ინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში მოკლული ორსული ქალი ქართველი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

50
VIEWS

16 იანვარს კრემლისტურმა გამოცემა News Front-მა და კონსტანტინე ჩიკვილაძემ, რომელიც ნიუსფრონტის ფეისბუქ გვერდს მართავდა, ასევე, გაზეთმა რეზონანსმა, მედიასაშუალება ალიამ (1;2), Totepad.ge-მ, ntv.com.ge-მ, გურია TV-მ და ფეისბუქ-გვერდებმა: ადამიანები და მოვლენები, პოზიტივი, საინტერესო, მსოფლიოს გარშემო გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში ორსული ქართველი ქალი პარტნიორმა და მისმა მეგობარმა მოკლეს. 

vithom mokluli orsuli qali ინფორმაცია, თითქოს საბერძნეთში მოკლული ორსული ქალი ქართველი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სალონიკში მოკლული ორსული ქალი ქართველია, სიმართლეს არ შეესაბამება. 41 წლის გეორგია მურატის მკვლელობის ბრალდებით მისი პარტნიორი და მეგობარი არიან დაკავებული. ალბანური მედიის ინფორმაციით, მოკლული ქალი ალბანელია. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სალონიკში ქართველი ქალის მკვლელობის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ. 

1 იანვარს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში 41 წლის გეორგია მურატი მოკლეს. საქმეზე მისი 39 წლის პარტნიორი და მეგობარი არიან დაკავებული. მათ ბრალად განზრახ მკვლელობა, ორსულობის შეწყვეტა და ყაჩაღობა ედებათ. თავდაპირველად, მეგობარი კაცი სამძებრო სამუშაოებში იყო ჩართული და პოლიციას უთხრა, რომ გეორგია სახლიდან მაშინ გავიდა, როდესაც მას ეძინა, ასევე, დაუტოვა შეტყობინება, რომ შორდებოდა და თანხა მიჰქონდა. მოგვიანებით, ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა კადრები, თუ როგორ გამოაქვს სახლიდან 2 კაცს, სავარაუდოდ, ცხედარი. მოკლულის პარტნიორი მკვლელობას ამ დრომდე უარყოფს და არ ეთანხმება მასთან ერთად დაკავებული 34 წლის პირის ჩვენებას, რომლის მიხედვითაც, კაცს მანქანაში ელოდებოდა მანამ, სანამ მან ორსული პარტნიორი მოკლა, შემდეგ კი სამხილების განადგურებაში დაეხმარა. კაცი ამტკიცებს, რომ წამლები მიიღო და დაიძინა, დილით კი გეორგია მურატი სახლში არ დახვდა – როგორც მან მოსამართლეს განუცხადა, ქალი მისმა მეგობარმა მოკლა, მეორე პირი კი, რომელიც ჩანაწერებში ჩანს, თავად არ არის და, შესაძლოა, 34 წლის კაცის თანამზრახველი იყოს. ქალის ცხედარი ჰალკიდიკის ერთ-ერთ უბანში, ტყეში იპოვეს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულები ცხედრის დატოვების შემდეგ უკან დაბრუნდნენ და მოკლულის პირადი ნივთები ახლოს მდებარე ნაგვის ურნაში ჩაყარეს. 

41 წლის გეორგია მურატი ქართველი არ ყოფილა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ბერძნულ მედიას არ გაუვრცელებია. “მითების დეტექტორს” საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ სალონიკში ქართველი ქალის მკვლელობის შესახებ შეტყობინება არ მიუღიათ. ალბანურ მედიაში გავრცელდა (1;2) ინფორმაცია, რომ ქალი ალბანელი იყო. მედიის ცნობით, ქალი მკვლელობისას 3 თვის ორსული იყო და წინა ქორწინებიდან 13 წლის შვილი ჰყავდა.  

არქივი (1;2;3;4;5;6;7;8;9;10;11;12;13)


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მცდარი ინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: საბერძნეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist