობდა”.

Screenshot 2023 09 29 114457 რა დეზინფორმაციას ავრცელებს ალტ-ინფო კანადის პარლამენტში ნაცისტი ვეტერანის ვიზიტზე?

კრემლისტური მედიის წამყვანი ნაწილობრივ მცდარ ინფორმაციას ავრცელებს. 98 წლის იაროსლავ ჰუნკა კანადის პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის არ ჩაუყვანია, ის პარლამეტის სპიკერმა, ენტონი როტამ მიიწვია. მოგვიანებით როტამ ბოდიში მოიხადა და გადადგა.  

როგორ მოხვდა იაროსლავ ჰუნკა კანადის პარლამენტში?  

Screenshot 2023 09 29 114502 რა დეზინფორმაციას ავრცელებს ალტ-ინფო კანადის პარლამენტში ნაცისტი ვეტერანის ვიზიტზე?
იაროსლავ ჰუნკა კანადის პარლამენტში. წყარო: CBC

23 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. მისი გამოსვლის შემდეგ პარლამენტის სპიკერმა, ენტონი როტამ თქვა, რომ დარბაზში ასევე იმყოფებოდა 98 წლის იაროსლავ ჰუნკა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა. წარდგენის შემდეგ იაროსლავ ჰუნკას დარბაზში ტაში დაუკრეს. 

“ჩვენთან დღეს იმყოფება უკრაინელ-კანადელი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, რომელიც იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის რუსების წინააღმდეგ და ჯარის მხარდაჭერას დღესაც აგრძელებს, 98 წლის ასაკშიც კი”. – თქვა ენტონი როტამ. 

იაროსლავ ჰუნკა მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, გერმანელების მხარეს, Waffen-SS-ის დივიზიაში იბრძოდა. Waffen-SS-ის გრენადერთა მე-14 დივიზია (“გალიცია”, პირველი უკრაინული დივიზია), ძირითადად, ეთნიკური უკრაინელებისგან შედგებოდა და მას ნაცისტები მეთაურობდნენ, მათ შორის, ჰაინრიხ ჰიმლერი. ომის შემდეგ ჰუნკა კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. 

მოგვიანებით, ენტონი როტამ განაცხადა, რომ ჰუნკას ნაცისტებთან კავშირის შესახებ არ იცოდა და ვეტერანის პარლამენტში მიწვევითა და მისთვის გმირის წოდებით შეცდომა დაუშვა. პარლამენტის სპიკერმა თანამდებობა დატოვა.  

“საჯარო აღიარებამ ადამიანებსა და საზოგადოებას ტკივილი მიაყენა, მათ შორის, კანადასა და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ებრაელებს. მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ ქმედებებზე”. – თქვა მან. 

მომხდარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფა უწოდა და ბოდიში მოიხადა კანადის პრემიერ-მინიტრმა, ჯასტინ ტრუდომაც. მისი თქმით, დიპლომატიური არხებით კიევსა და პრეზიდენტ ზელენსკის დაუკავშირდნენ და შემთხვევის გამო ბოდიში მოიხადეს. 

კანადაში პოლონეთის ელჩის თქმით, გადაიდგა ნაბიჯები, რათა დადგინდეს, იყო თუ არა ჰუნკა მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთში ჩადენილი დანაშაულების მონაწილე, რომ შემდეგ მისი პოლონეთში ექსტრადაცია მოხდეს. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: კანადა, უკრაინა
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist