ქალებთან დაკავშირებით თბილისის მერიის ჯილდოზე სატირული ინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

427
VIEWS

30 მაისს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1, 2) ტექსტის შემცველი ფოტო გამოაქვეყნეს, რომლის მიხედვითაც “თბილისის მერია, პოზიტიური განწყობის შექმნის გამო, ყოველ მეასე ულიფოდ მოსიარულე გოგოს დააჯილდოვებს”. ფოტოს “პირველი არხის” ლოგო აქვს.

Screenshot 2 ქალებთან დაკავშირებით თბილისის მერიის ჯილდოზე სატირული ინფორმაცია ვრცელდება

“პირველი არხის” სახელით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სატირული შინაარსი აქვს. არც “პირველ არხს”, და არც თვითონ თბილისის მერიას არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია, თითქოს, ბიუსტჰალტერის გარეშე მოსიარულეები, შესაძლოა, დაჯილდოვდნენ.

გავრცელებული ინფორმაცია “პირველი არხის” ფეისბუქ- და ინსტაგრამ გვერდებზე, ასევე არც ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არ არის. გარდა ამისა, ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია ბიუსტჰალტერის გარეშე მოსიარულე ყოველ მე-100 ქალს დააჯილდოებს, არც სხვა მედიაში იძებნება. ინფორმაცია, სავარაუდოდ, სატირული მიზნით გამოქვეყნდა, თუმცა პოსტების კომენტარებიდან ჩანს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ის რეალურად აღიქვეს.

რაც შეეხება ფოტოს, რომელზეც ქალი შავ საცურაო კოსტიუმშია გამოსახული, ის კომერციული მიზნით გამოსაყენებელი ვიზუალური მასალების პლატფორმებზე იძებნება და მისი შეძენა ყველას შეუძლია.

Screenshot 3 1 ქალებთან დაკავშირებით თბილისის მერიის ჯილდოზე სატირული ინფორმაცია ვრცელდება


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: მედია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist