ხაშურში თუ როჩდეილიში – ვინ და სად დაკბინა პოლიციელი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

27
VIEWS

17 აგვისტოს სპორტულმა გამოცემამ sport24.ge გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ხაშურში დასაჯარიმებლად მისულ პოლიციელს, ადგილობრივმა ქალმა ჯერ ელექტროშოკი წაართვა, შემდეგ კი დაკბინა. სტატიაში აღნიშნულია, რომ პოლიციელმა ქალს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. სტატიას თან ახლავს ფოტო, რომელზედაც მკლავზე ნაკბენია ასახული.

sport24.ge-ის  გარდა, ინფორმაცია ხაშურელი ქალის მიერ პოლიციელის დაკბენის შესახებ 2020 წლის მაისში შემდეგ ქლიქბაიტ საიტებზე გამოქვეყნდა: netsport.ge, fbmediatv.com.

1

პოლიციელის დაკბენის ამბავი სინამდვილეში არა ხაშურში, არამედ ბრიტანეთში, როჩდეილში მოხდა, სადაც 21 წლის მანჩესტერელი პოლიციელი კარანტინის წესების დამრღვევმა კაცმა დაკბინა.

ფოტოს საძიებო სისტემით გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ამბავი არა ხაშურში, არამედ როჩდეილში მოხდა. 2020 წლის აპრილში მანჩესტერის პოლიციის ოფიცერს მკლავზე 29 წლის კრისტოფერ ჰილმა უკბინა, რომელიც კარანტინის წესებს არღვევდა. პოლიციის ოფიცრები არეულობის გამომწვევი მამაკაცისთვის ცდილობდნენ აეხსნათ, რომ სახლში უნდა დარჩენილიყო და არ ევლო სტუმრად სხვა ადამიანებთან, რა დროსაც მან სამართალდამცავებს დაარტყა, შემდეგ კი ერთ-ერთ მათგანს უკბინა. პოლიციელმა საღამოს რამდენიმე საათი კლინიკაში გაატარა. დამნაშავეს მანჩესტერის პოლიციამ სამართალდამცავის ცემისა და დანაშაულისთვის ბრალი წაუყენა.

წყაროების შესახებ

2

Netsport.ge, fbmediatv.com  ქლიქბაიტ საიტებია, რომლებიც საინფორმაციო ვებ-გვერდებად პოზიციონირებენ. როგორც წესი, ქლიქბაიტ საიტები სენსაციური სათაურებითა და ვიზუალური ეფექტებით მომხმარებლის ყურადღების მიქცევას და  ქლიქების რაოდენობით თანხის გამომუშავებას ცდილობენ.  ასეთ ვებ-გვერდებზე გვხვდება 18+ ტიპის რეკლამები, ცრუ მკურნალობის მეთოდები, ყვითელი შინაარსის საინფორმაციო მასალები და სენსაციური სათაურები.

3

4

sport24.ge კი ძირითადად სპორტულ სიახლეებს აქვეყნებს და Whois.com-ზე ძიების შედეგი გვიჩვენებს, რომ ვებ-გვერდის IP მისამართი გერმანიაშია რეგისტრირებული.

5

ქლიქბაიტ საიტები netsport.ge გერმანიაში, ხოლო fBmEdiAtv.com ჩეხეთშია რეგისტრირებული.

6


არქივის ბმულები:

sport24.ge
netsport.ge
fbmediatv.com


 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist