ვაქცინაციის პროცესის ამსახველი ვიდეოების კოლაჟი მანიპულაციურად ვრცელდება

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

128
VIEWS

1 თებერვალს ფეისბუქ-პროფილმა Elen Elen-მა ჯგუფში კორონა მაფია გიორგი მჭედლიშვილის მიერ 2020 წლის 24 დეკემბერს ატვირთული ვიდეო გააზიარა. ვიდეო სხვადასხვა ადამიანის ვაქცინაციის პროცესის კადრების კოლაჟს ასახავს, ერთ-ერთ ფრაგმენტში კი ჩანს, რომ ინექციის შეყვანის შემდეგ ექთანს ხელში შპრიცი უჭირავს, ნემსი კი არ ჩანს. გარდა ამისა, ვიდეოში არის ერთი მონაკვეთი, რომელშიც მამაკაცი აჩვენებს შპრიცს, რომელსაც შიგნით მილი აქვს და ზამბარისებურად იკეცება. ვიდეოში ერთ-ერთ კადრად ასევე ჩანს ფოტო, რომელშიც საწოლებში მანეკენები წვანან. გარდა ამისა, ვიდეოში გამოყენებულია 2 კადრი, რომლებზეც ვაქცინაციის დროს ექთნებს დამცავი თავით დახურული შპრიცები უჭირავთ და 1 კადრი, რომელშიც ექთანს მხოლოდ შპრიცი, ნემსის გარეშე უჭირავს ხელში. პოსტის ავტორი ვიდეოს თანმხლებ კომენტარში წერს: “სერიიდან “გვატყუებენ ამათ დდშ.. !! #კორონააფიორები”.

 

;

3 თებერვლის მდგომარეობით, გიორგი მჭედლიშვილის ატვირთულ ვიდეოს 2500 ნახვა და 90 გაზიარება აქვს.

ვაქცინაციის პროცესის ამსახველ კიდევ ერთ ვიდეოს პორტუგალიური წყარო ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, თითქოს, შპრიცი ცარიელია და ექთანს ინექცია სათანანოდ არ შეჰყავს. 3 თებერვლის მდგომარეობით, Daniel MP Mota-ს პოსტს 226 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.

;

ვიდეოკოლაჟი მანიპულაციურია, რადგან რეალური კონტექსტის გარეშე სხვადასხვა კადრის ერთმანეთთან დაკავშირება არასწორ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს ადამიანები ვაქცინას რეალურად არ იკეთებენ და საავადმყოფებში პაციენტების მაგივრად მანეკენები წვანან.

1. ვაქცინაციისას “ყალბი შპრიცები” არ გამოიყენება. კადრები, რომელშიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ მხოლოდ შპრიცი ჩანს და ნემსი არა, ე.წ უსაფრთხო შპრიცის გამოყენებას ასახავს. დასაკეცი შპრიცი კი ფილმის რეკვიზიტად გამოიყენება და ფრაგმენტი რეკვიზიტების განმარტებითი კლიპიდან ვაქცინაციის ვიდეოკოლაჟს მანიპულაციუარად ერთვის. 

პირველი კლიპი, რომელიც ვიდეოში ჩანს ბრიტანული ტელეკომპანია BBC-ის ეთერიდანაა ამოჭრილი. ვიდეოში ჩანს, რომ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ექთანს ხელში მხოლოდ შპრიცი უჭირავს, ნემსი კი არ ჩანს. ანტივაქსერულმა ჯგუფებმა აღნიშნული კლიპი დიდ ბრიტანეთშიც მანიპულაციურად გაავრცელეს, ისინი ირწმუნებოდნენ, რომ COVID-19-ის ვაქცინა არ არსებობს და საზოგადოების მოსატყუებლად ყალბ შპრიცებს იყენებენ.

;

ბიბისი წერს, რომ აღნიშნულ კლიპში სამედიცინო პერსონალი უსაფრთხოების შპრიცს (Safety syringe) იყენებენ. აღნიშნული შპრიცის გამოყენების შემდეგ მისი ნემსი მოწყობილობის კორპუსში ბრუნდება, ამ ტიპის შპრიცები 10 წელზე მეტია გამოიყენება და ისინი სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს დაზიანებისა და ინფექციისგან იცავს.

;

;

ვიდეოკოლაჟში მანიპულაციურადაა ჩასმული კლიპი, რომელშიც მამაკაცი დასაკეც შპრიცზე საუბრობს. რეალურად “უსაფრთხოების შპრიცი” და დასაკეცი შპრიცი ორი სხვადასხვა დანიშნულების ნივთია მეორე კლიპიდან.

მამაკაცი, რომელიც ვიდეოში დასაკეც შპრიცს აჩვენებს სკოტ რიდერია, ის ფილმების რეკვიზიტებზე მუშაობს. სრულ ვიდეოში რიდერი სამ რეკვიზიტს განიხილავს, ესენია: დანა, ყინულის სატეხი და შპრიცი, სამივე მათგანი იკეცება, რათა ფილმებში გამოყენებისას უსაფრთხო იყოს.

;

აღსანიშნავია, რომ რიდერმა ვიდეო ჯერ კიდევ 2020 წლის სექტემბერში გამოაქვეყნა და მას COVID-19-ის ვაქცინა საერთოდ არ უხსენებია.

რიდერმა ფრანგულ გამოცემა 20 Minutes-ს უთხრა, რომ ვიდეო მისი ნებართვის გარეშე გამოიყენეს და ვიდეოზე დაფუძნებულ თეორიებს მხარს არ უჭერს.

2. ფოტო, რომელზეც მანეკენები ჩანს არა საავადმყოფოში, არამედ უნივერსიტეტის ოთახშია გადაღებული და მანეკენები სიმულაციური სწავლებისთვის გამოიყენება

ვიდეოში ჩანს ფოტო, რომელზეც საწოლებში მწოლიარე მანეკენებია გამოსახული.

;

აღნიშნული ფოტო The Associated Press-მა გადაამოწმა. გამოცემა წერს, რომ თავდაპირველად აღნიშნული ფოტო არასწორი აღწერით შვეიცარულმა გამოცემამ გაავრცელა და დაწერა, რომ შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრმა ალან ბერსემ საავადმყოფოებში მანეკენები მოინახულა, შემდეგ კი სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ფოტო კორონავირუსთან დაკავშირებული კონსპირაციების ერთგვარ მტკიცებულებად გაავრცელეს, ისინი წერდნენ, რომ საავადმყოფოები კოვიდ-პაციენტებით სავსე არაა და პანდემია თაღლითობაა.

რეალურად ფოტო შვეიცარიის ჯანდაცვის მინისტრის, ალან ბერსეს უნივერსიტეტში 2020 წლის 16 დეკემბრის ვიზიტს ასახავს და ის არა საავადმყოფოში, არამედ სტუდენტების პრაქტიკისთვის განკუთვნილ ოთახშია გადაღებული, სამედიცინო მანეკენები კი პაციენტების სიმულაციისთვის გამოიყენება.

3. ვიდეოში ვაქცინის გაკეთებამდე ან მის შემდეგ გადაღებული კადრებია ასახული, კადრებში მონაწილე პირებმა დაადასტურეს, რომ ნამდვილად გაიკეთს ვაქცინა, თუმცა 3-დან 2 შემთხვევას კოვიდ-19-ის ვაქცინასთან კავშირი არ აქვს

ვიდეოკოლაჟში ზოგიერთი კადრი ვაქცინის გაკეთებამდე ან გაკეთების შემდეგაა გადაღებული, სწორედ ამიტომ ისინი მანიპულაციურ კონტექსტს ქმნიან.

ვიდეოში ჩანს ლონდონის მერის, სადიქ ხანის ფოტო ვაქცინაციის დროს, თუმცა შპრიცი, რომელიც ექთანს უჭირავს დამცავი თავითაა დაფარული. სოციალურ ქსელში ფოტო იმ გზავნილით გაავრცელეს, რომ სადიქ ხანს ვაქცინა არ გაუკეთებია და ფოტო ხალხის მოსატყუებლად გადაიღო.

;

რეალურად კი, აღნიშნული ფოტო სადიქ ხანმა ტვიტერზე თვითონვე გამოაქვეყნა, თუმცა ის 28 სექტემბერსაა გადაღებული, ჯერ კიდევ მაშინ, როცა COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესი დაწყებული არ იყო. სადიქ ხანი ტვიტში აღნიშნავს, რომ გრიპის სეზონი ახლოვდება და მოსახლეობას გრიპის ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

;

ფრანგული გაზეთი Le Monde სადიქ ხანის ოფისს დაუკავშირდა, მათ აღნიშნეს, რომ ლონდონის მერმა გრიპის ვაქცინა ნამდვილად გაიკეთა, ფოტო კი ვაქცინის გაკეთებამდეა გადაღებული.

ვიდეოში მეორე ასეთ კადრში ავსტრალიის შტატ ქუინსლენდის პრემიერ-მინისტრი ანასტაცია პალაშჩუკი ჩანს, რომელიც ვაქცინას იკეთებს, თუმცა ამ შემთხვევაშიც შპრიცი დამცავი თავითაა დაფარული.

;

ლონდონის მერის შემთხვევის მსგავსად, არც ეს კადრები ასახავს COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესს, 2020 წლის 29 აპრილს ქუინსლენდის პრემიერიც გრიპის ვაქცინას იკეთებდა. ავსტრალიური ტელეარხ 7NEWS-ის კადრებში ჩანს, რომ პალაშჩუკმა გრიპის ვაქცინა გაიკეთა, შემდეგ კი ფოტოგრაფებმა აღნიშნეს, რომ გადაღება ვერ მოასწრეს, სწორედ ამის გამო ექთანმა შპრიცს დამცავი თავი გაუკეთა, რაც გავრცელებულ ფოტოებშიც ჩანს. ვაქცინაციის ამსახველი ვიდეო პალაშჩუკმაც გამოაქვეყნა.

;

გარდა ამისა, ვიდეოში გამოყენებულია ებრაელი პოლიტიკოსის ბენი ბენ მუვჩარის ვაქცინაციის შემდეგ გადაღებული კლიპი. ვიდეოში ჩანს, რომ ექთანს შპრიცი მუვჩარის მხარზე აქვს მიდებული, თუმცა ნემსი არ ჩანს, ვიდეო სოციალურ ქსელში წინა ორი შემთხვევის იდენტური გზავნილით ვრცელდებოდა, რომ პოლიტიკოსს რეალურად ვაქცინა არ გაუკეთებია.

;

ვიდეო The France 24 Observers-მა გადაამოწმა, სტატიაში აღნიშნულია, რომ რეალურად, საავადმყოფომ მუვჩარს მისთვის მოკლე ვიდეოს გადაღება სთხოვა, რომელშიც ის სამედიცინო პერსონალს მადლობას გადაუხდიდა და საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, ამ ვიდეოს გადაღების მომენტში მას ვაქცინა უკვე გაკეთებული ჰქონდა და სწორედ ამიტომ ექთანს შპრიცი უბრალოდ მის მხარზე ჰქონდა მიდებული. პოლიტიკოსმა ვაქცინაციის ამსახველი რეალური ვიდეო საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.

;

4. ბრაზილიაში ვაქცინაციის პროცესის ამსახველი ვიდეოს სრულ ვერსიაში ჩანს, როგორ ამზადებენ ვაქცინის დოზას ასაცრელისათვის და შპრიცი ცარიელი არ არის

ვაქცინიაციის პროცესის ამსახველი ვიდეო, რომელიც პორტუგალიურმა წყარომ გაავრცელა, ადგილობრივმა ფაქტ-ჩეკერებმა გადაამოწმეს. ქალი, რომელიც ვიდეოში ჩანს, ბრაზილიის ქალაქ კიშადაში ჯანდაცვის მრჩეველი ბენედიტ ოლივიერაა. გავრცელებულ ვიდეოს მუნიციპალური ადმინისტრაცია გამოეხმაურა, მათ აღნიშნეს, რომ ვაქცინის 0.5 მილიგრამიანი დოზის გამო, შესაძლოა, სითხე თითქმის შეუმჩნეველი იყოს. გარდა ამისა, ბრაზილიური გამოცემა OPOVO-მ გამოაქვეყნა ვაქცინაციის პროცესის ამსახველი ვიდეო, რომლის მე-3 წუთიდანაც ჩანს, რომ  სამედიცინო პერსონალი ბენედიტ ოლივიერასთვის ვაქცინის დოზას ამზადებს.

;


არქივის ბმულები:
გიორგი მჭედლიშვილი-ს პოსტი
Daniel MP Mota-ის პოსტი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist