განხორციელდა თუ არა ირანის სარაკეტო თავდასხმა ერაყში ამერიკულ ობიექტებზე?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

134
VIEWS

2024 წლის 16-17 იანვარს ფეისბუქ ანგარიშებმა და რუსული საინფორმაციო სააგენტო Ura.Ru-ს ფეისბუქ გვერდმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც 16 იანვარს ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა დაბომბა ერაყში მდებარე ამერიკული ობიექტები, მათ შორის ავიაბაზა ჰარირი, საერთაშორისო აეროპორტი ერბალი და მთლიანად გაანადგურა აშშ-ის საელჩო. პოსტებს თან ახლავს რაკეტების აფეთქების ამსახველი კადრებიც.

iran vs iraq განხორციელდა თუ არა ირანის სარაკეტო თავდასხმა ერაყში ამერიკულ ობიექტებზე?

გავრცელებული ინფორმაცია ნაწილობრივ მცდარია. ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა მართლაც განახორციელა თავდასხმა ერაყის ტერიტორიის იმ ნაწილზე, რომლის სიახლოვეს ამერიკული სამხედრო ბაზა და საკონსულო მდებარეობდა, თუმცა მათ უშუალო სამიზნეს ამერიკული ობიექტები არ წარმოადგენდა. ასევე არ განხორციელებულა თავდასხმა ამერიკის საელჩოზე და შესაბამისად შენობა არ დაზიანებულა.

2024 წლის 15 იანვრის საღამოს ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა, რომელიც ირანის შეაიარაღებული ძალების ნაწილია, განახორციელა სარაკეტო თავდასხმა ერაყზე, კერძოდ ნახევრად-ავტონომიური ქურთული რეგიონის დედაქალაქ ერბილზე. რაკეტები დაეცა ისეთ ობიექტებს, რომლებიც ახლოს მდებარეობდა აშშ-ის საკონსულოსთან, ამერიკულ სამხედრო ბაზასთან და ქალაქის აეროპორტთან, რის შედეგადაც აეროპორტი დროებით დაიკეტა, თუმცა მალევე გააგრძელა მუშაობა და მგზავრების მომსახურება. ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებით, მათ მიზანში ამოიღეს და გაანადგურეს ისეთი ობიექტები, რომლებიც ისრაელის, კერძოდ მოსადის ჯაშუშურ საქმიანობებს ემსახურებოდა. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ერაყელი ბიზნესმენი პეშრუ დიზეი მისი ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად. მიუხედავად აფეთქების სიახლოვისა, აშშ-ის საკონსულო, სამხედრო ბაზა და არც ერბილის საერთაშორისო აეროპორტი არ წარმოადგენდა სამიზნეს, შესაბამისად არც ეს შენობები დაზიანებულა და არც ამერიკის მოქალაქეები დაშავებულან. რაც შეეხება აშშ-ის საელჩოს, ის ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მდებარეობს, სადაც თავდასხმა არ განხორციელებულა და შესაბამისად, შენობასაც ზიანი არ მიყენებია. საპირისპირო ინფორმაცია, არც ერთ სანდო საინფორმაციო სააგენტოს არ გაუვრცელებია. აღსანიშნავია, რომ ერბილის პარალელურად ირანმა დაბომბა ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის ტერიტორიები სირიაში.

ერბილის დამომბვის საპასუხოდ, ერაყის მთავრობამ განაცხადა, რომ ჩადენილი დანაშაულისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევის გამო, ისინი  აპირებენ ირანის წარდგენას გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე. გარდა ამისა, მათ დროებით გამოიწვიეს ელჩი თეირანიდან და კონკრეტული პასუხების მისაღებად დაიბარეს ერაყში ირანის სრულუფლებიანი ელჩიც. ირანის განცხადებით, სარაკეტო შეტევები ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მიზნით განხორციელდა და იყო პასუხი ISIS-ის მიერ ირანში ჩადენილ იმ ტერორისტულ აქტებზე, რომელსაც 2024 წლის იანვარში 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

წყაროს შესახებ:

ფეისბუქ ანგარიში “Nana Akhalkatsi” ძირითადად ანტივაქსერული და კონსპირაციული შინაარსის ინფორმაციებს აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. 

არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ნაწილობრივ მცდარი
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ერაყი, ირანი, ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist