უკრაინის მხარდაჭერის საპასუხოდ კრემლისტური აქტორები მაკრონზე დეზინფორმაციას და ფოტოშარჟებს ავრცელებენ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

366
VIEWS

მას შემდეგ რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გამორიცხავს, რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში მისი დისკრედიტაცია აქტიურად დაიწყო. მანიპულაციური ტექსტები, გაყალბებული გარეკანები, მიმები ფიზიკური სისუსტის წარმოსაჩენად, ასაკობრივი სხვაობა ცოლთან, ბრიჯიტ მაკრონის სქესის შეცვლაზე კონსპირაციული თეორია – ეს იყო თემები, რითაც კრემლისტური აქტორები მანიპულირებდნენ. ნაწილი, ასევე, წერდა, რომ მაკრონის განცხადებების შემდეგ, 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის პოტენციურმა სტუმრებმა ჯავშნები და ბილეთები გააუქმეს.

რა თქვა მაკრონმა რუსეთ-უკრაინის ომზე?

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 14 მარტს ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში უკრაინის ომზე ისაუბრა და თქვა, რომ “სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ჩვენ (საფრანგეთი) მზად ვიქნებით მოვიქცეთ ისე, რომ არ დავუშვათ რუსეთის გამარჯვება ამ ომში”. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ “დღეს, უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა ან თავის შეკავება, არის არა მშვიდობის არჩევა, არამედ დამარცხების არჩევა” და რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის რეპუტაცია განულდება, კონტინენტის უსაფრთხოება კი სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება. ასევე მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინის ტერიტორიაზე ფრანგული არმიის განლაგების შესაძლებლობა.

მაკრონის სიტყვები სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინტერპრეტაციით ვრცელდებოდა. ხოლო კრემლის პოლიტიკურმა ექსპერტებმა მაკრონის ეს განცხადება, ფაქტობრივად, ომის გამოცხადებად შერაცხეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი მაკრონის ამ ნაბიჯს აშშ-ისთვის თავის მოწონების მცდელობა უწოდა

დეზინფორმაცია: მაკრონის განცხადებების შედეგად საფრანგეთის პოტენციური ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ

რუსულენოვანი ტელეგრამ-არხები (1, 2, 3 )  AFP – ის სახელით სტატისტიკას ავრცელებდნენ, რომლის მიხედვითაც, მაკრონის 5, 7 და 14 მარტის განცხადებების შედეგად, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პოტენციური სტუმრები ბილეთებს და ჯავშნებს აუქმებენ, ოლიმპიური თამაშების დროს ტერორისტული თავდასხმებისა და სხვა ნეგატიური სიტუაციების შიშით.

აღსანიშნავია, რომ AFP – ის ამ თემაზე მასალა არ მოუმზადებია. გავრცელებული გრაფიკა კი ფაბრიკაციაა.

makronze dezinphormatsias da photosharzhebs avrtseleben უკრაინის მხარდაჭერის საპასუხოდ კრემლისტური აქტორები მაკრონზე დეზინფორმაციას და ფოტოშარჟებს ავრცელებენ

ფრანგული ჟურნალების გაყალბებული გარეკანები მაკრონის წინააღმდეგ

გარდა AFP -ის სახელით გაყალბებული გრაფიკისა,  მაკრონის განცხადებას კრემლისტური არხები ნაცადი მეთოდით – დასავლური გარეკანების გაყალბებითაც გამოეხმაურნენ. გავრცელდა ფრანგული ჟურნალის ‘Hemicycle -ის ფოტო, რომლის გარეკანზე გამოსახული მაკონი გაპუტულ მამალს განასახიერებს. პროპაგანდისტული არხების ნაწილი ამტკიცებს, რომ ამ გარეკანს France 24-ზეც განიხილავდნენ.  L’Hemicycle -ს არც მიმდინარე და არც საარქივო ნომრებში მსგავსი ვიზუალის გარეკანი არ გამოუქვეყნებია. ასევე, სიუჟეტი, რომელშიც ჩანს თითქოს გარეკანს France 24-ზე განიხილავენ, ვიდეოფაბრიკაციაა და სქრინშოთი პროგრამულად არის ჩამატებული. ავთენტიკურ ვიდეოში L’Hemicycle-ის რეალურ ნომერს განიხილავენ.

makronze dezinphormatsias da photosharzhebs avrtseleben1 უკრაინის მხარდაჭერის საპასუხოდ კრემლისტური აქტორები მაკრონზე დეზინფორმაციას და ფოტოშარჟებს ავრცელებენ

გაყალბებული ვერსია

ავთენტიკური ვერსია

გარდა Hemicycle -ისა, ასევე, გავრცელდა ფრანგული სატირული ჟურნალის Charlie Hebdo -ს გარეკანის ფოტო, რომელზეც შემდეგი წარწერაა: “მაკრონს უკრაინაში მხოლოდ ისინი გაყვებიან, ვისაც მისი წყალობით კარგი ცხოვრება აქვთ, კერძოდ ბუზები”.

მსგავსი კარიკატურა შარლი ებდოს” ვებ-გვერდზე და სოციალური მედიის პლატფორმებზე (1, 2, 3) არ იძებნება. 

 

makronze dezinphormatsias da photosharzhebs avrtseleben2 უკრაინის მხარდაჭერის საპასუხოდ კრემლისტური აქტორები მაკრონზე დეზინფორმაციას და ფოტოშარჟებს ავრცელებენ

მიმები მაკრონის ფიზიკური სისუსტის წარმოსაჩენად

სოციალურ ქსელში ასევე მაკრონის დამცინავი მიმებიც ვრცელდებოდა. მიმების ნაწილში ხაზი ესმეოდა მაკრონის ფიზიკურ სისუსტეს, ნაწილს კი ჰომოფობიური კონტექსტი ჰქონდა. ერთ-ერთი გავრცელებული ფოტო ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული, რომელშიც მას ვარდისფერი პიჟამა აცვია. აღნიშნული ფოტო სხვა პოლიტიკოსების ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ ვიზუალთან ერთად წარსულში ხუმრობით გავრცელდა, თუმცა კრემლის აქტორებმა ის მაკრონის დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს. კიდევ ერთ ფოტოში მაკრონი სპორტული თამაშების გამამხნევებელ გუნდთან ერთად, ვარდისფერი ტანკის წინ ვარდისფერ სამოსში დგას.  საფრანგეთის პრეზიდენტის გასაშარჟებლად რუსულენოვანი ფეისბუქ ანგარიშები კიდევ არაერთ მიმს ავრცელებდნენ (1, 2, 3, 4, 5 ).

ასევე ვრცელდებოდა სიმპსონების გაყალბებული კადრი, რომელშიც საფლავის ქვაზე ემანულ მაკრონის სახელია ამოტვიფრული.

 

 

makronze dezinphormatsias da photosharzhebs avrtseleben7 უკრაინის მხარდაჭერის საპასუხოდ კრემლისტური აქტორები მაკრონზე დეზინფორმაციას და ფოტოშარჟებს ავრცელებენ

makronze dezinphormatsias da photosharzhebs avrtseleben6 უკრაინის მხარდაჭერის საპასუხოდ კრემლისტური აქტორები მაკრონზე დეზინფორმაციას და ფოტოშარჟებს ავრცელებენ

კონსპირაციული თეორია ბრიჯიტ მაკრონის სქესზე

მტკიცებები იმის შესახებ, რომ ემანუელ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონი სინამდვილეში კაცია და სქესი აქვს შეცვლილი, ძველი კონსპირაციული თეორიაა, რაც ამ წლის მარტში სოციალურ ქსელებსა და რუსულ მედიაში კვლავ გააქტიურდა.

გამოცემები Аргументы и Факты და московский комсомолец ჟურნალისტ კენდის ოუენსზე დაყრდნობით ირწმუნებიან, თითქოს უკვე არსებობს მტკიცებულება, რომ ბრიჯიტ მაკრონი სქესის შეცვლამდე კაცი იყო და ჯონ მაიკლ(ჟან მიშელი) ერქვა. შეთქმულების თეორეტიკოსების აზრით, ჟან-მიშელ ტრონიე, ბრიჯიტის ძმა, რომელიც უკვალოდ გაუჩინარდა ან გარდაიცვალა 1961 წელს, რეალურად ბრიჯიტია.

makronze dezinphormatsias da photosharzhebs avrtseleben5 უკრაინის მხარდაჭერის საპასუხოდ კრემლისტური აქტორები მაკრონზე დეზინფორმაციას და ფოტოშარჟებს ავრცელებენ

იგივე შინაარსის ინფორმაციას ქართული ფეისბუკ-ანგარიშიც ავრცელებს, ის ფრანგულ გამოცემას FRANCE QUOTIDIEN-ს ეყრდნობა, რომელიც აღნიშნული ჭორის შესახებ წერს.

ბრიჯიტ მაკრონის სქესზე ხასგასასმელად, ასევე ვრცელდებოდა რამდენიმე ვიდეო, მათ შორის კადრები, რომლის აუდიო დამუშავებულია და ბრიჯიტ მაკრონი კაცის ხმით საუბრობს. კიდევ ერთ ვიდეოში, სადაც ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ბრიჯიტ მაკრონს ხელს ართმევს, მიანიშნებენ, რომ სახელმწიფოების მეთაურებთან შეხვედრისას მეფე, როგორც წესი, პირველ ლედის ხელზე კოცნის.

აღსანიშნავია, რომ მტკიცება ბრიჯიტ მაკრონის მიერ სქესის შეცვლაზე წლებია ვრცელდება. BBC წერს, რომ ცნობები აქტიურად 2021 წლის სექტემბერში გავრცელდა და მაკრონის ოპონენტები, ულტრამემარჯვენე ჯგუფები, ანტივაქსერები და ქენონის კონსპირაციის მიმდევრები აზიარებდნენ. ამავე წლის 10 დეკემბერს იუთუბ-არხზე ორმა ჟურნალისტმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ბრიჯიტ მაკრონს სქესის შეცვლაში სდებდნენ ბრალს. 

Politico-ს 2023 წლის სტატიაში კი აღნიშნულია, რომ ბრიჯიტ მაკრონმა და მისმა ძმამ ამ ჟურნალისტებს ცილისწამებისთვის უჩივლეს და სასამართლომ ორივე ჟურნალისტი 2000 ევროთი დააჯარიმა. 

ცნობებს საფრანგეთის პირველი ლედის სქესის შეცვლაზე ემანუელ მაკრონი პირველად ამ წლის 8 მარტს გამოეხმაურა. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნულ მტკიცებას “ცრუ ინფორმაცია და დადგმული სცენარი” უწოდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist