მალტის თუ წმინდა გიორგის ორდენი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

401
VIEWS

4 იანვარს ფეისბუქ მომხმარებელმა Lasha Modebadze ქართველი დიპლომატისა და პუბლიცისტის გელა ჩარკვიანის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ისრით გელა ჩარკვიანის ყელზე ჩამოკიდებულ ორდენზეა მიმართული. პოსტის აღწერაში ერთადერთი სიტყვა “მალტა” წერია. კომენტარებში Lasha Modebadze ადასტურებს, რომ გელა ჩარკვიანი მალტის ორდენის წევრი იყო.
"
მტკიცება იმის შესახებ, რომ გამოქვეყნებული ფოტო გელა ჩარკვიანის მალტის ორდენოსნობას ადასტურებს, ყალბია. რეალურად, ფოტოზე გელა ჩარკვიანს საქართველოს ერთ-ერთი ეროვნული ჯილდო, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი უკეთია.  

დიპლომატი და მწერალი გელა ჩარკვიანი რამდენიმე ჯილდოსა და ორდენის მფლობელი იყო, მათ შორის ღირსების,  ბრწყინვალების საპრეზიდენტო და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენების. Lasha Modebadze-ს გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩარკვიანი სწორედ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენითაა გამოსახული.

"
                                                             ფოტო: ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო
აღნიშნული ორდენი  საქართველოსთვის მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2004 წლიდან გაიცემა. მისი პირველი მფლობელი აშშ-ს 43-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი 2005 წელს თბილისში სტუმრობისას გახდა. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გელა ჩარკვიანს 2013 წელს გადაეცა.  ამ ორდენით 2005-2015 წლებში ჯამში 100 ადამიანი დაჯილდოვდა, მათ შორის ჯონ მაკკეინი, ჯო ბაიდენი, ზურაბ ნოღაიდელი, ვალდას ადამკუსი, ლეხ კაჩინსკი, ვაცლავ ჰაველი, ნიკოლა სარკოზი, დავით ახალაია,  ალექსანდრე ლომაია, ილჰამ ალიევი, ზურაბ ჟვანია, დავით სერგეენკო და სხვები.

"
ფოტოზე: ჯო ბაიდენი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით, თბილისი 2019 წელი

რაც შეეხება მალტის ორდენს, მალტის სუვერენული ორდენი დასავლური და ქრისტიანული ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია, მას დიპლომატიური ურთიერთობა 100-ზე მეტ სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან აქვს, ასევე გაეროში მუდმივი დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს. მალტის ორდენი ძირითადად საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა. ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გელა ჩარკვიანი მალტის ორდენის წევრი ან ორდენის რომელიმე ჯილდოს მფლობელი იყო.

კონსპირაციული მტკიცებები მალტის ორდენის, მასონების და სხვადასხვა უცხოელი თუ ქართველი პოლიტიკოსის მათთან კავშირის შესახებ “მითების დეტექტრორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ მასალა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მალტა
წყარო

წყარო

სოლიდარობა მშვიდობისთვის
პოლიტიკური გაერთიანება „სოლიდარობა მშვიდობისთვის“

წყარო

ქართული
საზოგადოება “ქართული”

წყარო

United Neutral Georgia
საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველო”

წყარო

Untitled-1
საქართველო უპირველეს ყოვლისა - geo-first.com

წყარო

საქართველო-თუდეი
Sakartvelo Today News

წყარო

Untitled-1
შიინ ევროპისკენ

წყარო

skoti
სკოტ რიტერი

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

Untitled-1
iNews • აინიუსი

წყარო

პროფილი
ძალა სიმართლეშია

წყარო

Untitled-1
ემი ჯგუფი

წყარო

Untitled-1
InfoAnalytical.ge

წყარო

Untitled-1
სეზონი TV

წყარო

Untitled-1
Spacesnews • სივრცეები

წყარო

ზნ
zneoba.ge

წყარო

ტჰე
The Caucasian Telegraph

წყარო

ტაო
ტაონიუსი

წყარო

ფაქ
Fაქტები

წყარო

ცარ
Царьград

წყარო

ფონდ
სტრატეგიული კულტურის ფონდი - Фонд стратегической культуры (fondsk.ru)

წყარო

ახალი
ტელეკომპანია ახალი

წყარო

დავიტ
გიორგობიანი დავითი

წყარო

ახალ
ახალგაზრდული

წყარო

isa
ისაკაძე დავით

წყარო

მმკ
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)

წყარო

ბავ
ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება

წყარო

წინ
წინააღმდეგობა / Resistance

წყარო

ილი
თავისუფალი არხი “ილიონი”

წყარო

კვ
ემზარ კვიციანი

წყარო

ირ
გოგავა ირაკლი

წყარო

ჰოტ
Hotnews.ge

წყარო

წს
wnews.ge

წყარო

სირც
სირცხვილის კორიდორი

წყარო

გ,
შენ ხარ საქართველო

წყარო

12
ტელეკომპანია TV12

წყარო

საქარ
საქართველო უპირველეს ყოვლისა

წყარო

ანტ
ანტი-პარადოქსი

წყარო

rua
შოთა აფხაიძე

წყარო

sa
News Front საქართველო

წყარო

ტვ
თვალსაზრისი.გე - Tvalsazrisi.ge

წყარო

სტა
"სტალინი"

წყარო

ტიმ
Timenews.ge

წყარო

qaer
ქართული გვერდი/Georgian Page

წყარო

კა
კარდჰუ

წყარო

sd
აპოლიტიკური გაერთიანება "ლილე"

წყარო

st
TS • news

წყარო

ჯაბა - Copy
ჯაბა მუსელიანის ბლოგი

წყარო

რტ
Russia Today

წყარო

Zero Hedge
Zero Hedge

წყარო

სპუტ
სპუტნიკ საქართველო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist