21-22 იანვარს საეჭვო, რუსულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა გაავრცელეს ინფორმაცია (1,2), რომ იმ შემთხვევაში, თუ გერმანია უკრაინას Leopard-ის ტანკებს არ გადასცემს, უკრაინა ევროკავშირის წევრობის განაცხადის გახმობით იმუქრება. გამოქვეყნებული პოსტების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, შემდეგი განცხადება გააკეთა: “ყველაფერს აქვს ზღვარი, ცარიელი დაპირებებით დავიღალეთ. ან გერმანია დაუყოვნებლივ გადმოგვცემს ტანკებს, ან ჩვენ გავიხმობთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჩვენს განაცხადს”
ინფორმაცია, რომ იმ შემთხვევაში, თუ გერმანია უკრაინას Leopard-ის ტანკებს არ გადასცემს, უკრაინა ევროკავშირის წევრობის განაცხადის გახმობით იმუქრება, სატირული შინაარსისაა და სატირულ-იუმორისტულმა რუსულენოვანმა ტელეგრამ-ანგარიშებმა გაავრცელეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ციტატა ევროკავშირის წევრობის განაცხადის გახმობის შესახებ, იმ შემთხვევაში თუ გერმანია უკრაინას Leopard-ს ტანკებს არ გადასცემს, მედიაში ან ზელენსკის ოფიციალურ სოც.მედია არხებზე არ გვხვდება. სინამდვილეში, ეს ინფორმაცია 21 იანვარს სატირულმა ტელეგრამ-არხმა “а вот мой яндекс кошелек” გამოაქვეყნა. მალევე ამ არხის მითითებით იდენტური პოსტი კიდევ ერთ სატირულ ტელეგრამ-არხზე “Политический Юмор” გამოქვეყნდა.
ორივე ტელეგრამ-არხის აღწერაში მითითებულია, რომ ისინი პოლიტიკურ თემებზე სატირულ და იუმორისტულ პოსტებს აქვეყნებენ. ასევე არხთან დაკავშირებული საკონტაქტო პირებში ერთი და იგივე ტელეგრამ-ანგარიში @KirnossOff-ია მითითებული. არხი “Политический Юмор” თავის პოსტებში ხშირად იყენებს ჰეშთეგებს #юмор #сарказм (იუმორი, სარკაზმი) და ასევე უთითებს იმ ტელეგრამ-არხებს, რომლებშიც ესა თუ ის პოსტი თავდაპირველად გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ Политический Юмор-ის მიერ გავრცელებული სატირული პოსტი რეალურ ინფორმაციად წარსულშიც გავრცელებულა. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.