გადაარჩინეს თუ არა ალექსანდრ ფლემინგმა და მისმა მამამ უინსტონ ჩერჩილი ორჯერ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

5k
VIEWS

14 სექტემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა ანა ჭანკოტაძემ საკუთარ  გვერდზე ბრიტანეთის ყოფილ პერმიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილთან და პენიცილინის აღმომჩენ ალექსანდერ ფლემინგთან დაკავშირებული ისტორია გამოაქვეყნა. ისტორიის მიხედვით, ფლემინგმა და მისმა მამამ ჩერჩილის სიცოცხლე ორჯერ იხსნეს.  პირველად უინსტონ ჩერჩილი ჭაობში დახრჩობისგან ალექსანდრ ფლემინგის მამამ გადაარჩინა, მადლობის ნიშნად კი მომავალი პრემიერ-მინისტრის მამამ რენდოლფ ჩერჩილმა შვილის განათლება დაუფინანსა. წლების შემდეგ კი ალექსანდერ ფლემინგის აღმოჩენილმა პენიცილინმა უინსტონ ჩერჩილი კიდევ ერთხელ, ამჯერად პნევმონიისგან იხსნა.

"
ქართულ სოციალურ ქსელში ჩერჩილისა და ფლემინგის ურთიერთობის შესახებ იდენტური შინაარსის ისტორია 2020 წლიდან ფართოდ ვრცელდება. Სხვადასხვა დროს მსგავსი პოსტები გამოქვეყნეს გვერდებმა ისტორია,  მამა საბას ლექციები და ქადაგებები, ლიტერატურულნი და მე-შე-მედგომები. Მსგავსი პოსტები ასევე გამოქვეყნდა რამდენიმე ფეისბუქ ჯგუფში, მათ შორის რწმენა, იმედი და სიყვარულიქართველები სალერნოშიხარაგაულის საგანმანათლებლო სირვცესულიერი სივრცე,  დაწიგნომანები.

მტკიცება იმის შესახებ, რომ ფლემინგმა და მისმა მამამ უინსტონ ჩერჩილის სიცოცხლე სხვადასხვა დროს ორჯერ გადაარჩინეს, მცდარია. Ჩერჩილის სხვადასხვა ბიოგრაფის ინფორმაციით,  ისტორიის ნამდვილობას ეჭვქვეშ ჩერჩილსა და ფლემინგს შორის არსებული ასაკობრივი განსხვავებასთან ერთად ჩერჩილის მიერ პნევმონიის სამკურნალოდ პენიცილინის ნაცვლად სხვა მედიკამენტის გამოყენებაც აყენებს. 

ჩერჩილის საერთაშორისო საზოგადოების მიხედვით, ალექსანდრ ფლემინგის ან მისი მამის მიერ უინსტონ ჩერჩილის სიცოცხლის ორჯერ გადარჩენის შესახებ ისტორია გამოგონილია. ჩერჩილის საზოგადოების ინფორმაციით, გავრცელებული მითის პირველწყარო გაზეთ Coronet-ის 1944 წლის დეკემბრის ნომერში არტურ გლედსთოუნ კინის მოთხრობა “Dr.Lifesaver-ია.” მოთხრობის გამოცემის თარიღი 1943 წელს ჩერჩილის პნევმონიით დაავადებასთან თანხვედრაში მოდის.

ისტორიკოს ჯონ მათენის განმარტებით, ფლემინგისა და ჩერჩილის ამ ისტორიის ნამდვილობას აბათილებს ის, რომ ჩერჩილი პნევმონიის სამკურნალოდ არა პენიცილინს, არამედ “M&B-ის” იყენებდა. Მედიკამენტის სახელწოდება მისი შემქმნელის მეისა და ბეიკერის ინიციალებიდან მომდინარეობას, მედიკამენტი არა პენიცილინისგან, არამედ  სულფადიაზინისგან შედგებოდა. ავტორ კეი ჰემის წიგნში Irrepressible Churchill  ნახენებია, რომ მართალია, ჩერჩილი პნევმონიის სამკურნალოდ M&B-ის იყენებდა, თუმცა 1946 წელს სხვა, კერძოდ სტაფილოკოკური ინფეციასთან დაკავშირებთ მან კონსულტაცია ფლემინგთან გაიარა. ფლემინგის მიერ აღმოჩენი
ლი პენიცილინი ამ ინფექციის საწინააღმდეგო ეფექტიანი საშუალებაა და შესაძლოა ჩერჩილმა ის მართლაც გამოიყენა.
"
ახალგაზრდა უინსტონ ჩერჩილი, 1892 წელი, ფოტო: ჩერჩილის საერთაშორისო საზოგადოება

უინსტონ ჩერჩილის ბიოგრაფის სერ მარტინ გილბერტის მიხედვით, ამბის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ფლემინგსა და ჩერჩილს შორის არსებული ასაკობრივი სხვაობაა. უცხოეთში გავრცელებულ Მსგვსი შინაარსიის ტექსტებში ნახენები იყო, რომ მაშინ როცა ფლემინგის მამამ “პატარა ჩერჩილი” გადაარჩინა, ფლემინგი 13 წლის იყო, თუმცა რეალურად, 1874 წელს დაბადებული უინსტონ ჩერჩილი 1881 წელს დაბადებულ ფლემინგზე 7 წლით უფროსი იყო და შესაბამისად,  მაშინ როცა ფლემინგი 13 წლის იყო, ჩერჩილი 20 წლის იქნებოდა. არ არსებობს არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩერჩილი 20 წლის ასაკში ან უფრო ადრე რომელიმე ტბაში თითქმის დაიხრჩო ან მისმა მამამ ალექსანდრე ფლემინგის განათლება დააფინანსა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: ისტორია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო
ასევე დაგაინტერესებს

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist