მალტის ორდენი თუ დედოფალ ვიქტორიას მედალი – რა უკეთია ფოტოზე თენგიზ ცერცვაძეს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

39
VIEWS

21 იანვარს ანონიმურმა ფეისბუქ-მომხმარებელმა Giorgi Giorgi გამოაქვეყნა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგის ცერცვაძის ფოტო, რომელშიც, ავტორის მტკიცებით, მას გულზე მალტის ორდენი უკეთია. დამატებით, პოსტის კომენტარებში ფეისბუქ მომხმარებლები მალტის ორდენს მასონებთან აკავშირებენ და კონსპირაციის თეორიებს ავითარებენ.

tsertsvadze1 მალტის ორდენი თუ დედოფალ ვიქტორიას მედალი - რა უკეთია ფოტოზე თენგიზ ცერცვაძეს?

მტკიცება, თითქოს თენგიზ ცერცვაძეს მალტის ორდენი აქვს მიღებული, სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც “მითების დეტექტორს” ცერცვაძემ უთხრა, ჯილდო, რომელიც მას ფოტოში უკეთია, ევროპის ბიზნეს ასამბლეის მიერ გადაცემული დედოფალ ვიქტორიას მედალია.  

პოსტის ავტორის მტკიცება, თითქოს ფოტოში თენგიზ ცერცვაძეს მალტის ორდენი უკეთია, სიმართლეს არ შეესაბამება, რეალურად, ფოტოზე დედოფალ ვიქტორიას სამახსოვრო მედალს ვხედავთ, რომელიც ცერცვაძეს ევროპის ბიზნეს ასამბლეამ გადასცა. როგორც მან “მითების დეტექტორთან” საუბარში თქვა, მედალი მალტაში გამართულ ღონისძიებაზე მიიღო, თუმცა მას მალტის ორდენთან კავშირი არ აქვს, რადგან დაჯილდოება სხვადასხვა წელს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ფოტოზე თენგიზ ცერცვაძეს ასევე უკეთია ჯილდოს სამკერდე ნიშანი. ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძე დედოფალი ვიქტორიას მედალს ფლობს, იძებნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პორტალზეც

tsertsvadze2 მალტის ორდენი თუ დედოფალ ვიქტორიას მედალი - რა უკეთია ფოტოზე თენგიზ ცერცვაძეს?
მარცხნივ: დედოფალ ვიქტორიას მედალი და მისი სამკერდე ნიშანი. მარჯვნივ: მედალი და სამკერდე ნიშანი ცერცვაძის ფოტოზე

ევროპის ბიზნეს ასაბლეა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს პოლიტიკურ, სამეცნიერო და ბიზნეს ლიდერებს მთელი მსოფლიოდან და წარმოადგენს მულტიკულტურული დიალოგის ინსტრუმენტს. ასამბლეის ვებ-საიტის მიხედვით, დედოფალ ვიქტორიას მედალი გადაეცემათ ქველმოქმედებისთვის, მეცნიერებისა და კულტურის განვითარებაში პერსონალური წვლილისთვის, საყოველთაო ადამიანური ფასეულობების მსახურებისთვის. მედლით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან დაჯილდოებული (1;2).  

თენგიზ ცერცვაძე 1998 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, 2019 წელს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, ხოლო 2020 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე. როგორც მან “მითების დეტექტორს” უთხრა, მალტის ორდენი არასოდეს მიუღია. 

კონსპირაციების თეორიების ავტორები მალტის ორდენს ხშირად მასონებს უკავშირებენ. რეალურად, მალტის სუვერენული ორდენი სათავეს მე-11 საუკუნიდან იღებს და დასავლური და ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. მას დიპლომატიური ურთიერთობა 100-ზე მეტ სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან აქვს, ასევე, სარგებლობს გაეროში მუდმივი დამკვირვებლის სტატუსით. ორგანიზაცია ძირითადად საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. გარდა ამისა, მალტის ორდენის დროშა განსხვავდება იმ ჯილდოსგან, რომელიც ცერცვაძეს ფოტოში უკეთია.  

tsertsvadze3 მალტის ორდენი თუ დედოფალ ვიქტორიას მედალი - რა უკეთია ფოტოზე თენგიზ ცერცვაძეს?
მარცხნივ: მალტის ორდენის ნიშანი, მარჯვნივ: თენგიზ ცერცვაძის მედალი

კონსპირაციული მტკიცებები მალტის ორდენის, მასონების და სხვადასხვა უცხოელი თუ ქართველი პოლიტიკოსის მათთან კავშირის შესახებ “მითების დეტექტრორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალებში: 

წყაროს შესახებ:   

ფეისბუქ-მომხმარებელი Giorgi Giorgi კონსპირაციის თეორიებსა და ყალბ ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული არაერთი პოსტი ფაქტების გადამმოწმებელი სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის “მითების დეტექტორის” მიერ ყალბ ინფორმაციად არის მონიშნული.

პოსტის არქივი 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist