განაცხადა თუ არა მაკრონმა, რომ უკრაინაში ფრანგული არმია განთავსდება?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

340
VIEWS

14-15 მარტს ფეისბუქზე გავრცელდა (1, 2,) ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ფრანგული არმიის დანაყოფები უკრაინაში განთავსდებიან. 

ukrainashi phranguli armia ar ganthavsdeba განაცხადა თუ არა მაკრონმა, რომ უკრაინაში ფრანგული არმია განთავსდება?

გავრცელებული ინფორმაცია შეცდომაში შემყვანია. მაკრონმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ საფრანგეთი მზადაა, არ დაუშვას რუსეთის გამარჯვება უკრაინაში და სამომავლოდ არ გამორიცხა ფრანგული არმიის უკრაინის ტერიტორიაზე განლაგების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა ამის საჭიროება არ დგას.

ემანუელ მაკრონმა 14 მარტს ინტერვიუ ჩაწერა ფრანგულ ტელევიზიებთან, სადაც ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რომელსაც მან ეგზისტენციალური საფრთხზე უწოდა და  განაცხადა, რომ “სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ჩვენ (საფრანგეთი) ვიქნებით მზად მოვიქცეთ ისე, რომ არ დავუშვათ რუსეთის გამარჯვება ამ ომში”. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ “დღეს, უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა ან თავის შეკავება, არის არა მშვიდობის არჩევა, არამედ დამარცხების არჩევა” და რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის რეპუტაცია განულდება, კონტინენტის უსაფრთხოება კი სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება. 

საფრანგეთის პრეზიდენტს აღნიშნულ ინტერვიუში არ უთქვამს, რომ ფრანგული არმიის უკრაინაში გაგზავნა გადაწყვეტილია, თუმცა მას ამის შესაძლებლობა არც უარყვია. 2024 წლის 27 თებერვალს მან განაცხადა, რომ არ გამორიცხავდა სამომავლოდ ევროპული ჯარების უკრაინაში განთავსებას. 14 მარტის ინტერვიუში კი მაკრონმა აღნიშნა, რომ ამჟამად ასეთ სიტუაციაში არ ვიმყოფებით და შედეგად ფრანგული დანაყოფების გაგზავნა დღის წესრიგში არ დგას, თუმცა “ყველა ეს ვარიანტი შესაძლებელია”. მან უარი განაცხადა იმის განმარტებაზე თუ რა შემთხვევაში გადაწყვეტს საფრანგეთი შეიარაღებული ძალების გაგზავნას უკრაინაში და აღნიშნა, რომ ამ დეტალებზე საჯაროდ საუბარს არ აპირებს, რადგან მას ამისათვის საკმარისი მიზეზები გააჩნია. მაკრონმა ასევე გაუსვა ხაზი იმას, რომ მას არ სურს მოვლენების ამგვარი განვითარება. მას სურს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს ომი, დაიხიოს უკან და დაუშვას მშვიდობა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: შეცდომაში შემყვანი
ქვეყანა/ორგანიზაცია: საფრანგეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist