მოუწოდებს თუ არა ჰილარი კლინტონი აშშ-ს საკუთარი ბირთვული არსენალის ნაწილის უკრაინისთვის გადაცემისკენ?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

4k
VIEWS

14 ივნისს, ფეისბუკ მომხმარებელმა Ольга Путилина ჯგუფში “Вагончик тронется, вагончик тронется…перрон останется…” ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანის, ჰილარი კლინტონის ციტატის შემცველი ფოტო გამოაქვეყნა. პოსტში ვკითხულობთ, რომ კლინტონის აზრით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების წარმოება რუსეთის დამარცხებამდე შეუძლებელია, ხოლო “ამერიკამ კი უკრაინას საკუთარი ბირთვული არსენალის ნაწილი უნდა გადასცეს, ვინაიდან ომი მათთვის [უკრაინისა და მისი მოკავშირეებისთვის] ან ყველაფრით, ან არაფრით უნდა დასრულდეს.” პოსტის აღწერით, დასავლეთს “უკვე ძალაც კი აღარ შესწევს იცრუოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მხოლოდ უკრაინა იბრძვის.” მოგვიანებით, იგივე ფოტო ფეისბუკ მომხმარებელმა Эдуард Краснов-მა შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: “როგორც იქნა, [ჰილარი კლინტონმა] აუხსნა მთელს მსოფლიოს, რომ რუსეთი ეომება არა უკრაინას, არამედ ამერიკას.”

Screenshot 47 1 მოუწოდებს თუ არა ჰილარი კლინტონი აშშ-ს საკუთარი ბირთვული არსენალის ნაწილის უკრაინისთვის გადაცემისკენ?

ჰილარი კლინტონის ციტატა გაყალბებულია. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა აშშ-ს საკუთარი ბირთვული შეიარაღების ნაწილის უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა. რაც შეეხება კლინტონის პოზიციას რუსეთთან მოლაპარაკებების წარმართვის შესახებ, მან 11 ივნისს Radio France-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი იზიარებს უკრაინელების პოზიციას, რომ ნაჩქარევი მოლაპარაკებები უშედეგოა, კონფლიქტის ლოგიკური დასასრული კი პუტინის დამარცხება და რუსული ჯარების ტერიტორიიდან სრული გაყვანა უნდა იყოს. 

ღია წყაროებში არ იძებნება ჰილარი კლინტონის განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ-მ ომის დასასრულებლად უკრაინას საკუთარი ბირთვული შეარაღების ნაწილი უნდა გადასცეს. 

რაც შეეხება კლინტონის პოზიციას რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ, კლინტონმა 2022 წლის 11 ივნისს ფრანგულ რადიო Radio France-თან მიცემულ ინტერვიუში გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის აზრი, რომლის მიხედვითაც რუსეთის „დამცირება“ გაუმართლებელია. კლინტონმა აღნიშნა, რომ რუსეთმა მაშინ გადააბიჯა რაციონალურობის ყველა ზღვარს, როდესაც სუვერენული სახელმწიფო დაიპყრო და მოსახლეობის გენოციდი მოაწყო. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განახადა, რომ იგი ეთანხმება უკრაინის მთავრობის პოზიციას, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას პუტინის დამარცხებაში და ტერიტორიიდან რუსული ჯარების სრულად გაყვანაში ხედავს. 

Screenshot 48 1 მოუწოდებს თუ არა ჰილარი კლინტონი აშშ-ს საკუთარი ბირთვული არსენალის ნაწილის უკრაინისთვის გადაცემისკენ?

ჰილარი კლინტონი: “ვფიქრობ, საბოლოო გამარჯვება პუტინის დამარცხება იქნება და, ამ შემთხვევაში, შემიძლია მხოლოდ დავეთანხმო იმას, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი და მისი მთავრობა ითხოვს, რაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების სრულ გაყვანას გულისხმობს.”

კლინტონის ინტერვიუ სხვადასხვა რუსულ საინფორმაციო სააგენტოს მიერაც გავრცელდა (News.mail.ru, Ura.news.ru, Russian.rt.com, Ru.slovoidilo.ua, Gazeta.ru და Az-lyrics.com.ru) იმ ინტერპრეტაციით, თითქოს კლინტონს მოლაპარაკებების წარმოება არ სურს და კონფლიქტის სამხედრო ფორმით მოგვარებას ემხრობა. კლინტონი იქვე ამბობს, რომ უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკით დახმარებასთან ერთად, სანქციების გამკაცრებაც მნიშვნელოვანია. 

ჰილარი კლინტონი: “მესმის, რომ დიპლომატიის საკითხები დევს სასწორზე და იმასაც ვხვდები, თუ რატომ არ სურს ზოგერთს რუსეთის პროვოცირება […] თუმცა, თავად რუსებმა წამოიწყეს ეს შეტევა, მათ დაიპყრეს სუვერენული სახელმწიფო, ახორციელებენ გენოციდს და ანგრევენ ქალაქებს. როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის დასუსტებაზე, არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ბრძოლის ველზე. უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სანქციების გამოყენებაც.”

წყაროს შესახებ

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კლინტონის ციტატა რუსულენოვანმა Twitter ანგარიშმა “PlanetaArc” გამოაქვეყნა. ამჟამად ტვიტი ხელმისაწვდომი აღარ არის.  

მოცემული ანგარიში, თავის მხრივ, მედიად პოზიციონირებს, თუმცა მის მიერ გამოქვეყნებული ტვიტების უმეტესობა ყალბია. მაგალითისთვის, 5 მაისს გამოქვეყნებული ტვიტის მიხედვით, გაზეთი The New York Times-ის სტატია ცდილობს, ამერიკის მოსახლეობა რუსეთის წინააღმდეგ ატომური იარაღის გამოყენების რაციონალურობაში დაარწმუნოს.

Screenshot 49 2 მოუწოდებს თუ არა ჰილარი კლინტონი აშშ-ს საკუთარი ბირთვული არსენალის ნაწილის უკრაინისთვის გადაცემისკენ?


მითების დეტექტოტრის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist