დეზინფორმაცია, თითქოს უკრაინელი ბავშვები ნაცისტური გერმანიის საჰაერო ძალების არაოფიციალურ ჰიმნს მღერიან

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

729
VIEWS

26 სექტემბერს ფეისბუქ-ჯგუფში ANTIFA -GE უკრაინელი ბავშვების სიმღერის ვიდეო გამოქვეყნდა. პოსტის ავტორი წერს, რომ ბავშვები მესამე რაიხის ლუფტვაფე-ვერმახტის საჰაერო ძალების არაოფიციალურ ჰიმნს მღერიან. იგივე ვიდეო არაერთმა რუსულენოვანმა ანგარიშმა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7) გამოაქვეყნა, ისინიც წერენ, რომ უკრაინელი ბავშვები ნაცისტური გერმანიის საჰაერო ძალების არაოფიციალურ ჰიმნს ასრულებენ.

დეზინფორმაციაა, თითქოს ვიდეოში ასახული უკრაინელი ბავშვები მესამე რაიხის ლუფტვაფეს არაოფიციალურ ჰიმნს მღერიან, რეალურად, მათ მიერ შესრულებული სიმღერა ცნობილი გერმანული სიმღერის, სახელწოდებით Sieben Tage lang-ის ინტერპრეტაციაა, რომელიც ნაცისტური გერმანიის დაშლიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შეიქმნა.

ვიდეოში უკრაინელი ბიჭი გერმანულ სიმღერას – Sieben Tage lang-ს მღერის, რომელიც გერმანიაში პირველად 1976 წელს ჰოლანდიურმა ფოლკ-როკ ჯგუფმა, სახელად “Bots” ჯერ ჰოლანდიურად, შემდეგ კი 1980 წელს გერმანულად შეასრულა. ეს ფაქტი გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ სიმღერა მესამე რაიხის საჰაერო ძალებთან რაიმე ფორმით ყოფილიყო დაკავშირებული, რადგან ნაცისტური გერმანია 1945 წელს დაიშალა.

სიმღერა Sieben Tage lang ჯგუფ Bots-ის 1980 წელს გამოსულ პირველ გერმანულენოვან ალბომში, სახელად Aufstehn-შია შესული.

უკრაინული ფაქტების გადამოწმების პლატფორმა StopFake წერს, რომ მელოდია ფრანგული, კონკრეტულად ბრეტანული ხალხური სიმღერიდან – Son Ar Chistr-დან უნდა იყოს ნასესხები, რომელიც დაბალალკოჰოლური სასმელის – სიდრის დამზადებასა და მის მეგობრებთან ერთად დალევას შეეხეება. სიმღერა პირველად 1929 წელს ძმებმა ჟან-ბერნარდმა და ჟან-მარი პრიმამ გლეხების მიერ მოსავლის აღების დროს ჩაწერეს. აღსანიშნავია, რომ სიმღერა საფრანგეთს გარეთ პოპულარული მხოლოდ 1970 წელს მას შემდეგ გახდა, რაც მუსიკოსმა ალან სტიველმა ის არფაზე შეასრულა.

უკრაინელი ბიჭის მიერ ნამღერი სიმღერის ტექსტი ორიგინალს ემთხვევა, შეცვლილია მხოლოდ პირველი წინადადება და შესავალი გერმანულის ნაცვლად, უკრაინული წინადადებითაა ნამღერი. როგორც StopFake წერს, პირველი წინადადება ასე ჟღერს: “ჯარისკაცები მოდიან და მათთან ერთად იარაღი, მათთან ერთად – რწმენა, მათთან ერთად ენა”. 

სიმღერის არაერთი ინტერპრეტაცია და თარგმანი არსებობს, მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მუსიკოსი თავისებურად ასრულებდა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist