“პაციენტი რეანიმაციიდან” თუ საექთნო სკოლის მანეკენი სტუდენტებისთვის?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

87
VIEWS

13 თებერვალს ფეისბუქ-მომხმარებელმა Zviad Gogiashvili ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, რომ საავადმყოფოს საწოლზე ერთი შეხედვით მოხუცი ქალი წევს, თუმცა ვიდეოს ავტორი აჩვენებს, რომ რეალურად ის მანეკენია. გოგიაშვილმა ვიდეოს შემდეგი ტექსტი დაურთო: “გადავსებული კლინიკები” და “მომაკვდავი პაციენტები რეანიმაციაში” – აი, ასე იდგმებოდა “პანდემიური კინო”!

Screenshot 3 12 “პაციენტი რეანიმაციიდან” თუ საექთნო სკოლის მანეკენი სტუდენტებისთვის?

გოგიაშვილის პოსტი ვიდეომანიპულაციაა, რადგან ის ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ორიგინალი ვიდეოს 15 წამით შემოკლებული ვერსიაა. რეალურად, ვიდეოში ნაჩვენებ სუპერ რეალისტურ მანეკენს კორონავირუსის პანდემიასთან და “გადავსებულ კლინიკებთან” არაფერი აკავშირებს. ვიდეო აშშ-ში ერთ-ერთი საექთნო სკოლის ლაბორატორიაშია გადაღებული და მანეკენი სტუდენტების პრაქტიკისთვის გამოიყენება.

ვიდეოს პირველწყარო ტიკ-ტოკის მომხმარებელი lilrashwin-ია, რომელიც საექთნო სკოლაში სწავლობს, მის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს ბოლო 15 წამი მოაჭრეს და კონტექსტიდან ამოგლეჯილად გაავრცელეს. ორიგინალ ვიდეოში ნათქვამი იყო, რომ “მოხუცი ქალი” რეალისტური მანეკენია და მომავალი ექთნების პრაქტიკისთვის ლაბორატორიაშია განთავსებული.

ვიდეო ფრანგულმა გამოცემა France 24 The Observers-მა გადაამოწმა. სტატიაში აღნიშნულია, რომ lilrashwin-მა მანეკენის ვიდეო 3 თებერვალს გამოაქვეყნა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ტვიტერის ანგარიშებმა ვიდეო ისე გაავრცელეს, თითქოს მასში ნაჩვენებ მანეკენს კორონავირუსით ინფიცირებულ “ყალბ პაციენტად” იყენებდნენ, რათა ხალხი მოეტყუებინათ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ორიგინალი ვიდეო, რომელიც   lilrashwin-ის ტიკ-ტოკზე აღარ იძებნება, 15 წამით შეამოკლეს, რამაც მისი კონტექსტიდან ამოგლეჯა განაპირობა. ორიგინალი ვიდეოს ბოლოს ავტორი განმარტავდა, რომ რეალისტური მანეკენი სამედიცინო სკოლის ლაბორატორიაში სტუდენტი ექთნების პრაქტიკისთვისაა განთავსებული. გარდა ამისა, მომავალ ექთანს მანეკენთან გადაღებული ვიდეო 2 თებერვალსაც ჰქონდა გამოქვეყნებული. The Observers-ის სტატიას ამ ვიდეოს სქრინშოთიც ახლავს.

Screenshot 4 11 “პაციენტი რეანიმაციიდან” თუ საექთნო სკოლის მანეკენი სტუდენტებისთვის?

წყარო: France 24 The Observers

lilrashwin-ის ტიკ-ტოკზე კიდევ ერთი ვიდეო აქვს გამოქვეყნებული, რომელშიც კვლავ მანეკენზე საუბრობს და ხსნის, რომ ვიდეოში ნაჩვენები “ქალი” ნამდვილი ადამიანი არ არის, ის სინამდვილეში მომავალი ექთნების პრაქტიკისთვის განკუთვნილი სუპერ რეალისტური მანეკენია და ლაბორატორიას 12 მსგავსი მანეკენი აქვს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ვიდეო საავადმყოფოში არაა გადაღებული.

Screenshot 5 8 “პაციენტი რეანიმაციიდან” თუ საექთნო სკოლის მანეკენი სტუდენტებისთვის?

მანეკენებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა, კონკრეტულად  კი 2020 წლის დეკემბერში შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრ ალან ბერსეს ფოტო გავრცელდა, თითქოს მან საავადმყოფოებში მანეკენები მოინახულა. ფოტოს პანდემიასთან დაკავშირებული კონსპირაციების ერთგვარ მტკიცებულებად იყენებდნენ. რეალურად  ფოტო სტუდენტების პრაქტიკისთვის განკუთვნილ ოთახში, ალან ბერსეს უნივერსიტეტში ვიზიტის დროსაა გადაღებული. 

Screenshot 6 8 “პაციენტი რეანიმაციიდან” თუ საექთნო სკოლის მანეკენი სტუდენტებისთვის?


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist