რუსული ფეისბუქ ანგარიშები და Царьград ნავალნის გარდაცვალებას ფაიზერის ვაქცინას უკავშირებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

345
VIEWS

ნავალნის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა ეჭვები იმის შესახებ, თითქოს ნავალნის მოულოდნელი გარდაცვალება  ფაიზერის ვაქცინით იყო გამოწვეული. ქართულ (1,2,3) და რუსულენოვანი ფეისბუკ მომხმარებლები (1,2,3,4,5,6,7,8,9,10) ამტკიცებენ, რომ ნავალნი Pfizer-ის ვაქცინით გამოწვეული თრომბოზის გამო გარდაიცვალა და იმ 20%-ს შორის მოხვდა, ვისაც ვაქცინაციის გვერდითი ეფექტების გამო სიკვდილი ელოდა. პოსტების ნაწილში აღნიშნულია, რომ ნავალნის ფაიზერის 3 დოზა ჰქონდა გაკეთებული, ნაწილი კი წერს, რომ ის 4-5 ჯერ იყო აცრილი, რამაც კიდევ მეტად გაზარდა გარდაცვალების რისკი. ინფორმაციის ლეგიტიმაციის მიზნით, რუსულენოვან ფეისბუკ პოსტებში ასევე ხაზგასმულია, რომ ნავალნის სიკვდილის ეს ვერსია დასავლური წყაროებიდან გავრცელდა.  

ასევე აღსანიშნავია, რომ რუსულენოვანმა ფეისბუქ ანგარიშებმა ინფორმაცია ერთი და იმავე სქრინშოთით და თითქმის იდენტური ტექსტით გამოაქვეყნეს. “მითების დეტექტორმა” რუსულენოვანი 20-ზე მეტი ანგარიში აღრიცხა, რომლებიც 17-18 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტებში ნავალნის გარდაცვალებას ფაიზერს უკავშირებდნენ.

იდენტური ინფორმაცია კრემლის პროპაგანდისტულმა მედიამ  Царьград-მაც გაავრცელა.

ნავალნინავალნი

ნავალნი

ნავალნი

ამ დროისთვის ნავალნის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი  არ არის გამოცხადებული, შესაბამისად, მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნავალნის სიკვდილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შედეგია, არ არსებობს. გარდა ამისა, არ არის დადასტურებული, საერთოდ იყო თუ არა ნავალნი ვაქცინირებული ფაიზერის ვაქცინით. დასავლური წყაროები, რომელსაც პოსტის ავტორები ციტირებენ, რეალურად, არა სანდო მედიები ან ექსპერტები, არამედ სოციალური ქსელის, X-ის მომხმარებლები არიან.

16 თებერვალს პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იამალის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანახმად, გასეირნების შემდეგ ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და თითქმის მაშინვე გონება დაკარგა.

17 თებერვალს, Полярный волк-ის თანამშრომლებმა ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას და მის ადვოკატს აცნობეს, რომ პოლიტიკოსი “უეცარი სიკვდილის სინდრომით” (синдром внезапной смерти) გარდაიცვალა. თუმცა,  დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის (МКБ-10) ვერსიაში, რომლითაც რუსმა ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ, გარდაცვალების ასეთი ფორმულირება არ არსებობს. რაც შეეხება „უეცარ კარდიულ სიკვდილს“ ან „მყისიერ სიკვდილს“,  რომლებიც ნახსენებია МКБ-10-ში, ამ ორივე  მიზეზის დადგენა მხოლოდ გვამის გაკვეთის შემდეგ არის შესაძლებელი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ნავალნის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად „საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების კომპლექსი“  ჩატარდება და მისი ცხედარი მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გადაეცემა ოჯახს.  მაშინ, როცა ალექსეი ნავალნის დედას, ლუდმილა ნავალნაიას შვილის სიკვდილის შესახებ აცნობეს, გვამი გაკვეთილი არ იყო.

ექიმმა ალექსეი პოლუპანმა, რომელიც ნავალნის მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა,  Meduza-სთან ინტერვიუში ეჭვქვეშ დააყენა ნავალნის გარდაცვალების კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზი, რომელიც პროპაგანდისტულმა არხმა RT-მ დაასახელა, რომ თითქოს პოლიტიკოსი სისხლის შედედების შედეგად გარდაიცვალა.  ექიმის თანახმად, თრომბოემბოლია შეიძლება აჩვენოს მხოლოდ აუტოფსიამ და გარდაცვალების ამ მიზეზის დასადგენად სხვა მეთოდები არ არსებობს. შესაბამისად, მტკიცებულების გარეშეა ეჭვი, რომლის თანახმადაც ნავალნი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცნის მიერ გამოწვეული თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.

პოლუპანმის თქმით, ნავალნისთვის არ არსებობდა თრომბოემბოლიის რაიმე ობიექტური რისკი – ქვედა კიდურების ვენების დაავადებები, თრომბოფილია, თრომბოზი და ა.შ. ყველაზე ხშირად, თრომბები ფილტვის არტერიებში ქვედა კიდურების და მენჯის ვენებიდან ხვდებიან. შესაბამისად, რისკფაქტორებს ფეხებთან დაკავშირებული პრობლემები, მაგალითად, მოტეხილობების შემდეგ ხანგრძლივი იმობილიზაცია, ან მენჯის ორგანოებში ონკოლოგიური პროცესები წარმოადგენს, რაც ნავალნის არ აღენიშნებოდა. სიცოცხლისთვის საშიში  არც ზურგის პრობლემები და ადრე გადატანილი პნევმონია იყო, არ ყოფილა. ნავალნის ექიმმა ასევე ისაუბრა იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელშიც არა მხოლოდ ნავალნი, არამდედ ნებისმიერი ადამიანი იქნებოდა ციხეში არსებული პირობების გათვალისწინებით. აღსანიშნავია ისიც, რომ 15 თებერვალს ტელეგრამ-არხმა SOTAvision სასამართლოს სხდომის ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნავალნი ვიდეოზარით იყო ჩართული. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ ვიდეოში ალექსეი მხნე, ჯანმრთელი და მხიარულია.

ნავალნი

იყო თუ არა ნავალნი აცრილი ფაიზერის ვაქცინით?

ასევე, უცნობია იყო თუ არა ალექსეი ნავალნი აცრილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით. ამის შესახებ ინფორმაცია არც ნავალნის და მის ოჯახის წევრებს  და არც რუსეთის ხელისუფლებას არ გაუვრცელებია. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო არ ყოფილა

ნაკლებ სავარაუდოა, რომ ნავალნი, კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემთხვევაში ფაიზერის ვაქცინით ყოფილიყო აცრილი, რადგან იმ პერიოდში, როდესაც ის გერმანიაში იმყოფებოდა, მისი ასაკობრივი ჯგუფისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი არ იყო, ხოლო რუსეთში დასავლური ვაქცინები არ გამოიყენება.

რომელ წყაროს ეყრდნობიან ფეისბუქ ანგარიშები?

სქრინშოთზე, რომელიც ფეისბუკზე გავრცელებულ პოსტებს აქვს დართული, სოციალურ ქსელ X-ის ხუთი მომხმარებლის პოსტი ჩანს, რომლებიც ნავალნის გარდაცვალებას ფაიზერის ვაქცინას უკავშირებენ.  პირველი პოსტის ავტორი John Mappin QAnon მოძრაობის მიმდევარი, ცნობილი კონსპიროლოგი და ანტივაქსერია, რომელიც Carlton Club-ში “ვაქცინის სკეპტიკოსების” შეკრებას უმასპინძლა. ამ ღონისძიებას ესწრებოდა ენდრიუ ბრიჯენი, რომელმაც კოვიდსაწინააღმდეგო აცრები ჰოლოკოსტს შეადარა, ასევე ესწრებოდნენ ანტივაქსერები რიჩარდ მელოუნი და რაიან კოული.    დანარჩენი ოთხი ანგარიშიდან სამის (@clandestine46, @g68_john, @mafisa444)  იდენტიფიცირება შეუძლებელია, რაც მათ სანდოობას ეჭქვეშ აყენებს, ერთი მათგანი კი, სავარაუდოდ, ხუმრობს.

navalni tsqharoebi რუსული ფეისბუქ ანგარიშები და Царьград ნავალნის გარდაცვალებას ფაიზერის ვაქცინას უკავშირებენ

ფეისბუკ-ანგარიშების ნაწილს  (1,2) დასავლურ წყაროდ, რომელიც ნაცალნის ვაქცინის შედეგად გარდაცვალებას ამტკიცებს Daily Mail-ის სქრინშოთი ჰქონდათ წარმოდგენილი, თუმცა Daily Mail-ის ამ სტატიაში არაა ნახსენები, რომ ნავალნის სიკვდილი “ფაიზერის” ვაქცინამ გამოიწვია და ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნი “უეცარი სიკვდილის სინდრომით” გარდაიცვალა, როგორც ეს პოლიტიკოსის დედას  საგამოძიებო სამსახურმა უთხრა.

ლექსეი ნავალნი, რუსეთში ყველაზე ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2021 წელს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, პირდაპირ აეროპორტში დააკავეს. გერმანიაში ის მკურნალობის კურსს მას მერე გადიოდა, რაც  რუსული ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. რუსეთის სასამართლომ ნავალნის ბრალი არაერთხელ დაუმძიმა, გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ რამდენჯერმე შეცვალა საპატიმრო.  
2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში “Полярный волк”, რომელიც იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში მდებარეობს. 14 თებერვალს ნავალნი სულ მცირე 27-ედ  გადაიყვანეს კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში, სადაც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევდა ყოფნა.

წყაროების შესახებ:

Lado Qartvelishvili ფეისბუკ ჯგუფის “ანტილაბ-საქართველო”  ადმინისტრატორია. ჯგუფი “ანტილაბ-საქართველო” ორგანიზაცია Antilab-თან არის დაკავშირებული. ორგანიზაცია “ამერიკულ ბიოლაბორატორიებს” და ბიოლოგიურ იარაღს ეწინააღმდეგება და ამ საკითხზე სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიას და დეზინფორმაციას ავრცელებს. ამ ჯგუფში ქართველიშვილის მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.

ფეისბუკ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.

ფეისბუკ-ანგარიში Oleg Dor პრორუსული და ანტიდასავლური შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მას დეზინფორმაციები წარსულშიც გამოუქვეყნებია (1, 2, 3).

არქივი:
Царград
ქართულენოვანი ფეისბუკ პოსტები 1, 2, 3
რუსულენოვანნი ფეისბუკ პოსტები 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist