კონკურსი ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა 2019

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

rg
27
VIEWS

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ფაქტების გადამოწმების პორტალი “მითების დეტექტორი”, გლობალური მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეულის ფარგლებში, აცხადებენ ქვიზების კონკურსს 2019 წლის “ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის” გამოსავლენად.

თუ გინდა, რომ გაღიარონ 2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერ ახალაგაზრდად და ხარ 17-დან 28 წლამდე:

  1. 27 ოქტომბრამდე დარეგისტრირდი ქვიზების კონკურსზე შემდეგ მისამართზე: www.millab.ge 
  2. 27 ოქტომბერს 12 საათზე მონაწილეობა მიიღე ქვიზების კონკურსში, რომელიც დისტანციურად, ონლაინ გაიმართება;
  3. უპასუხე შეკითხვებს და დაელოდე შედეგების გამოცხადებას.

კონკურსი საუკეთესო შედეგის მქონე 3 გამარჯვებულს გამოავლენს: 

  • 2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდა ახალგაზრდა ანაზღაურებად, ერთთვიან სტაჟირებას “მითების დეტექტორის” რედაქციაში გაივლის;
  • მე-2 ადგილზე გასული კი – on.ge-ს რედაქციაში.
  • მე-3 ადგილზე გასული ForSet-ისგან DataFest-ის ბილეთს მიიღებს საჩუქრად.
  • საუკეთესო შედეგის მქონე სამივე ახალგაზრდას საჩუქრად ციფრული ტექნიკა და სერტიფიკატები გადაეცემათ.

2019 წლის ყველაზე მედიაწიგნიერი ახალგაზრდის დასახელება და გამარჯვებულთა დაჯილდოვება ნოემბერში სპეციალურ საზეიმო ცერემონიალზე მოხდება, რომელზეც MDF-სა და ForSet-ის ერთობლივი ახალი ონლაინ თამაშის პრეზენტაციაც გაიმართება.

კონკურსი საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით იმართება. კონკურსის პროგრამულ მხარდაჭერას ForSet-ი, ხოლო საინფორმაციოს – ინტერნეტ პორტალი On.ge უზრუნველყოფენ.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist