ინფორმაცია, რომ ვატიკანმა რუსული გაზისთვის რუბლი იყიდა, სატირულ პოსტს ეყრდნობა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

5.6k
VIEWS

სხვადასხვა მედიასაშუალებები და სოციალური ქსელის მომხარებლები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვატიკანი გახდა პირველი ევროპული სახელმწიფო, რომელმაც რუსეთისგან ბუნებრივი აირის შეძენა რუბლებში დაიწყო და საამისოდ ვატიკანის ბანკმა 10 მილიონი ევროს ღირებულების რუბლი შეიძინა. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე რუსულენოვან მედიასაშუალებაში (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8) გავრცელდა, მათ შორის იყო eer.ru, რომლის ვიზუალი ცნობილი ბრიტანული მედიის BBC-ის ფერებსა და დიზაინს არის მიმსგავსებული. გამოცემები საკუთარ მასალებში კონკრეტული წყაროს ნაცვლად ზოგადად მედიას უთითებდნენ. ვატიკანის მიერ ბუნებრივი აირის რუბლებში შეძენის შესახებ ინფორმაცია ქართველმა ფეისბუქ მომხმარებელმა ქაროსა ნი-მაც გაავრცელა.

ინფორმაცია ვატიკანის მიერ ბუნებრივი აირის რუბლებში შეძენის შესახებ, მცდარია. რეალურად, აღნიშნული ცნობა ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ხუმრობით გაავრცელა და ტვიტის გამოქვეყნებიდან 2 საათში საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკიდან ვატიკანმა ბუნებრივი აირის რუბლებში შესაძენად 10 მილიონი ევროს ღირებულების რუბლი იყიდა, ტვიტერის რუსულენოვანმა მომხმარებელმა Ледовская Мария-მ 28 მარტს გამოაქვეყნა. 

Screenshot 18 1 ინფორმაცია, რომ ვატიკანმა რუსული გაზისთვის რუბლი იყიდა, სატირულ პოსტს ეყრდნობა

ტვიტში ვკითხულობთ: 

მარია ლედოვსკაია: “ვატიკანის ბანკი დღეს პირველი იყო, ვინც გაზის გადასახადი რუბლით გადაიხადა. მათ ცენტრალური ბანკიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების რუბლი იყიდეს. რომის პაპი ევროპელ პოლიტიკოსებზე გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა, რადგან ევროპარლამენტარები  გაზის რუბლში ყიდვის მოთხოვნის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ. სწორედ ამიტომაა ის რომის პაპი, გაზით და ტვინით.”

პირველი ტვიტის გამოქვეყნებიდან 2 საათში იმავე მარია ლედოვსკაიამ მეორე ტვიტიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ტვიტერის მომხმარებელი Игорь-ი პირველი იყო, ვინც მიხვდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ხუმრობა იყო. ლედოვსკაიამ ხუმრობისთვის ბოდიშიც მოიხადა. 

Screenshot 19 1 ინფორმაცია, რომ ვატიკანმა რუსული გაზისთვის რუბლი იყიდა, სატირულ პოსტს ეყრდნობა

ვატიკანის მიერ ბუნებრივი აირის რუბლებში შეძენის შესახებ ინფორმაცია ნავთობისა და ენერგიის მიმართულებით სპეციალიზებულმა გამოცემა Oilprice.com-მაც გადაამოწმა და უარყო.

23 მარტს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის “არამეგობარ” ქვეყნებს რუსული ბუნებრივი აირი რუბლებში უნდა შეეძინათ. 28 მარტს დიდმა შვიდეულმა რუსეთის მოთხოვნა უარყო და აღნიშნა, რომ ეს არსებული კონტრაქტის ცალმხრივი დარღვევა იქნებოდა.

საინტერესოა, რომ ინფორმაციის გამავრცელებელი ერთ-ერთი რუსულენოვან მედიასაშუალებას eer.ru-ს (Внешнеэкономические связи) ცნობილი ბრიტანული გამოცემის BBC-ის მსგავსი ლოგო და ვებ-გვერდი აქვს. 

Screenshot 20 1 ინფორმაცია, რომ ვატიკანმა რუსული გაზისთვის რუბლი იყიდა, სატირულ პოსტს ეყრდნობა

საიტზე მითითებულია, რომ მედიასაშუალება საერთაშორისო ფინანსებისა და ეკონომიკის შესახებ წერს და ის კომუნიკაციების მარეგულირებელმა რუსულმა უწყებამ “როსკომნდზორმა” 2014 წელს დაარეგისტრირა. აღსანიშნავია, რომ ე.წ. “კლონირებული ვებ-გვერდები” სანდოობის გასაზრდელად ცნობილი დასავლური მედიასაშუალებების ვიზუალს ხშირად იყენებენ. 

Screenshot 21 1 ინფორმაცია, რომ ვატიკანმა რუსული გაზისთვის რუბლი იყიდა, სატირულ პოსტს ეყრდნობა


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, იტალია, რუსეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist