ფაიზერის გვერდითი ეფექტი თუ ძველი დაავადება – რატომ დაკარგა გოგონამ გონება ისრაელში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

68
VIEWS

27 და 29 ოქტომბერს ფეისბუქ მომხმარებლებმა ლილუ ლილუ და Maka Sakhelachvili გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ხალხმრავალი ქუჩიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონა სასწრაფო დახმარების მანქანით გადაჰყავთ. მამაკაცი, რომელიც ვიდეოს იღებს ებრაულ და ინგლისურ ენებზე ამბობს, რომ Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინამ სრულიად ჯანმრთელ გოგონაზე ასეთი შედეგი იქონია. ფეისბუქ მომხმარებლების აღწერების მიხედვითაც, ვიდეო ვაქცინის გაკეთების შემდეგაა გადაღებული და მის მიერ გამოწვეულ გვერდით ეფექტს ასახავს.

 

""
მტკიცება იმის შესახებ, რომ ვიდეოში ასახული გოგონას მდგომარეობა Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინამ გამოიწვია, ყალბია. გოგონას ქუჩაში ფსიქოგენური არაეპილეფსიური კრუნჩხვების (PNES) ეპიზოდი ჰქონდა, სოციალურ ქსელში თავად მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, მას ამ დაავადების დიაგნოზი უკვე 9  წელია აქვს და PNES შედეგად კრუნჩხვები და გონების დაკარგვა ვაქცინაციასთან კავშირში არაა. 

იდენტური ვიდეო სხვადასხვა უცხოურ წყაროებშიც გავრცელდა, სოციალური ქსელების მომხმარებლები ირწმუნებოდნენ, რომ Pfizer-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის შემდეგ გოგონას კრუნჩხვები განუვითარდა და გონება დაკარგა. ინფორმაცია ბელგიურმა გამოცემა Knack.be-ის ფაქტების ანალიტიკოსებმა გადაამოწმეს. გამოცემის მიხედვით, გოგონას ფსიქოგენური არაეპილეფსიური კრუნჩხვების (PNES) დიაგნოზი აქვს და ვიდეოში ასახული მისი მდგომარეობა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას არ უკავშირდება.

ვიდეოში ასახული გოგონა ჰენდი არმენია. მან 31 ოქტომბერს საკუთარ ფეისბუქზე საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვიდეოს ავტორი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა არა ვაქცინას, არამედ ფსიქოგენური არაეპილეფსიური კრუნჩხვებს (PNES) უკავშირდება და ის ამ დაავადებას უკვე 9 წელია ებრძვის.

"
გოგონამ პოსტს 26 ოქტომბერს კლინიკაში გადაღებული საკუთარი ფოტო დაურთო, არმენის მიხედვით, მას PNES-ის ეპიზოდი სწორედ 26 ოქტომბერს იერუსალიმის ერთ-ერთ ქუჩაზე ჰქონდა და მდგოამრეობის გაუმჯობესების შემდეგ ფოტო მოგვიანებით კლინიკაში გადაიღო. გოგონამ კლინიკაში მისი ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტიც გამოაქვენა. პოსტში ნათქვამია ისიც, რომ PNES-ის შედეგად გამოწვეული კრუნჩხვები გოგონას სექსუალური ძალადობის გადატანის შემდეგ აწუხებს.

PNES ეპილეფსიურ კრუნჩხვებს ჰგავს, თუმცა მათგან განსხვავებით არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური მიზეზები აქვს, დაავადების დიაგნოსტირება და მკურნალობა რთულია.

პირველ ნოემბერს ჰენდი არმენთან ინტერვიუ ისრაელის მე-13 არხმა ჩაწერა

"
ინტერვიუს აღწერაში ნათქვამია, რომ ჰენდი არმენის წარსულში გადატანილი ტრავმის გამო გამოწვეული დაავადების შედეგები სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ვაქცინაციის შესახებ შიშების დასათესად და სიცრუის გასავრცელებლად გამოიყენეს.

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების გვერდითი ეფექტების ამსახველი მანიპულაციური და ყალბი ვიდეოები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist