ფოტომანიპულაცია, თითქოს ესპანეთში არქეოლოგებმა გიგანტი ადამიანების ნაშთები აღმოაჩინეს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

56
VIEWS

7 მაისს ფეისბუქ-ანგარიშმა Gaia Tiamat გამოაქვეყნა დიდი ზომის ჩონჩხის ფოტოები და პოსტი, რომელშიც წერს, რომ 2014 წელს   ჩრდილოეთ  ესპანეთში უძველესი ადამიანის ნაშთები აღმოაჩინეს, რომლებიც 200 მილიონი წლის წინანდელია. პოსტის მიხედვით, 200 მილიონი წლის წინ დედამიწაზე გიგანტური ზომის ცოცხალი არსებები ცხოვრობდნენ, რომლებიც თანამედროვე ჰომო საპიენსს ინტელექტუალური უნარებით აღემატებოდნენ. 

Screenshot 4 3 ფოტომანიპულაცია, თითქოს ესპანეთში არქეოლოგებმა გიგანტი ადამიანების ნაშთები აღმოაჩინეს

გავრცელებული პოსტი ფოტომანიპულაციას შეიცავს. რეალურად, ფოტოებზე გამოსახული დიდი ზომის ჩონჩხები არა ესპანეთში აღმოჩენილი უძველესი გიგანტური ადამიანის ნაშთები, არამედ ტაივანელი არტისტის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევარია, რომელიც ხალხური ზღაპრით იყო შთაგონებული. 2014 ესპანეთში არქეოლოგიური აღმოჩენები ნამდვილად გაკეთდა, თუმცა ისინი გიგანტ არსებებს არ უკავშირდება.

პოსტისთვის დართული ფოტოები გიგანტი არსებების, მათ შორის ადამიანების, არქეოლოგების მიერ 2014 წელს აღმოჩენილ ნაშთებს არ ასახავს. რეალურად, ფოტოები 2018 წელს ტაილანდში, თანამედროვე ხელოვნების გამოფენაზეა გადაღებული და ის ტაივანელი არტისტის ტუ ვეი-ჩენგის ინსტალაციას ასახავს. არქეოლოგიური გათხრის ასლის ინსტალაცია, რომელსაც გიგანტური ჩონჩხისა და გველის ფორმა აქვს, პლასტმასისგანაა დამზადებული. როგორც ტაილანდური მედია წერს, ხელოვანის შთაგონება კრაბის პროვინციაში (ტაილანდი) გავრცელებული ხალხური ზღაპარი იყო, რომლის მიხედვითაც გიგანტი გველს სიკვდილამდე ებრძოდა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

Screenshot 17 2 ფოტომანიპულაცია, თითქოს ესპანეთში არქეოლოგებმა გიგანტი ადამიანების ნაშთები აღმოაჩინეს

რაც შეეხება ესპანეთში 2014 წელს გაკეთებულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს, ისინი გიგანტი ადამიანების წარსულში არსებობასთან არაფერ კავშირშია. როგორც The Guardian წერს, მეცნიერების მიერ პრეისტორიული ხანის ადამიანის ნარჩენების პოვნას ადამაინის ევოლუციის ზოგად სურათს მნიშვნელოვნად არ ცვლის, თუმცა მცირედით ართულებს მას, რადგან იძლევა ახალ მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ ადამიანების მრავალი, ერთმანეთისგან განსხვავებული სახეობა ერთდროულად არსებობდა, რომლებიც ერთმანეთს მკაცრ გარემოში ეჯიბრებოდნენ.

გავრცელებული ფოტომანიპულაცია იმ კონსპირაციის ნაწილია, თითქოს მილიონობით წლების წინ დედამიწაზე გიგანტური ზომის არსებები ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ არსებობას დღემდე მალავენ. წლების განმავლობაში ამ კონსპირაციის არგუმენტად არაერთი ფოტომანიპულაცია ვრცელდება

წყაროს შესახებ

ფეისბუქ-ანგარიში Gaia Tiamat ანტივაქსერული და კონსპირაციული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. ამ ანგარიშზე დეზინფორმაციული გზავნილებიც არაერთხელ გამოქვეყნებულა:

Screenshot 18 2 ფოტომანიპულაცია, თითქოს ესპანეთში არქეოლოგებმა გიგანტი ადამიანების ნაშთები აღმოაჩინეს


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist