“კალერგის გეგმა” – შეთქმულების თეორია თეთრი რასის განადგურების გეგმაზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

9.1k
VIEWS

10 მაისს ფეისბუქ-პროფილმა ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც, მისი მტკიცებით, იაპონელ-ავსტრიელი პოლიტიკოსის, რიჩარდ კუდენჰოვე-კალერგის ციტატაა მოცემული. ციტატის მიხედვით, ევროპის თეთრი რასები უნდა განადგურდეს და ევრაზიულ-ნეგროიდების რასით უნდა შეიცვალოს, ამის შემდეგ კი ევროპას ებრაელები გააკონტროლებენ. პოსტში ციტატის წყაროდ 1925 წელს დაწერილი კალერგის წიგნი, “პრაქტიკული იდეალიზმია” მითითებული.

Screenshot 6 6 “კალერგის გეგმა” - შეთქმულების თეორია თეთრი რასის განადგურების გეგმაზე

მტკიცება, რომ რიჩარდ კუდენჰოვე-კალერგი თავის წიგნში “პრაქტიკული იდეალიზმი” თეთრი რასის განადგურების საჭიროებაზე წერდა, “კალერგის გეგმის” შეთქმულების თეორიის ნაწილია და კალერგის ნაშრომების არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება.

“კალერგის გეგმა” ანტისემიტური და ნაციონალისტური შეთქმულების თეორიაა, რომლის მიხედვითაც რიჩარდ კუდენჰოვე-კალერგიმ თეთრი რასის სხვა რასებთან შერევის და თეთრი რასის გაქრობის გეგმა შეიმუშავა. სინამდვილეში თავის წიგნში, “პრაქტიკული იდეალმზი” კალერგი არა თეთრი რასის გაქრობის გეგმას განიხილავს, არამედ რასობრივი ინტეგრაციის პროცესზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ შორეული მომავლის ადამიანი შერეული რასის იქნება.

კალერგი: “შორეული მომავლის ადამიანი შერეული რასის იქნება. დღევანდელი რასები და კასტები თანდათანობით გაქრება და ეს სივრცის, დროის და ცრურწმენების გაქრობის დამსახურება იქნება. ევრაზიულ-ნეგროიდული მომავლის რასა, რომელიც უძველესი ეგვიპტელების მსგავსი იქნება, ხალხების განსხვავებულობას ინდივიდების განსხვავებულობით ჩაანაცვლებს”

რიჩარდ კუდენჰოვე-კალერგის ბიოგრაფიის ავტორის მარტინ ბონდის თქმით, თავის ნაშრომებში რასების შერევაზე საუბრისას კალერგი მიმდინარე პროცესებს ობიექტურად აღწერდა და ვარაუდობდა, რომ გლობალიზაციის სხვადასხვა ფაქტორების გაძლიერებასთან ერთად ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდებოდა. ბონდის თქმით, ეს იყო მოვლენების აღწერა და არა რაიმე სახის ინსტრუქცია, ხოლო მტკიცება, რომ კალერგის მიზანი რასობრივი შერევით თეთრი რასის გაქრობა იყო, მისი ნაშრომების უხეშად არასწორი ინტერპრეტაციაა. კალერგის ნაშრომები ჩანს, რომ მას ევროპის გაძლიერება სურდა და სჯეროდა, რომ აშშ-სთვის და საბჭოთა კავშირისთვის კონკურენციის გაწევას მხოლოდ გაერთიანებული კონტინეტი შეძლებდა.

კალერგი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი იყო და თვლიდა, რომ ინტეგრაცია მსოფლიო ომის თავიდან არიდების შესაძლებლობას შექმნიდა. თავისი ლიბერალური შეხედულებების გამო კალერგი ჰიტლერის ნაცისტური პარტიის თავდასხმების სამიზნე იყო. ნაცისტები ამტკიცებდნენ, რომ კალერგის ხედვა მასონური გეგმა იყო და ევროპის დამონებას ემსახურებოდა.

ისტორიკოსების როლანდ კლარკის და ნიკოლაუს ჰაგენის თანახმად, “კალერგის გეგმის” შეთქმულების თეორია სათავეს ნაცისტურ გერმანიაში იღებს. 1940 წლის ნოემბერში ნაცისტური პარტიის გაზეთი, Völkischer Beobachter-ი კალერგის ადანაშაულებდა, რომ მისი ოცნება ევრაზიელი-ნეგროიდი ადამიანების მსოფლიოს ჩამოყალიბება იყო, რომელის მმართველებიც ებრაელები იქნებოდნენ. კლარკი და ნიკოლაუ აღნიშნავენ, რომ გაზეთის ბრალდებები კელერგის ნაშრომის არასწორი ინტერპრეტაციების და ფაბრიკაციის ნაზავი იყო. კიდევ ერთი ნაცისტური გაზეთი კი მას ებრალებეთან და მასონებთან კავშირებში ადანაშაულებდა. აღნსანიშნავია, რომ თავად კელერგი ებრაული წარმოშობის არ იყო, თუმცა ის ანტისემიტიზმს აქტიურად ეწინააღმდეგებოდა. კალერგი ავსტრიიდან 1938 წელს გაიქცა. ის 1945 წლამდე აშშ-ში ცხოვრობდა და ავსტრიაში მხოლოდ ომის შემდეგ დაბრუნდა.

“კალერგის გეგმის” შეთქმულების თეორიის შესახებ ცნობები ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციამ PolitiFact-მაც გადაამოწმა. PolitFact-ის დასკვნით, არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ “კალერგის გეგმა” არსებობს. სხვადასხვა წყაროები კი მეტყველებს, რომ შეთქმულების თეორიის იდეა ნაცისტების და ნეო-ნაცისტების მიერ კალერგის ნაშრომების არასწორ ინტერპრეტაციებს და ფაბრიკაციებს ეფუძნება.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist