მანიპულაცია, თითქოს პოდოლიაკის თქმით რუსეთის საკითხი პრორუსების ფიზიკურად განადგურებით მოგვარდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

223
VIEWS

15-16 აპრილს რუსულენოვანმა მედიასაშუალებებმა (ura.news, sm.news, tsargradtv), ასევე ფეისბუკ გვერდმა СМЕРШ და რუსულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშმა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის, ინტერვიუს ფრაგმენტი გაამოაქვეყნეს. სტატიებსა და პოსტებში აღნიშნულია, რომ პოდოლიაკის განცხადებით, ყველა პრორუსი ადამიანის ფიზიკური  განადგურება რუსეთის საკითხს საბოლოოდ მოაგვარებს.

18 აპრილს იგივე ინფორმაცია ონლაინ გამოცემამსაქართველო და მსოფლიო  “რეგნუმის” ყოფილი შეფ-რედაქტორის იური ბარანჩიკის ტელეგრამ არხზე დაყრდნობით გაავრცელა.

პოდოლიაკის განცხადებასთან დაკავშირებით ზოგიერთ მასალას (1, 2, 3) თან ახლავს ინტერვიუს ფრაგმენტი, რომელშიც პოდოლიაკი პრორუსებისგან ფიზიკურად გაწმენდაზე საუბრობს.

apirebs thu ara podoliaki rusethis sakithkhis mogvarebas prorusebis phizikurad ganadgurebith მანიპულაცია, თითქოს პოდოლიაკის თქმით რუსეთის საკითხი პრორუსების ფიზიკურად განადგურებით მოგვარდება

apirebs thu ara podoliaki rusethis sakithkhis mogvarebas prorusebis phizikurad ganadgurebith1 მანიპულაცია, თითქოს პოდოლიაკის თქმით რუსეთის საკითხი პრორუსების ფიზიკურად განადგურებით მოგვარდება

apirebs thu ara podoliaki rusethis sakithkhis mogvarebas prorusebis phizikurad ganadgurebith35 მანიპულაცია, თითქოს პოდოლიაკის თქმით რუსეთის საკითხი პრორუსების ფიზიკურად განადგურებით მოგვარდება

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს, პრორუსი ხალხის ფიზიკურ განადგურებაზე არ უსაუბრია. 31 მარტის ინტერვიუში, რომელიც მანიპულაციურად ვრცელდება, პოდოლიაკი ომის დაწყების პირველ თვეებში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, პრორუსული განწყობის მქონე სასულიერო პირებისგან ფიზიკურად წმენდაზე საუბრობდა.

31 მარტს უკრაინის პრეზიდენტის  ოფისის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სტუმრად უკრაინულ არხზე 24 Канал იმყოფებოდა. პოდოლიაკი ინტერვიუში კიევ-პეჩერის ლავრის და უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლენებზე საუბრობს. პოდოლიაკის თქმით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რუსული საპატრიარქოს ფილიალია, რომლის ამოცანას უკრაინის სახელმწიფოზე მაქსიმალურად ძლიერად შეტევა წარმოადგენს.
პოდოლიაკი ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვის საპატრიაქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას არ სურს სახელმწიფოსთან დიალოგი და რუსეთის გავლენის ელემენტად დარჩენა უნდა, რათა უკრაინის სახელმწიფოს შიგნიდან შერყევა შეძლოს. სწორედ ამ კონტექსტში პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ  რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ სამ-ექვს თვეში უკრაინას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეკლესია ფიზიკურად გაეწმინდა პრორუსი სასულიერო პირებისგან. ახლა, მისი თქმით, ამის გაკეთება უფრო რთული, მაგრამ მაინც შესაძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ, უკრაინის ხელისუფლება ამ გზას საკმაოდ მკაცრად უნდა მიჰყვეს, რათა უკრაინაში მხოლოდ ერთი მართლმადიდებლური ეკლესია (კიევის საპატრიარქო) დარჩეს. შესაბამისად, პოდოლიაკი უკრაინის ეკლესიის პრორუსულად განწყობილი სასულიერო პირებისგან გაწმენდას გულისხმობს და არც ამ კონკრეტულ მონაკვეთში და არც ინტერვიუს სრულ ვერსიაში პრორუსი ხალხის ფიზიკურ განადგურებაზე საუბარი არ არის.

 

პოდოლიაკის განცხადება უკრაინულად

პოდოლიაკის განცხადება ქართულად
“УПЦ не хоче діалогу, а хоче залишатися елементом російського впливу на українську державність, хочуть, щоб українська держава ніяк не регулювала те, що вони роблять, щоб українська держава була слабкою, яку вони будуть внутрішньо постійно провокувати й хитати.

У нас сьогодні є унікальний [шанс], да, мени видається, що цей унікальний шанс, коли можна було б взагалі все швидко й безболісно вилікувати протягом перших 3–6 місяців війни. Тоді можна було багато проросійських  просто фізично зачистити.
Сьогодні це трошки складніше. Та це не означає “неможливо”. І ми маємо сьогодні юридично вмотивовано, достатньо жорстко пройтися по цьому шляху.”

“მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას არ სურს დიალოგი, მათ უნდათ, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე რუსეთის გავლენის ელემენტად დარჩნენ. მათი სურვილია, რომ სახელმწიფომ არანაირად არ დაარეგულიროს ის, რასაც აკეთებენ, რათა უკრაინა იყოს სუსტი, რომელსაც შიგნიდან შეარყევენ და მუდმივად მის პროვოცირებას მოახდენენ.

დღეს ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, კი, მე მეჩვენება (მგონია) ეს უნიკალური შანსი, როცა შეგვეძლო, ყველაფრის სწრაფად და უმტკივნეულოდ განკურნება, [იყო] ომის პირველ 3-6 თვის განმავლობაში, მაშინ შესაძლებელი იყო ბევრი პრორუსისგან [ეკლესიის] ფიზიკურად გაწმენდა.
დღეს ეს ცოტა უფრო რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ჩვენ დღეს იურიდიულად მოტივირებულები, საკმაოდ მკაცრად უნდა მივყვეთ ამ გზას.”

პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიღებული აქვს აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება  უკრაინაში  და კიევ-პეჩერის ლავრაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურიდიულ სტატუსთან დაკავშირებით. ეს არის ეროვნული ნაკრძალი და სახელმწიფო აბსოლუტურად ლეგალურად და კანონიერად გადაწყვეტს, თუ ვინ უნდა გამოიყენოს კიევ-პეჩერსკის ლავრა რიტუალური გაგებით. პოდოლიაკის თქმით, მიუხედავად მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მტკიცებისა, რომ ისინი რუსეთის ეკლესიას გამოეყვნენ და რუსეთის ეკლესიის მოწოდებას უკრაინელების დახოცვის შესახებ მხარს არ უჭერდნენ, ეს ყველაფერი ფიქცია იყო და მათ საკუთარი ნამდვილი სახე ომის პერიოდში გამოაშკარავეს.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ტაძრის სასულიერო პირებს 29 მარტს კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორია უნდა დაეტოვებინათ, რამდენადაც ნაკრძალმა მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან მისი პირობების განმეორებითი დარღვევის გამო იჯარის ხელშეკრულება შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები არ ჩქარობდნენ კიევ-პეჩერის ლავრიდან გასვლას და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ემუქრებოდნენ. სწორედ ამ მოვლენების შესახებ ისაუბრა მიხაილო პოდოლიაკმა 24 Канал-ის ეთერში 2023 წლის 31 მარტს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლების განცხადებებს მანოპულაციურად ავრცელებენ. წარსულში “მითების დეტექტორმა” უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩევლლის, ოლექსი არესტოვიჩის ყალბი და არასრული კონტექსტით გავრცელებული ციტატები გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ პუბლიკაციები:

არქივის ბმულები:
საქართველო და მსოფლიო
ura.ru
sm.news
tsargradtv


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist