იჭერენ თუ არა ფაუჩის და ბილ გეიტსს აცრების გამო?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

დვაზ
531
VIEWS

22 ივლისს, News Front-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: “ფაუჩის და გეითსის წინააღმდეგ პროცესები დაიწყო, ობამას ფონდთან ერთად, ვირუსის ხელოვნურად შექმნასა და გავრცელებაში”. იგივე სტატია გააზიარა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე საინფორმაციო სააგენტო ევრაზიამაც, რომლის გუნდის წევრიც ევრაზიული ინსტიტუტის დამაარსებელი გულბაათ რცხილაძეა და რომელიც ფეისბუქის ჯგუფ – გაზეთ “საქართველო და მსოფლიო”-ს ჯგუფი:Россия и Грузия- дружба навеки!-ს მართავს.  სტატიაში საუბარია, რომ აშშ-ში ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსიტუტის დირექტორ ენტონი ფაუჩისა და ბილ გეიტსის, ასევე ობამას ფონდის წინააღმდეგ პროცესები დაიწყო. ენტონი ფაუჩი 2020 წლის იანვრიდან აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ სპეციალური ჯგუფის მოწინავე წევრია. News Front-ის მტკიცებით, მათ ბრალი აცრების საშუალებით ასი ათასობით ბავშვის დაინვალიდებასა და მოკვლის, ასევე ვირუსის ხელოვნურად შექმნისა და გავრცელების გამო წაეყენებათ. ობამას კი უჰანის ლაბორატორიისთვის 3.7 მილიონი დოლარის დაფინანსებისთვის გაასამართლებენ.

ტექსტშივეა ფოტო და იუთუბ ლინკი სათაურით: EXCLUSIVE Drs Buttar, Shiva & Mikovits BLAST Gates, Call to ARREST Fauci as Crisis CRUSHES Economy, თუმცა ლინკზე გადასვლისას ვიდეო არ იტვირთება.

News Front-ის აღნიშნული სტატია სიცრუეა. დოქტორი ფაუჩისა და ბილ გეიტსის წინააღმდეგ პროცესები ამერიკაში არ დაწყებულა.

  • რეალურად, News Front-ის ეს სტატია მომდინარეობს The Next News Network-ის Special Report-ის  სიუჟეტიდან, რომელშიც სამი სამედიცინო და სამეცნიერო წრის წარმომადგენელი, რაშიდ ბუტარი, შივა აიადურაი და ჯუდი მაიკოვიტსი ფაუჩის დაპატიმრებას იმის გამო მოითხოვდნენ, რომ კრიზისი აშშ-ის ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, ხოლო ბილ გეიტსს ვაქცინაციის ჩიპიზაციისთვის გამოყენების დაგეგმვაში და ტოტალური კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებდნენ. აღსანიშნავია, რომ The Next News Network-ის Special Report-ის ოფიციალურ არხზე ეს სიუჟეტი იუთუბზე ხელმისაწვდომი აღარ არის. მხოლოდ ცალკეული მომხარებლების მიერაა ატვირთული და 30 აპრილით, 1 და 2 მაისით თარიღდება.
  • ბილ გეიტსის წინააღმდეგ ბრალდებები ჩიპიზაციაზე და ბავშვებზე ცდების ჩატარების თაობაზე არახალია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის შესახებ მომზადებული მასალები მითების დეტექტორსაც აქვს. საკმაოდ გავრცელებული კონსპირაციის თეორიაა, რომ ბილ გეიტსი კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის გამოყენებას ადამიანებში მიკროჩიპების შესაყვანად აპირებს, რაც სრული კონტროლისკენაა მიმართული. თუმცა აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება. ეს კონსპირაციის თეორია მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ბილ გეიტსმა საბოლოოდ “ციფრული სერტიფიკატების” არსებობა იწინასწარმეტყველა, რომელიც როგორც ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა როიტერს განუცხადა, გულისხმობს ღია პლატფორმის ქონას, რომელიც მიზნად ისახავს გაფართოებულ წვდომას ინფორმაციაზე. ბილ გეიტს არ უხსენებია ადამიანებში მიკროჩიპების ინპლანტირება. მცდარია, ასევე, მტკიცება, თითქოს ბილ გეიტსს ბავშვებზე ჩატარებული ცდების გამო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო ასამართლებენ.

ენტონი ფაუჩისა და ბილ გეიტსის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებების სიცრუის შესახებ დაწერა, ასევე, Reuters-ის ფაქტების გადამოწმების ჯგუფმაც.

  • რაც შეეხება ობამას ადმინისტრაციის მიერ 3.7 მილიონი დოლარის ვუჰანის ლაბორატორიისთვის გაღებული დაფინანსების შესახებ, ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Snopes-ის სტატიიდან ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ნაწილობრივ სიცრუეა. კერძოდ, სიმართლეა, რომ 3.7 მილიონი დოლარის ნაწილი 2014-2019 წლებში გადაეცა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისგან Eco Health Alliance-ს, გლობალური გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის კვლევებს აფინანსებდა. თუმცა მცდარია, რომ 3.7 მილიონი დოლარი სრულად ვუჰანის ლაბორატორიის დაფინანსებას მოხმარდა და არც ეს ფინანსები გაუცია სრულად ობამას ადმინისტრაციას. დაახლოებით 700 000 დოლარი ამ 3.7 მილიონიდან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს დაამტკიცეს.
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

წყარო

sa
News Front Georgia

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist