დეზინფორმაცია, თითქოს სიეტლის სკოლებში კლასის მოსწავლეთა 5% ლგბტქ+ თემს უნდა წარმოადგენდეს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

77
VIEWS

25 აგვისტოს ფეისბუკ-ანგარიშმა Crazy World გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ სიეტლის განათლების დაპარტამენტმა შეიმუშავა ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც კლასში მოსწავლეების 5% სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი უნდა იყოს. ანგარიშის მტკიცებით, განათლების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რეფორმამ ხელი უნდა შეუწყოს ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ პატივისცემისა და ტოლერანტობის განვითარებას ადრეული ბავშვობიდან. პოსტს თან აქვს დართული ადგილობრივი გამოცემა Seattle Met-ის სტატიის სქრინშოტი, რომელზეც იმავე შინაარსის ინფორმაცია იკითხება. იგივე სქრინშოტი კიდევ ერთმა ფეისბუკ-მომხმარებელმა Temuri Kuchava-მ გაავრცელა.  

 ანგარიშ Crazy World-ის მიერ გამოქვეყნებული პოსტი დასპონსორებულია, მხოლოდ რეკლამების ბიბლიოთეკაში (Ad Library) ჩანს და მის პირად გვერდსა და ატვირთულ ფოტოებში არ იძებნება. 

25 agvistos pheisbuk angarishma Crazy World დეზინფორმაცია, თითქოს სიეტლის სკოლებში კლასის მოსწავლეთა 5% ლგბტქ+ თემს უნდა წარმოადგენდეს

ფეისბუკ-ანგარიშების მიერ გამოქვეყნებული სტატიის სქრინშოტი ყალბია. რეალურად, სიეტლის ადგილობრივ მედია Seattle Met-ს მსგავსი შინაარსის მასალა არასდროს გაუვრცელებია. ინფორმაცია, რომ სტატია ყალბია, “მითების დეტექტორს” მედიის მთავარმა რედაქტორმა, ერიკ ნიუსბამმა დაუდასტურა.  

სტატიის სქრინშოტი გაყალბებულია 

ფეისბუკ-ანგარიშებზე გამოქვეყნებული სტატიის სქრინშოტი გაყალბებულია. Seattle Met-ს ნამდვილად აქვს გამოქვეყნებული სკოლების შესახებ სტატია იმავე ფოტოთი, თუმცა შინაარსი განსხვავებულია. 2022 წლის 11 სექტემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, რომ სწავლის დაწყებამდე 1 დღით ადრე სიეტლში განათლების ასოციაციის წევრი მასწავლებლები ანაზღაურებისა და რესურსების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. გამოცემა მშობლებს აძლევს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გაფიცვის პარალელურად. 

სტატიაში არაფერია ნათქვამი სიეტლის განათლების ასოციცაციის მიერ სექსუალურ უმცირესობასთან დაკავშირებული რეფორმის მიღებაზე. მასალა მშობლებს აწვდის ინფორმაციას იმ სკოლების, ბანაკებისა და სხვა დაწესებულებების შესახებ, რომლებიც გაფიცვის პერიოდში მუშაობდნენ და სადაც მოსწავლეებს შეეძლოთ, სხვადასხვა აქტივობით დაკავებულიყვნენ.  

რა ფუნქცია აქვს სიეტლის განათლების ასოციაციას?

სიეტლის განათლების ასოციაცია სიეტლის საჯარო სკოლებში დასაქმებული, დაახლოებით, 6 000 ადამიანის გაერთიანებაა. წევრები მუშაობენ მოსწავლეების უფლებებზე და მხარს უჭერენ სკოლებში ისეთი უსაფრთხო გარემოს შექმნას, რომელშიც ყველა მოსწავლის მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია.

სიეტლის განათლების ასოციაციას შეუძლია ლობირება, თუმცა თავად ვერ მიიღებს კანონს, რომელსაც სკოლები უნდა დაემორჩილონ, რადგან ამის უფლებამოსილება არ აქვს. კანონს სიეტლის სკოლებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც სხვა საკითხებზე, შტატის დონეზე, საკანონმდებლო ორგანოში იღებენ. შტატის მთავრობას აქვს უფლება, შექმნას და მიიღოს კანონები, რომლებიც არეგულირებს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, სიეტლის სკოლებში.  

რა მიდგომა აქვს სიეტლის სკოლებს ლგბტ პირებთან დაკავშირებით?

სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით სიეტლის საჯარო სკოლების მიდგომა ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სკოლები მუშაობენ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხო გარემო და მიიღონ ყველა მოსწავლე განურჩევლად მისი რელიგიის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობისა. ასევე, მათივე ცნობით, მოსწავლეს აქვს უფლება, შეცვალოს დოკუმენტებში მითითებული ინფორმაცია მისი სახელისა და სქესის შესახებ. მოსწავლეებს უფლება აქვთ, მიმართონ მათ მიერ მოთხოვნილი სახელებითა და ნაცვალსახელებით. ვაშინგტონის საჯარო სკოლებში კანონით იკრძალება მოსწავლის დისკრიმინაცია და შევიწროება გენდერული იდენტობის საფუძველზე.  

ვაშინგტონის საჯარო ინსტრუქციების ზედამხედველობის ოფისის (OSPI) ვებგვერდზე გამოქვეყნებული წესების მიხედვით, ვაშინგტონის საჯარო სკოლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ არადისკრიმინაციული გარემო ყველა მოსწავლისთვის. გარდა ამისა, სკოლა ვალდებულია, გამოიძიოს შესაძლო შევიწროების ფაქტები, იმ შემთხვევაშიც, თუ მას მოთხოვნით მოსწავლე ან მშობელი არ მიმართავს. ჩაცმის სტილი და ვარცხნილობა არის ორი გზა, რომლითაც მოსწავლეები ხშირად გამოხატავენ საკუთარ თავს, შესაბამისად, მათ აქვთ უფლება, გამოხატონ გენდერი სკოლის დრესკოდის გათვალისწინებით. წესების მიხედვით, დრესკოდი უნდა იყოს გენდერულად ნეიტრალური და არ უნდა შეზღუდოს მოსწავლის თვითგამოხატვა საკუთარი იდენტობის შესახებ. ასევე, სკოლებმა უნდა დართონ მოსწავლეებს უფლება, ისარგებლონ იმ საპირფარეშოებით, რომლებიც შეესაბამება მათ გენდერულ იდენტობას. ნებისმიერ პირს, მათ შორის, ტრანსგენდერ მოსწავლეებს, უფლება აქვთ მოითხოვონ ალტერნატიული საპირფარეშოთი სარგებლობა, სკოლას კი არ აქვს უფლება, აიძულოს მოსწავლე, ისარგებლოს კონკრეტული საპირფარეშოთი მისი გენდერის გამო. იგივე მიდგომა არსებობს გასახდელებსა და სპორტდარბაზებთან დაკავშირებითაც. 

არცერთი ღია და ოფიციალური წყაროთი არ დასტურდება ინფორმაცია, რომ სიეტლის სკოლაში არსებობს დადგენილი რაოდენობა, თუ სექსუალური უმცირესობის რამდენი წარმომადგენელი მოსწავლე უნდა იყოს კლასში.  

წყაროების შესახებ:  

ფეისბუკ-ანგარიში Crazy World ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის მასალას ხშირად ავრცელებს. გვერდი 2023 წლის 14 ივნისს არის შექმნილი, კატეგორიაში მუსიკოსი/ბენდი აქვს მითითებული, მისამართის ველში – ლოს ანჯელესი, კალიფორნია. აღსანიშავია ისიც, რომ გავრცელებული ფოტოები მის პირად გვერდსა და ატვირთულ ფოტოებში არ იძებნება, თუმცა, როგორც Ad Library-ში გადასვლით ვარკვევთ, გამოქვეყნებული და დასპონსორებული აქვს 7 ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის ფოტო.  

25 agvistos pheisbuk angarishma Crazy World1 დეზინფორმაცია, თითქოს სიეტლის სკოლებში კლასის მოსწავლეთა 5% ლგბტქ+ თემს უნდა წარმოადგენდეს

Crazy World-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ნაწილი ფაქტების გადამმოწმებლების მიერ ყალბად არის მონიშნული. 

25 agvistos pheisbuk angarishma Crazy World2 დეზინფორმაცია, თითქოს სიეტლის სკოლებში კლასის მოსწავლეთა 5% ლგბტქ+ თემს უნდა წარმოადგენდეს

ფეისბუკ-მომხმარებელს Temuri Kuchava ანტიუკრაინული და ანტიდასავლური ყალბი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელებია. “მითების დეტექტორს” მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია ამ დრომდეც აქვს გადამოწმებული.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist