ფეისბუქზე ბექა გრიგორიადისის საპროტესტო ბანერის დარედაქტირებული ფოტო ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

40
VIEWS

6 ოქტომბერს ანონიმურმა ფეისბუქ-ანგარიშმა Kote Afxazi გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მარტის აქციების მონაწილე, დაპატიმრებული ლაზარე გრიგორიადისის მამას, ბექა გრიგორიადისს, სავარაუდოდ, “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამიას შეურაცხმყოფელი ბანერი უჭირავს და უცენზურო სიტყვით მოიხსენიებს. ფოტოზე პარლამენტის უკან მდებარე ტერიტორია ჩანს.   ფოტოს ონლაინ მედია ,,პუბლიკას“ ლოგო აქვს თანდართული. 

Screenshot 2023 11 09 150716 ფეისბუქზე ბექა გრიგორიადისის საპროტესტო ბანერის დარედაქტირებული ფოტო ვრცელდება

გავრცელებული პოსტი ფოტოფაბრიკაციას წარმოადგენს. რეალურად, ფოტო, ე.წ. ,,კარვების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე 5 ოქტომბერს არის გადაღებული, ხოლო ბანერზე წარწერა შეცვლილია და “ირაკლი” ჩანაცვლებულია “გვარამიათი”. 

იმ ფაქტს, რომ ფეისბუქზე გავრცელებული ფოტო, ,,პუბლიკას“ მიერ გამოქვეყნებული სტატიიდან არის აღებული, ონლაინ მედიის ლოგო და ჩარჩოც ადასტურებს. 

დარედაქტირებული ფოტო                                      ,,პუბლიკას“ ავთენტიკური ფოტო
Screenshot 2023 11 09 150723 ფეისბუქზე ბექა გრიგორიადისის საპროტესტო ბანერის დარედაქტირებული ფოტო ვრცელდება Screenshot 2023 11 09 150729 ფეისბუქზე ბექა გრიგორიადისის საპროტესტო ბანერის დარედაქტირებული ფოტო ვრცელდება

ფოტოს ავთენტიკური ვერსია, 5 ოქტომბერს, ,,პუბლიკას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ბანერი, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძის განცხადებებისადმი პროტესტს წარმოადგენს. კობახიძემ ბექა გრიგორიადისის შვილი, ,,მოლოტოვის კოქტეილის სროლის” საქმეზე დაკავებული, ლაზარე გრიგორიადისი, ,,ყველანაირ ორიენტაცია არეულ“, ,,გზას აცდენილ კაცად“ მოიხსენია. კობახიძემ ეს ტერმინი სხვა ახალგაზრდებთან მიმართებითაც გამოიყენა, ვინც მის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა. 

,,პუბლიკას“ მიხედვით, 5 ოქტომბერს ბექა გრიგორიადისი პარლამენტის უკან გამართული აქციიდან სამართალდამცავებმა გაიყვანეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები წარედგინა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობდა. პარლამენტთან შეკრებილები “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას აპროტესტებდნენ. “კარვების კანონის” თანახმად, იზღუდება შეკრებისა ან მანიფესტაციის დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობა  “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების  და  მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”.


მოამზადა ელის ბაქრაძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist