რუსული მედია ნავალნის დედის სახელით გაყალბებულ მიმართვას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

რუსული მედია
632
VIEWS

22-23 თებერვალს რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა (1,2,3) მათ შორის EurAsia Daily-მ და Комсомолская Правда-ს რადიომ გამოაქვეყნეს აუდიო ჩანაწერი, რომელშიც მედიების თანახმად, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დედა, ლუდმილა ნავალნაია ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას ალექსეი ნავალნის ქონების საკუთარ სახელზე გადაწერაში, შვილებს შორის განხეთქილების ჩამოგდებაში, ქმრის რუსეთში დაბრუნების იძულებაში, ნავალნის ხმის “მითვისებასა” და მისი სიკვდილით ვაჭრობაში ადანაშაულებს.

აუდიო ჩანაწერი აქტიურად გავრცელდა რუსულ სოციალურ ქსელებშიც Vkontakte-ზე (1,2,3,4,5) და Odnoklasniki-ზე (1,2,3,4,5). ჩანაწერი გამოქვეყნდა YouTube-ზეც (1,2).

რუსული მედიასაშუალების სტატია ქართულენოვან ჯგუფში “პროტესტი” გაზიარდა.

რუსული მედია

რუსული მედია

გავრცელებული აუდიოჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირების ნიშნებს შეიცავს. ჩანაწერთან დაკავშირებით ნავალნის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, რომ კრემლი მსგავსი ფეიკების გავრცელებას მომავალშიც შეეცდება.

გავრცელებული აუდიო-ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირების ნიშნებს შეიცავს. ჩანაწერი ხარვეზიანია და მას არაბუნებრივი, მექანიკური ხმა აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ ჩანაწერის გავრცელებამდე გამოქვეყნდა ლუდმილა ნავალნაიას ორი ოფიციალური ვიდეო მიმართვა (1,2), რომლებთან შედარებითაც გავრცელებული აუდიო-ჩანაწერის ხელოვნურობა კიდევ უფრო შესამჩნევია. იქიდან გამომდინარე რომ ლუდმილა ნავალნაიას საუბრის ბევრი ვიდეო და აუდიო მაგალითი თავისუფალ წყაროებში არ მოიძებნება, შესაძლოა, რომ გაყალბებული ჩანაწერის გენერირებისთვის ეს ორი ოფიციალური ვიდეომიმართვა ყოფილიყო გამოყენებული. 

ვიდეოს გავრცელების შემდეგ ის ესტონეთში დაფუძნებულმა რუსულენოვანმა ფაქტების გადამოწმების სამსახურმა Проверено-მ გადაამოწმა. გამოცემამ აუდიო-ჩანაწერის გავრცელება შეისწავლა და ყველაზე ადრე ჩანაწერს ტელეგრამ-არხზე Сигнал-ზე მიაკვლია. ამ არხზე აუდიო ჩანაწერი 22 თებერვალს მოსკოვის დროით 08:29-ზე გამოქვეყნდა. პოსტის თანახმად, ჩანაწერი მედიაში გავრცელდა, თუმცა კონკრეტული წყაროები არ ყოფილა დასახელებული. Проверено აღნიშნავს, რომ ამ არხს ყალბი ინფორმაცია და დეზინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. ხოლო Мeduza-ს, Important Stories და Тhe Bell-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, Сигнал-ს ბლოგერი ეკატერინა არგანოვიჩი (Катруся) მართავს, რომელიც კრემლთან დაახლოებული მედიამენეჯერის და პროპაგანდისტის კრისტინა პოტუპჩიკის არხების ქსელის ერთ-ერთი წარმომადგენელია.

Проверено-მ გავრცელებული ჩანაწერი ასევე გადაამოწმა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტის გადამოწმების ხელსაწყოს Aiornot-ის საშუალებით, რომლის თანახმადაც ჩანაწერი დიდი ალბათობით ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული. ამ ხელსაწყოთი ჩანაწერი “მითების დეტექტორმაც” გადაამოწმა და იგივე შედეგი მიიღო.

რუსული მედია
Aiornot-ზე გადამოწმებისთვის გამოყენებული იყო ჩანაწერი იუთუბზე გავრცელებული ერთ-ერთი ვიდეოდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსეი ნავალნის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა კრემლის ინფორმაციულ კამპანიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჩანაწერი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იყო შექმნილი. 

ჟდანოვი: “გუშინ ნეიროქსელით (ხელოვნური ინტელექტი) შექმნილი რაღაც სიბინძურე გავრცელდა ინტერნეტში – ნავალნის დედის მიმართვა იულიას ნავალნაიას. ვფიქრობ, რომ ასეთი ბინძური მეთოდებით, ფეიკებით იმოქმედებენ, შექმნიან, ტელეგრამ-არხებზე გაავრცელებენ.”

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. ის 2021 წელს გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ, პირდაპირ აეროპორტში დააკავეს. გერმანიაში ის მკურნალობის კურსს მას მერე გადიოდა, რაც რუსეთის სპეცსამსახურებმა ნერვული აგენტით “ნოვიჩოკით” მოწამლეს. რუსეთის სასამართლომ ნავალნის ბრალი არაერთხელ დაუმძიმა, გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სამინისტრომ რამდენჯერმე შეცვალა საპატიმრო. 2023 წლიდან ნავალნი სასჯელს იხდიდა განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში “Полярный волк”, რომელიც იამალის ნახევარკუნძულზე, დასავლეთ ციმბირის ჩრდილოეთში მდებარეობს. 14 თებერვალს ნავალნი სულ მცირე 27-ედ  გადაიყვანეს კოლონიის სადამსჯელო იზოლატორში, სადაც ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევდა ყოფნა. ნავალნის სიკვდილის შემდეგ მასთან დაკავშირებით რამდენიმე ყალბი მტკიცება გავრცელდა, ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

არქივის ბმულები: EurAsia Daily, Блокнот, Zov Запорожьие, Радио Комсомолская Правда


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist